მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:17

16. მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან.18. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
სახარებაჲ მათესი თავი 16
17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).:

...მისა.

ხოლო რომლისამიერობაჲ ესე მამისათჳსცა ითქუმის, ვითარცა-იგი თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისა მიერ იწოდენით ზიარებად ძისა მისისა და ნებითა მამისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს“. ხოლო რომელსა ესე მოასწავებს, ესე არს, ვითარმედ: არა ესრეთ უნდოჲ საქმჱ არს ჩემდა მომართ სარწმუნოებაჲ, არამედ ზეცით შეწევნაჲ და ძალი უჴმს. და ამას ყოველსა მას შინა სიტყუასა თჳსსა დაამტკიცებს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სული ახოვანი უჴმს და ღმრთისა მიერ მოცემული ლმობიერებაჲ ამას სარწმუნოებასა. არამედ ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ყოველი, რომელი მოგცეს მამამან, შენდა მოვალს, და რომელნი მან მოიყვანნეს, და უკუეთუ ვერვის ძალ-უც შენდა მოსლვად, არა თუ მოცემულ იყოს მისა ზეცით, მაშა იგინი სადმე, რომელნი არა მოიყვანნეს მამამან, გარეგან არიანა ყოვლისავე ბრალისა? გარნა ესევითარნი სიტყუანი არიან ამაონი და ცუდნი. ხოლო ჩუენიცა ნებაჲ და მოსწრაფებაჲცა საჴმარ არს, რამეთუ მიღებაჲ სწავლისაჲ და რწმუნებაჲ ნებისაგან იქმნების. ხოლო აქა სიტყჳთა ამით, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან“, არარას სხუასა მოასწავებს, გარნა ამას,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?“ (18,1).:

...ო“. ესე იგი არს, ოდეს ესოდენი პატივი აჩუენა პეტრეს, ვიდრეღა ხარკისა მიცემასა შეიმოყუსა, რეცა კაცობრივი შეემთხჳა მათ. რამეთუ ოდეს-იგი სამნი წარიყვანნა თაბორს, არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, ხოლო ოდეს ერთისა მომართ მოიწია პატივი, რეცა შეწუხნეს. რამეთუ პირველცა ჰრქუა მას, ვითარმედ: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა“; და კუალად: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“; და კუალად აქა: „მიეცო ჩემთჳს და შენთჳს“. ამის ყოვლისათჳს მოუჴდა მათ გულისსიტყუაჲ კაცობრივი.

ხოლო ჰრცხუენოდა თქუმად, თუ: რაჲსათჳს პეტრეს უფროჲს ჩუენ ყოველთასა პატივ-სცემ? არამედ ესრეთ ჰკითხეს: „ვინ-მე უფროჲს იყოსო სასუფეველსა ცათასა?“ ჰხედავა, ვითარ ნაკლულევანებაჲცა მათი სავსე იყო კეთილითა? რამეთუ არარაჲ თქუეს, არცა გამოიძიეს ამის საწუთროჲსათჳს, არამედ სასუფეველისათჳს ცათაჲსა. ხოლო ამისა შემდგომად ესეცა გულისსიტყუაჲ აღმოიგდეს და ყოველსავე ზედა ურთიერთას პატივ-სცემდეს.

ხოლო ჩუენ ვერცა თუ ნაკლულევანებასა მათსა მივსწუთებით, არცა ვეძიებთ, თუ ვინ-მე იყოს უფროჲს სასუფეველსა ცათასა, არამედ თუ ვინ უფროჲს არს საშუებელსა ამას შინა და დიდებასა ქუეყანისასა, ცუდსა ამას და წარმავალსა, ვინ უმდიდრეს არს, ვინ უძლიერეს არს, ყოველსავე ჴორციელსა და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“ (16,19).:

...ა, ვითარმედ: „მამამან ჩემმან გამოგიცხადა შენ“, აწ თჳსსაცა აუწყებს ჴელმწიფებასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მამამან მოგცა გულისჴმის-ყოფაჲ ჩემი; „და მე მიგცნე კლიტენი სასუფეველისანი, რაჲთა რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“.

ჰხედავა ჴელმწიფებასა ამას? ჰხედავა ერთობასა ამას მამისა თანა? არა ჰრქუა, თუ: მამამან მოგცეს, ანუ თუ მამასა ვევედრო, არამედ: „მე მიგცნეო კლიტენი სასუფეველისანი“, რაჲთა რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი ცათა შინა ფლობილ შესლვად სასუფეველსა, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი ცათა შინა დაშჯილ და კრულებასა შინა სამარადისოსა. ვინაჲთგან უკუე ესოდენი ყოველსავე ზედა აქუს ჴელმწიფებაჲ და ყოველივე, რაოდენი ენებოს, მიანიჭებს, ვითარ სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემაჲ“?1 კლიტეთა სასუფეველისათა და ესოდენისა ამის ჴელმწიფებისა მიცემად უფალ არს და მარჯულ თჳსა გინა მარცხლ დაჯდომისა მიცემად არა ჴელ-ეწიფებისა?

გულისჴმა-ჰყავთა, ვითარმედ სიტყუაჲ იგი სხჳსა განგებულებისათჳს ითქუა და არა თუმცა ამისთჳს, თუ ვერ ჴელ-ეწიფებოდა, რამეთუ ყოველივე ძალ-უც და ყოვლისავე უფალ არს ბუნებითა მით ღ...

სრულად ნახვა