...ტოვებს ხშირად, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვვარდებით — და ჩვენი ცოდვების სიმძიმეზე არ ვფიქრობთ, ნებაყოფლობით თვითმოტყუებას მივეცემით. ამიტომ გევედრებით: ეს ყველაფერი მოვაშოროთ და არაფერი ვამჯობინოთ ჩვენს საკუთარ ცხონებას. „რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?" (). ზედმეტი სიმდიდრე გლახაკებზე გავანაწილოთ; ყოველივეში დიდი სიბრძნისმოყვარეობა გამოვიჩინოთ დიდებისმოყვარეობის შეურაცხყოფით, ადამიანური სიამაყის დამცრობით, ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გამოვლენით, რათა აქაური და მომავალი სიკეთენი მოვიპოვოთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სახარებაჲ მათესი 16:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...პოულობს ნუგეშს. მაშ, რატომ ასე უზრუნველნი ვართ ჩვენი ცხონების მიმართ, მითხარი, და ჩვენს სულზე ისე ვზრუნავთ, თითქოს სხვისი იყოს? არ გსმენია, როგორ ამბობს ქრისტე: „ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?" და კვლავ: „რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?" (). რა შეიძლება სულს გაუტოლდეს? დაასახელე მთელი ქვეყნიერება — და მაშინაც არაფერს იტყვი. მართლაც, „რაჲ სარგებელ", როგორც ქრისტემ თქვა, „სოფელი ყოველი" შეიძინო და სულს ავნო, რომელზეც უფრო ახლობელი არაფერია ჩვენთვის? და მას, ესოდენ ძვირფასს, მას, რომელზეც ჩვენ ესოდენი მზრუნველობა გვმართებდა, ისეთ უგულებელყოფაში დავტოვოთ, რომ ყოველ დღე იტანჯებოდეს, — ხან ანგარებით ალყაშემორტყმული, ხან ავხორცობით ტანჯული, ხან რისხვით დამცირებული, სხვადასხვა ვნებით აღელვებული, — და არ გამოვიჩენთ, თუნდაც გვიან, არანაირ მზრუნველობას მის მიმართ? ვინ დაგვიმსახურებს მაშინ მიტევებას ან გვიხსნის მოახლოებული სასჯელისგან? ამიტომ, გთხოვთ, სანამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს, უხვი მოწყალებით განვიბანოთ მისი სიბინძურე და მით ჩავაქროთ ჩვენი ცოდვების ალი. ნათქვამია: „ცეცხლსა მოტყინარესა დაუშრეტს წყალი, და მოწყალებითა განწმიდნენ ცოდვანი" (...
...ფად, რამეთუ ენება, რაჲთამცა თჳთ ეცნა თჳსი უძლურებაჲ სიტყუათა მიერ უფლისათა, ხოლო ვინაჲთგან ეგო იგი თჳსსა მას სიფიცხესა ზედა, მერმე უფალმან მიუშუა მას, რაჲთა ცნას თჳსი უძლურებაჲ, რა-ჟამს არა აქუნდა შეწევნაჲ მისი. რამეთუ თქუა უფალმან: „მივეცე ჴელთა მტერთასა“, ჰრქუა მან: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“, და შეჰრისხნა მას უფალმან, და ვერ განისწავლა, არამედ კუალად, ენება რაჲ ქრისტეს ფერჴთა მისთა დაბანად, აყენებდა იგი; და აწ ესმა რაჲ, ვითარმედ: „ვერ ძალ-გიც მოდევნებად ჩემდა“, თქუა მან, ვითარმედ: „დაღაცათუ ყოველ-თა უარ-გყონ, მე არასადა უარ-გყოო“. ; და რაჲთა არა მოვიდეს ზუაობად და ისწავოს სიტყჳს-გებაჲ, ამისთჳს განსწავლა იგი, რაჲთა არღარა წინააღუდგებოდის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა იესუ: მე ვევედრე შენთჳს მამასა, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“. ესე იგი არს, რაჲთა არა წარჰჴდე. და ამის ყოვლისა მიერ სიმდაბლესა ასწავებს და ბუნებასა კაცობრივსა ამხილებს, ვითარმედ არარაჲ არს იგი თავით თჳსით. რამეთუ განსწავლა იგი, რაჲთა არა სიტყჳსმიმგებელ იქმნას, რა-ჟამს-იგი მიიღოს განგებაჲ...
