...მათ 15:26). იფიქრე, საყვარელო, და გაუკვირდი ამ სულის ძალას და მისი რწმენის არაჩვეულებრიობას: ძაღლის სახელი რომ ესმა, არ შეწყენინებია, უკან არ დაიხია, არამედ დიდი კეთილგულობით თქვა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა" (). ვაღიარებ, რომ ძაღლი ვარ; ღირსი გამხადე, როგორც ძაღლი, ტრაპეზიდან ნამცეცებს მაინც. ხედავ ქალის რწმენასა და კეთილ სულს? მან თავის თავზე აიღო ნათქვამი და მაშინვე მიიღო სასურველი, და მიიღო დიდი შექებით. რა უთხრა ქრისტემ? „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (). „ჵ დედაკაცო" — ეს შეძახილი გაკვირვებას გამოხატავს და დიდ შექებას მოიცავს. დიდი, ამბობს, რწმენა აჩვენე; და იყოს შენთვის ის, რაც გსურს. შეხედე, რა უხვია უფლის მოწყალება, და გაუკვირდი მისი სიბრძნე. განა ვერ შეგვეძლო თავიდანვე გვეფიქრა, რომ ის არათანამგრძნობია, როცა ასე უარყოფდა ქალს და ჯერ პასუხსაც კი არ აღირსებდა, ხოლო შემდეგ პირველი და მეორე პასუხით თითქოს მხოლოდ აძევებდა და უარყოფდა ასეთი მოშურნეობით მისულს? მაგრამ საქმის დასასრულით განსაჯე ღვთის სახიერება. მას სურდა ის ქალი ედიდებინ...
სახარებაჲ მათესი 15:27
26. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა.27. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.28. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
სახარებაჲ მათესი თავი 15