მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:14

13. მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.15. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?
სახარებაჲ მათესი თავი 16
14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ (16,13).:

...ავებდა, რომელი ორთა მათგან ბუნებათა ერთი გუამი იქმნა, შეურევნელობითა ორთა მათ ბუნებათაჲთა, ეგრეთვე აქა ძედ კაცისა თავსა თჳსსა უწოდა ამის ესევითარისა ჯერისათჳს.

ხოლო მიუგეს რაჲ მოწაფეთა და ჰრქუეს, ვითარმედ: „რომელთამე იოვანე ნათლისმცემელი, რომელთამე ელია, და სხუათა იერემია გინა ერ-თი წინაჲსწარმეტყუელთაგანი“, და ცთომილნი იგი გულისსიტყუანი მათნი გამოაცხადნეს (რომელნი-იგი ხედვიდეს რაჲ სასწაულთა მათ უაღრეს ბუნებისათა, კაცსავე ჰგონებდეს ყოფად, აღდგომილსა მკუდრეთით, ვითარცა ოდესმე ჰეროდეცა იტყოდა), მაშინ უკუე უფალმან ესევითარნი იგი სიტყუანი არაღირსად იჩინნა; ამისთჳსცა ჰრქუა მოწაფეთა: „თქუენ ვინ გგონიე მე?“ რომელნი-ეგე მარადის ჩემ თანა ხართ და საქმეთა ჩემთა ხედავთ და სიტყუანი ჩემნი გესმიან. აწ უკუე გულისჴმა-ყავთ საქმე ესე: ოდეს სხუათა კაცთა სიტყუანი ჰკითხნა, ყოველთა მიუგეს, ხოლო ოდეს მათნი გულისსიტყუანი ჰკითხნა, მაშინ უმჴურვალესი იგი ყოველთაჲ პეტრე, თავი კრებულისა მის მოციქულთაჲსა, პირ ექმნა ყოველთა და ყოველ-თა მაგიერ ღაღატ-ყო და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიც...

სრულად ნახვა