ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ (16,13).
რაჲსათჳს თქუა სახელიცა აღმაშენებელისაჲ ქალაქისა მის? ამის-თჳს, რამეთუ არს სხუაჲცა კესარიაჲ, რომელსა ეწოდების სტრატონისაჲ, ხოლო აწ უფალი კესარიასა მას მეორესა მივიდოდა. ამისთჳს თქუა კესარია ფილიპესი. რამეთუ ენება რაჲ უფალსა კითხვად მოწაფეთა თავისა თჳსისათჳს, შორს განიყვანნა ჰურიათაგან, რაჲთა ადგილითცა და გონებით განეშორნენ მათგან და ეგრეთ მიუთხრან კეთილი იგი აღსაარებაჲ. და რაჲსათჳს პირველადვე არა ჰკითხა, თუ: „თქუენ ვინ გგონიე?“ არამედ ესრეთ ჰრქუა: „რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა?“ ესე ამისთჳს, რაჲთა პირველად სხუათაჲ მათ უგულისჴმოებაჲ გამოჩნდეს და მერმე მეორედითა კითხვითა აღიყვანნეს იგინი მაღალსა მას გულისჴმის-ყოფასა. ამისთჳს არა წინაუყო სიტყუაჲ ესე დასაბამსა ქადაგებისა თჳსისასა, არამედ შემდგომად მრავალთა მათ სასწაულთა და მრავალთა მათ სწავლათა, რომელნი მიუთხრნა და თჳსი იგი მამისა თანა ერთობაჲ გულისჴმა-უყო, მერმეღა კითხვაჲ ესე წინაუყო. და არა ჰრქუა, თუ: რაჲ თქჳან ჩემთჳს მწიგნობართა და...