...დი ამის სასწაულისა მიერ და შემძლებელი მოვლინებად სიმდაბლედ. ხოლო პეტრე ჯერეთ აყენებდა და ეტყოდა: „არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე“ (13,8). რასა იქმ, ჵ პეტრე? არა გაჴსოვნანა პირველნი იგი სიტყუანი, რაჟამს სთქუ: „ნუ იყოფინ ეგე შენდა, უფალო“? და თავადმან მოგიგო: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო!“ ; და ესრეთცა არავე გეშინისა? გარნა იტყჳს პეტრე: ჰე, რამე-თუ ესე უსაშინელეს არს და უმაღლჱს. ვინაჲთგან უკუე ამას ფრიადისა სიყუარულისაგან იქმოდა, ამისთჳს მისგანვე შეაშინებს მას უფალი და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ არა დაგბანნე, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“ (13,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მჴურვალემან მან და წადიერმან პეტრე მიუგო:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ხოლო ფერჴნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა” (13,9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჟამს აყენებდა, ფიცხელ იყო, და შენდობასა უფიცხლესად გამოჩნდა, რამეთუ ორივე სიყუარულისაგან იყო. ხოლო რაჲ არს, რომელ ჰრქუა, ვითარმედ: „სცნა შემდგომად ამისა“? ოდეს აცნობებდა? გარნა შემდგომად ამისაო, რაჟამს სახელითა ჩემითა ეშმაკ-თა განასხმიდე, რაჟამს მიხილო ზეცად აღმავალი, რაჟამს სცნა მამისა მიერ, ვითარმედ მარჯუნ მისა მჯდომარე ვარ, მაშინ სცნა, თუ რაჲ არს...
...საშჯელსა, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად“; და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“; და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“. ; ; და ვინაჲთგან ესე ყოველი წამებაჲ ჩემი არს, და წამებაჲ ჩემი წინაშე თქუენსა არა ჭეშმარიტ არს, იხილენით სხუანი იგი მოწამენი ჩემნი.
და ესრეთ სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა თჳსსა, რაჟამს პირველად დაფარული გონებათა მათთაჲ გამოუცხადა და ესე ერთი სასწაული უჩუენა თჳსისა ძალისაჲ; და შემდგომად მისა სხუანიცა სიმტკიცენი შემოიხუნა, რამეთუ სამნი მოწამენი მოართუნა სიტყუათა თჳსთანი: ერ-თად, საქმენი, რომელთა იქმოდა, და მერმე, წამებაჲ მამისაჲ და ქადაგებაჲცა იოვანესი. და პირველად უდარჱსი იგი უთხრა მათ, რომელ არს იოვანესი, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, მეყსეულად შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი“ (5,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვ...
.... ამისთჳს შემდგომად აღდგომისა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: „გამოი-ძიეთ და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ“. ამისთჳს პეტრესცა შეჰრისხნა, თქუა რაჲ მან, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე ესრეთ“. ისწრაფდა სარწმუნო-ყოფად ამის საქმისა, რამეთუ თავიცა ჩუენთა კეთილთაჲ მისი განკაცებაჲ იქმნა. მის მიერ დაჰჴსნდა სიკუდილი, და ცოდვაჲ განქარდა, წყევაჲ უჩინო იქმნა, და ბევრეულნი კეთილნი გამოვიდეს ცხორებასა ჩუენსა. და ამისთჳს ენება, რაჲთა ყოველთა მიმართ სარწმუნო იყოს ბუნებაჲ იგი ჴორცთა მისთაჲ, ხოლო ღმრთეებასა არავე დაჰფარვიდა, არამედ მასცა გამოაჩინებდა. ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა ცუდად წარვიდოდა გალილეაჲსა კერძოსა, არამედ დიდნი საქმენი აღასრულნა სამარიას მისითა მით სიბრძნითა, და რაჲთა არარაჲ აქუნდეს ჰურიათა სიტყუაჲ, რომელსაცა მოასწავებს მახარებელი და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო განსლვად იყო სამარიაჲთ“ (4,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ გარეწარად გზასა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ ვითარცა მოციქულთა სდევნიდიან რაჲ ჰურიანი, მაშინ წარმართთა მიმართ წარვიდიან, ეგრეთვე უფალმან ქმნის, რამეთუ რაჟამს-იგი სდევნიდიან, მ...
