მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:24

23. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.24. მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.25. რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
სახარებაჲ მათესი თავი 16
24. მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (16,24).:

მაშინ, ოდეს-იგი ჰრქუა მას პეტრე: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე“, და შეჰრისხნა მას უფალმან, არა კმა-ყო შერისხვითა მით ხოლო, არამედ ინება უმეტესითა სიმტკიცითა გამოჩინებად სარგებელი იგი, რომელი მისისა მის ვნებისაგან ყოფად იყო; თქუა ესრეთ, ვითარმედ: შენ მეტყჳ მე, ჵ პეტრე: შენდობა იყავნ შენდა, არა იყოს ეგრე; ხოლო მე გეტყჳ, ვითარმედ: არა ხოლო თუ ესე სავნებელ არს შენდა და ყოველ-თათჳს და წარსაწყმედელ, უკუეთუ ჩემი ჯუარ-ცუმაჲ არა აღესრულოს, არამედ უკუეთუ შენცა არა განმზადებულ იყო მარადის სიკუდილად, ვერვე ჴელ-გეწიფების ცხორებასა საუკუნოსა შესლვად.

რამეთუ ენება მათდა გულისჴმის-ყოფად, რაჲთა არა უღირსად მისა და შეურაცხებად ჰგონებდენ ჯუარ-ცუმასა. ამისთჳს, ვითარცა იოვანეს თავსა წერილ არს, ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“. ხოლო აქა უმეტესისა დამტკიცებისათჳს, არა ხოლო თავისა თჳსისათჳს იტყჳს, თუ ჯერ-არს ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, არამედ მათცა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:22-25 — პეტრეს კაცობრივი განსჯა და ჯვრის ტვირთვა:

22. და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. - რაც გაცხადდა, პეტრემ ის სწორად აღიარა, ხოლო იმაში, რაც დაფარული იყო, შეცდა, რათა ვიცოდეთ, რომ გარეშე ღმრთისა, ვერც იმ დიდს (იხ. მუხლი 15-16) წარმოთქვამდა. არ იცოდა რა აღდგომის საიდუმლო, პეტრეს არ სურდა ქრისტე ვნებულიყო და ამიტომაც უთხრა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე.

23. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. - იმის გამო, რაც პეტრემ სწორად თქვა, ქრისტემ მას ნეტარი უწოდა, ხოლო როცა უგუნური შიში გამოიჩინა და არ სურდა, რომ იგი ვნებულიყო, საყვედურით უთხრა: წარვედ ჩემგან, სატანა. სატანაში მოწინააღმდეგე იგულისხმება. წარვედ ჩემგან, ანუ წინ ნუკი აღუდგები ჩემს ნებას, არამედ მოჰყევ მას. პეტრეს ასე იმიტომ უწოდა, რომ ქრისტეს წამება სწორედ სატანას არ უნდოდა. ამგვარად, ეუბნება: შენ კაცობრივი განსჯით ფიქრობ, რომ მე ტანჯვა არ შემეფერება, მაგრამ არ გესმის, რომ ღმერთი ხსნას მისით აღასრულებს, და ამიტომაც ყველაზე მეტად შემფერის.

24....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).:

...(შდრ. მათ. 17,3); ესე იგი არს, მოასწავებდეს ვნებასა მისსა და ჯუარ-ცუმასა, რომელსაცა დიდებად უწოდა.

მეხუთედ ამისთჳს, ვინაჲთგან თქუა: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“; ; წარმოადგინნა ორნი იგი მოღუაწენი ღმრთისმსახურებისანი, რომელთა დადვეს თავი თჳსი სიკუდილად სიტყჳსათჳს ღმრთისა და არა ჰრიდეს წარწყმედად სულთა თჳსთა ამას საწუთროსა, რაჲთა მოიგნენ იგინი საუკუნოდ. რამეთუ მოსე წარმდებებით და ურიდად ჰბრძოდა ფარაოს სიტყჳსათჳს ღმრთისა, და ელია ეგრეთვე - აქაბს დაჴსნად საცთურისა მის კერპთმსახურებისა, და კუალად შეურაცხებაჲ სოფლისაჲ და უპოვარებაჲ ფრიადი მოიგეს ორთავე. რამეთუ არცა რაჲ მოსეს აქუნდა ამის საწუთროჲსა, არცა ელიას, გარეშე ხალენისა მის. ამისთჳს წარმოადგინნა იგინი, რაჲთა აუწყოს მოციქულთა, ვითარმედ თანააც ბაძვაჲ სათნოებისა მა-თისაჲ, და მსგავსად მათსა მოგებად შური საღმრთოჲ, და წინამძღურობაჲ ერისა მორწმუნისაჲ, რაჲთა იყვნენ მშჳდ, ვითარცა მოსე, და მოშურნე, ვითარცა ელია. რამეთუ გამოაჩინნა რაჲ იგინი დიდებით, ამას ყოველსა მოაჴსენებდა მოწაფეთა; და ამისთჳს წარმოად...

სრულად ნახვა