მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 15:28

27. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.28. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.29. და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ.
სახარებაჲ მათესი თავი 15
28. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ქანანელი დედაკაცის რწმენის მაგალითი:

...ათ 15:27). ვაღიარებ, რომ ძაღლი ვარ; ღირსი გამხადე, როგორც ძაღლი, ტრაპეზიდან ნამცეცებს მაინც. ხედავ ქალის რწმენასა და კეთილ სულს? მან თავის თავზე აიღო ნათქვამი და მაშინვე მიიღო სასურველი, და მიიღო დიდი შექებით. რა უთხრა ქრისტემ? „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (). „ჵ დედაკაცო" — ეს შეძახილი გაკვირვებას გამოხატავს და დიდ შექებას მოიცავს. დიდი, ამბობს, რწმენა აჩვენე; და იყოს შენთვის ის, რაც გსურს. შეხედე, რა უხვია უფლის მოწყალება, და გაუკვირდი მისი სიბრძნე. განა ვერ შეგვეძლო თავიდანვე გვეფიქრა, რომ ის არათანამგრძნობია, როცა ასე უარყოფდა ქალს და ჯერ პასუხსაც კი არ აღირსებდა, ხოლო შემდეგ პირველი და მეორე პასუხით თითქოს მხოლოდ აძევებდა და უარყოფდა ასეთი მოშურნეობით მისულს? მაგრამ საქმის დასასრულით განსაჯე ღვთის სახიერება. მას სურდა ის ქალი ედიდებინა, ამიტომ ასე აყოვნებდა მისი თხოვნის შესრულებას. ხომ მაშინვე რომ მოესმინა, ჩვენ ამ ქალის მთელ სათნოებას ვერ შევიცნობდით; ხოლო, რადგან ოდნავ დაყოვნდა, ჩვენ დავინახეთ როგორც უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა, ისე მისი საკვირველი რწმენა.

4. ლოტის ქალიშვილთა განზრახვა (19:30–33)

მთელი ეს თხრობა იმისთვის მიგვაჩნდა საჭიროდ გადმოგეცათ, რათა იცოდე...

სრულად ნახვა
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის დაყოვნება მართლის განდიდებისთვის (16:3):

...რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა"** ().

ხედავ, რისთვის აყოვნებდა უფალი აქამდე? იმისთვის, რომ ქალის სიტყვებიდან გაგვეცნო მისი რწმენის მთელი ძალა. შეხედე, მართლაც, როგორ შეაქო და გვირგვინი დაადგა მაშინვე: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი" (). გაკვირვებითა და შექებით გაისტუმრა ის, ვისაც თავდაპირველად პასუხიც არ აღირსა. „დიდ არს, — ამბობს, — სარწმუნოებაჲ ეგე შენი". ჭეშმარიტად, „დიდია სარწმუნოებაჲ" — ხედავ, როგორ უარყოფს უფალი თხოვნას არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ მრავალგზის, და არ დანებდები, უკან არ დაიხევ, არამედ მოუცილებლად მოუხმობ უფალს და თხოვნის აღსრულებისკენ დახრი. მაშ, „გეყავნ შენ, — ამბობს, — ვითარცა გნებავს". ხედავ, როგორ ის, ვინც ადრე პასუხსაც არ აღირსებდა, ახლა შექებით აძლევს თავის ნიჭებს? არა უბრალოდ შეისმინა მისი თხოვნა, არამედ ადიდა და გვირგვინი დაადგა. სიტყვით „ჵ, დედაკაცო" აჩვენა, თავადაც რა დიდად განუკვირდა მისი რწმენა, ხოლო სიტყვებით — „დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი" — მისი სულიერი სიმდიდრე გაგვიხსნა. შემდეგ ამბობს: „გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს". რამდენიც გინდა, რამდენიც გსურს, იმდენს გაძლევ; შენმა დაუცხრომელმა თხოვნამ აჩვენა,...

სრულად ნახვა
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღმერთი გულის განწყობას ხედავს:

...ხილა მისი მოშურნეობა და დიდი შეუპოვრობა ვედრებაში, ჯერ შეაქო იგი და, ასე ვთქვათ, ქების გვირგვინით შეამკო, მთელი ქვეყნიერებისთვის სახელოვანი გახადა და მხოლოდ ამის შემდეგ აღუსრულა თხოვნა დიდი სახიერებით. რაკი თქვა: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი", შემდეგ დაუმატა: „გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (). და თუ საღვთო წერილში ყველა ამგვარ მაგალითს გადავხედავთ, ყველგან მეუფის დიდ გულუხვობას დავინახავთ. ამაში სრულიად დარწმუნებული და იმის მცოდნე, რომ ვინც მცირედს დათმობს, უფრო მეტს მიიღებს, პატრიარქმა, როგორც გუშინ გესმოდათ, ლოტს დაუთმო საუკეთესო ნაწილი, თავად კი უარესი აიღო, რომ დავის მიზეზიც აღმოეფხვრა, საკუთარი სათნოებაც გამოეჩინა და მთელ სახლში მშვიდობა ემეფა. მაგრამ ვნახოთ დღევანდელი საკითხავიდან, რა ჯილდო მიიღო მან უფლისგან ასეთი სიმშვიდისთვის. „ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად. რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე". შეხედე, როგორ ახლოსაა ღვთის განგება და რა სწრაფად მიაგებს მართალს. რადგან საღვთო წერილს სურს, გვაჩვენოს,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“ (3,2).:

...(მარკ. 2,9) და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მამამან სრული შვა იგი და არარაჲთ ნაკლულევანი. და იხილეთ, ვითარ ეტყჳს მას. რამეთუ ვინაჲთგან ნიკოდემოს თქუა, ვითარმედ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“, და ჰგონებდა, ვითარმედ: დიდად მიქიეს და მიდიდებიეს ქრისტჱ ამათ სიტყუათა მიერ, ხოლო უფალსა ენება, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ჯერეთ კარს...

სრულად ნახვა