...გახსნას მის შინაგანში დაფარული საუნჯე. ხედავდა დაფარულ ძვირფასეულობას და არ სურდა, ის ჩვენთვის უცნობი დარჩენილიყო; ამიტომაც ყოვნებს და პასუხს არ აღირსებს, რათა ამ ქალის დიდი სიმტკიცე ყველა მომავალი თაობისთვის დარიგება გამხდარიყო. და შეხედე, რა გამოუთქმელია ღვთის სახიერება: „ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ" (), — ამბობს წერილი. ხოლო მოწაფეებმა, რომლებიც თავს მასზე თანამლმობელნი და კაცთმოყვარენი ეგონათ, ვერ გაბედეს პირდაპირ ეთქვათ: შეუსრულე თხოვნა, შეიწყალე, მოიწყალე, არამედ რა თქვეს? „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ" (), — თითქოს ამბობდნენ: გვიხსენი ამ მოსაბეზრებლისგან, გაგვათავისუფლე მისი ყვირილისგან. რა უპასუხა უფალმა? მათ ეგონათ, რომ მე უმიზეზოდ ვდუმვარ და პასუხით არ ვაღირსე? მოისმინეთ: „არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (). განა არ იცით, რომ ეს ქალი უცხოტომელია? განა არ იცით, რომ მე თქვენც გიბრძანეთ — წარმართთა გზაზე არ წასულიყავით? მაშ, რატომ უგამოცდელად გინდათ ასეთი თანალმობის გამოჩენა? შეხედე ღვთის განგების სიბრძნეს: მაშინაც კი, როცა უკვე კეთილინება პასუხის გაცემა, თა...
სახარებაჲ მათესი 15:23
22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.23. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ.24. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
სახარებაჲ მათესი თავი 15