...ა: „მრავლისაებრ წყალობისა მისისა მრავალ არს მხილებაჲცა მისი“, რამეთუ ცოდვათაებრ ჩუენთა მოგუეცემის მოსაგებელი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“. ; ;
და ესე დიდი კაცთმოყუარებაჲ არს ღმრთისაჲ, რამეთუ ღმერთმან ორად ცხორებად განყო საქმჱ ჩუენი: ერთად, საწუთროდ, და მეორედ, საუკუნოდ. და ერთი ესე ცხორებაჲ ღუაწლთა ჟამად განაწესა და მეორე იგი - გჳრგჳნთა და მოსაგებელთა. და ამასცა ზედა დიდი კაცთმოყუარებაჲ გუაჩუენა, რამეთუ ვქმნენით ჩუენ მრავალნი ცოდვანი და არა დავსცხერით სიყრმითგანვე სიბერედმდე შეგინებად სულისა, და მათ ყოველთა შენდობაჲ მოგუცა წმიდითა ნათლის-ღებითა, და მოგუენიჭა ჩუენ სიწმიდჱ. და კუალად, რომელმან სიჩჩოჲთგან მიიღოს წმიდისა ნათლის-ღებისა საიდუმლოჲ, და მერმე შემდგომად ამისა შეაგინოს სული თჳსი, იგი ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არს, გარნა მასცა განუღო ღმერთმან კარი სინანულისაჲ და მოსცა მრავალი ღონჱ განწმედად ცოდვათა თჳსთა. და ესე ყოველი გულისხმა-ყავ, ვითარისა სახიერებისა სახენი არიან: პირველად, რომელ მოგუცემს სრულიადსა შენდობასა ცოდ...
...ა ესმოდეს სიტყუანი აღდგომისანი და ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყუათა მათ, არამედ იგონებდეს, თუ რაჲ არიან სიტყუანი იგი; რამეთუ ფრიად საკჳრველ არს და უცხო სიტყუად აღდგინებაჲ თავისა თჳსისაჲ მკუდრე-თით. ამისთჳსცა პეტრესცა შეჰრისხნა, რამეთუ არღა იცოდა მან აღდგომისათჳს და ეტყოდა, ვითარმედ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“. ხოლო ქრისტემან არა გამოუცხადა პირველ აღდგომისა ძალი სიტყჳსაჲ მის, რაჲთა არა ურწმუნო იქმნნენ ამისთჳს, რამეთუ საქმჱცა იგი ფრიად საკჳრველ იყო, და უფალსაცა ჯერეთ ვერ ფრიად კეთილად იცნობდეს, თუ ვინ არს. ამისთჳს არა გამოუცხადა, ვიდრემდის საქმით აღესრულა სიტყუაჲ მისი, რამეთუ საქმით აღსრულებულსა სიტყუასა არავინ ურწმუნო იქმნების, ხოლო სიტყუასა ოდენ მრავალნი ურწმუნო იქმნებიან. ამისთჳსცა, ვინაჲთგან სიტყუაჲ მისი საქმით აღესრულა, მაშინ მისცა მათ გულისხმის-ყოფაჲ პირველთქუმულთაჲ მათ სულისა მიერ წმიდისა, ვითარცა იტყოდა, ვითარმედ: „მან გასწაოს და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რომელსაცა გეტყოდე თქუენ“. რამეთუ რომელთა-იგი ღამესა მას შეპყრობისა მისისასა დაუტევეს და ივლტოდეს, ვითარმცა მოიჴსენნეს ყოველთა მათ ჟამთა ქმნულნი და თქუმულნი, უკუეთუმცა არა სული წმიდაჲ მოაჴსენებდა მათ, რომელ-იგი მოსცა მათ ღმერთმან,...
...ოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, პეტრე? წინაჲსწარმეტყუელმან თქუა, ვი-თარმედ: „განიბნინენ ცხოვარნი“, ქრისტემან დაამტკიცა სიტყუაჲ ესე, და შენ იტყჳ, ვითარმედ: არა იქმნას ესე. არა კმა-გეყოა, რაჟამს-იგი სთქუ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“, და შეგრისხნა?
ამისთჳს უკუე მიუშუა შთავრდომად ბრალსა მას უარის-ყოფისასა, რაჲთა ცნას, ვითარმედ: არა ჯერ-არს მინდობაჲ თავსა თჳსსა, არამედ სიტყჳსა მის უფლისა რწმუნებად, ვიდრეღა თჳსისა გონებისაჲ; და სხუათა დიდად სარგებელ ეყო მისითა მით უარის-ყოფითა, რამეთუ ცნეს კაცობრივი უძლურებაჲ და ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ.
რამეთუ ოდეს რაჲმე უფალმან თქუას, არღარა ჯერ-არს გამოძიებად. ამისთჳსცა, ვინაჲთგან პეტრეს ესმა, ვითარმედ: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა“, და არა ჰრქუა სიმდაბლით, ვი-თარმედ: გევედრები, უფალო, შემეწიე, რაჲთა არა განგეშორო; არამედ მიენდო თავსა თჳსსა და ჰრქუა: „დაღაცათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე“; ესე სიტყუაჲ ზუაობად მიიწეოდა. ამისთჳს შეუნდო უფალმან უარის-ყოფად, რაჲთა საქმით ისწაოს სიმდაბლე და არამინდობაჲ ძალსა თჳსსა. რამეთუ სამი ცთომაჲ ქმნა: ერ-თად, რომელ სიტყუაჲ უგო უფალსა...
...ის-ცემად ძმათა. უკუეთუ ესრეთ ვიჴმაროთ პირმეტყუელობაჲ, მობაძავ ვიქმნებით მეუფისა, ხოლო წინააღმდგომი თუ ამისი მოვიგოთ, მობაძავ ვიქმნებით ეშმაკისა.
იხილეთ, ვითარ ოდეს-იგი მოციქულმან პეტრე ქრისტჱ აღიარა, ნეტარებაჲ მიიღო, ვითარცა მამისა მიერ ზეცათაჲსა განათლებულმან. ხოლო ოდეს ჯუარ-ცუმისათჳს თქუა: „არა იყოს ესე“, შეჰრისხნა მას უფალმან ძლიერად. აწ უკუე ჩუენცა მარადის ესევითართამცა სიტყუათა ვიტყჳთ, რაჲთა ცხად იყვნენ, ვითარმედ ქრისტეს მიერ არიან. რამეთუ არა თუ ოდეს ვთქუა, თუ: ენეა, აღდეგ და ვიდოდე, ანუ თუ ვთქუა: ტაბითა, განიღჳძე, მაშინ ოდენმცა იყვნეს ქრისტეს სიტყუანი, არამედ უკუეთუ ბოროტისმყოფელნი ჩემნი ვაკურთხნე, უკუეთუ მდევართა ჩემთათჳს ვილოცო, უკუეთუ ძმასა კეთილი რაჲმე ვასწავო, ქრისტეს სიტყუანი არიან ესევითარნი ესე. უკუეთუ რაჲ ქრისტეს ჰნებავს, მას ვზრახვიდეთ, იყოს ენაჲ ჩუენი მისდად შერაცხილ. რაჲ-მე უკუე ჰნებავს მას?
