მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:19

18. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.19. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.
სახარებაჲ მათესი თავი 16
19. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ; ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“ (20,23).:

...და ამისთჳს ესრეთ განცხადებულად არა თქუა, რაჲთა შეუწუხებელ-ყოს სიტყუაჲ თჳსი.

ხოლო ესე ვინმცა არა უწყოდა, ვითარმედ იგი არს მეუფე და უფალი და ჴელმწიფე მიცემად, ვიეთცა ენებოს, პატივისა და დიდებისა, და მას აქუს ჴელმწიფებაჲ განკითხვად ცხოელთა და მკუდართა, და მან ჰრქუა პეტრეს: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“, და პავლე მასვე მოასწავებს და იტყჳს: „ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელ მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“. და იგი განარჩევს მარჯუენეთა და მარცხენეთა და მიაგებს კაცად-კაცადსა საქმე-თა მათთაებრ. და „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“. გარნა აწ ესრეთ განაწესა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა არცა შეაწუხნეს კეთილნი იგი ძმანი, არცა დაუტევნეს უმეცრებით ცთომასა შინა, არამედ აუწყა, ვითარმედ არა აწ არს გამოჩინებაჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, და ვითარმედ შემსგავსებულად საქმეთა მიიღებს კაცად-კაცადი სასყიდელსა მას დღესა შინა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24)....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?“ (18,1).:

...ივი შეემთხჳა მათ. რამეთუ ოდეს-იგი სამნი წარიყვანნა თაბორს, არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, ხოლო ოდეს ერთისა მომართ მოიწია პატივი, რეცა შეწუხნეს. რამეთუ პირველცა ჰრქუა მას, ვითარმედ: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა“; და კუალად: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“; და კუალად აქა: „მიეცო ჩემთჳს და შენთჳს“. ამის ყოვლისათჳს მოუჴდა მათ გულისსიტყუაჲ კაცობრივი.

ხოლო ჰრცხუენოდა თქუმად, თუ: რაჲსათჳს პეტრეს უფროჲს ჩუენ ყოველთასა პატივ-სცემ? არამედ ესრეთ ჰკითხეს: „ვინ-მე უფროჲს იყოსო სასუფეველსა ცათასა?“ ჰხედავა, ვითარ ნაკლულევანებაჲცა მათი სავსე იყო კეთილითა? რამეთუ არარაჲ თქუეს, არცა გამოიძიეს ამის საწუთროჲსათჳს, არამედ სასუფეველისათჳს ცათაჲსა. ხოლო ამისა შემდგომად ესეცა გულისსიტყუაჲ აღმოიგდეს და ყოველსავე ზედა ურთიერთას პატივ-სცემდეს.

ხოლო ჩუენ ვერცა თუ ნაკლულევანებასა მათსა მივსწუთებით, არცა ვეძიებთ, თუ ვინ-მე იყოს უფროჲს სასუფეველსა ცათასა, არამედ თუ ვინ უფროჲს არს საშუებელსა ამას შინა და დიდებასა ქუეყანისასა, ცუდსა ამას და წარმავალსა, ვინ უმდიდრეს არს, ვინ უძლიერეს არს, ყოველსავე ჴორციელსა და კაცობრივსა გამოვეძიებთ და სულიერსა არარას. ხოლო იგინი სასუფეველისათჳს ცათაჲსა ეძიებდეს.

ხოლო ქრისტ...

სრულად ნახვა