ყოველივე სიტყუაჲ სიტკბოებისა და სიმშჳდისაჲ ჰნებავს, ვითარცაიგი სახიერებით და სიმშჳდით ეტყოდა წინააღმდგომთა მისთა: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსა მცემ მე?“
...აღო პირი პეტრესი და აღმოათქუმია სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელებისაჲ, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ“, ამისა შემდგომად იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ“. და აწ კუალად, ვინაჲთგან მთასა ზედა საკჳრველი იგი ხილვაჲ უჩუენა და წინაჲსწარმეტყუელნი წარმოადგინნა მოწამედ დიდებისა თჳსისა და სიტყუაჲ ესე იოვანესთჳს თქუა, ვითარმედ: „ელია აწვე მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა“, მეყსეულად თჳსი ვნებაჲ მოაჴსენა და ჰრქუა: „ეგრეცა ჯერ-არს ძისა კაცისა ვნებად მათგან“; და კუალად, შემდგომად მცირედისა, ოდეს განჴადა ეშმაკი იგი, რომელი ვერ უძლეს მოწაფეთა განჴდად, იქცეოდეს რაჲ გალილეას, ჰრქუა მათ: „ჯერ-არს ძე კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნესო ფრიად“. (მათ. 17, 22-23) ამისთჳს, ვითარცა ვთქუ, ოდეს ვნებისა თჳსისათჳს ეტყოდის, სასწაულთაცა აღასრულებს ნუგეშინის-ცემად მათა, ვითარცა ესერა იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგნა მის წინაშე და ეტყოდა: უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ც...
...(შდრ. მათ. 17,3); ესე იგი არს, მოასწავებდეს ვნებასა მისსა და ჯუარ-ცუმასა, რომელსაცა დიდებად უწოდა.
მეხუთედ ამისთჳს, ვინაჲთგან თქუა: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“; ; წარმოადგინნა ორნი იგი მოღუაწენი ღმრთისმსახურებისანი, რომელთა დადვეს თავი თჳსი სიკუდილად სიტყჳსათჳს ღმრთისა და არა ჰრიდეს წარწყმედად სულთა თჳსთა ამას საწუთროსა, რაჲთა მოიგნენ იგინი საუკუნოდ. რამეთუ მოსე წარმდებებით და ურიდად ჰბრძოდა ფარაოს სიტყჳსათჳს ღმრთისა, და ელია ეგრეთვე - აქაბს დაჴსნად საცთურისა მის კერპთმსახურებისა, და კუალად შეურაცხებაჲ სოფლისაჲ და უპოვარებაჲ ფრიადი მოიგეს ორთავე. რამეთუ არცა რაჲ მოსეს აქუნდა ამის საწუთროჲსა, არცა ელიას, გარეშე ხალენისა მის. ამისთჳს წარმოადგინნა იგინი, რაჲთა აუწყოს მოციქულთა, ვითარმედ თანააც ბაძვაჲ სათნოებისა მა-თისაჲ, და მსგავსად მათსა მოგებად შური საღმრთოჲ, და წინამძღურობაჲ ერისა მორწმუნისაჲ, რაჲთა იყვნენ მშჳდ, ვითარცა მოსე, და მოშურნე, ვითარცა ელია. რამეთუ გამოაჩინნა რაჲ იგინი დიდებით, ამას ყოველსა მოაჴსენებდა მოწაფეთა; და ამისთჳს წარმოად...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (16,24).
მაშინ, ოდეს-იგი ჰრქუა მას პეტრე: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე“, და შეჰრისხნა მას უფალმან, არა კმა-ყო შერისხვითა მით ხოლო, არამედ ინება უმეტესითა სიმტკიცითა გამოჩინებად სარგებელი იგი, რომელი მისისა მის ვნებისაგან ყოფად იყო; თქუა ესრეთ, ვითარმედ: შენ მეტყჳ მე, ჵ პეტრე: შენდობა იყავნ შენდა, არა იყოს ეგრე; ხოლო მე გეტყჳ, ვითარმედ: არა ხოლო თუ ესე სავნებელ არს შენდა და ყოველ-თათჳს და წარსაწყმედელ, უკუეთუ ჩემი ჯუარ-ცუმაჲ არა აღესრულოს, არამედ უკუეთუ შენცა არა განმზადებულ იყო მარადის სიკუდილად, ვერვე ჴელ-გეწიფების ცხორებასა საუკუნოსა შესლვად.
რამეთუ ენება მათდა გულისჴმის-ყოფად, რაჲთა არა უღირსად მისა და შეურაცხებად ჰგონებდენ ჯუარ-ცუმასა. ამისთჳს, ვითარცა იოვანეს თავსა წერილ არს, ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“. ხოლო აქა უმეტესისა დამტკიცებისათჳს, ა...