მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 15:21

20. ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა.21. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა.22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს.
სახარებაჲ მათესი თავი 15
21. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავი-თისო“ (15,21-22).:

რაჲსათჳს-მე წარვიდა კერძოთა ტჳროსისა და სიდონისათა? ვინაჲთგან ჰურიებრივი იგი ჭამადთა კრძალვაჲ განაქარვა, ჯერ-იჩინა აწ განღებად კარი წარმართთა, რომელთა შესლვაჲ ყოფად იყო შემდგომად ამაღლებისა მისისა; ვითარცა-იგი პეტრე, მოიღო რაჲ ბრძანებაჲ არარიდობისა ჭამადთაჲსა, მეყსეულად წარივლინა კორნელიოჲსისა. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, თუ: ვითარ ჰრქუა თავადმან მოწაფეთა, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“, და მერმე თავადივე ვიდოდა ყოველთასა პირველ გზასა მას? პირველად ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: არა თუ ვითარ-იგი მოწაფეთა ამცნო, ეგრეთვე იგი თანამდებ იყო; მეორედ, რამეთუ არა განცხადებულად ქადაგებად მოსრულ იყო. ამისთჳსცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელეწიფა დაფარვად“. ხოლო ესე კუალად არა ღირს იყო კაცთმოყუარებისა მისისა, რაჲთამცა რომელნი-იგი შეუვრდებოდეს, არამცა შეიწყნარნა. რამეთუ იხილეთ, თუ რაოდენისა კაცთმოყუარებისა ღირს არს დედაკაცი იგი, რომელსა ესოდენ უღირსად აქუნდა თავი თჳსი, რომელ არა იკადრა მისლვაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:21-28 — ქანანელი დედაკაცის რწმენა:

22-23. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. - თვითონ რატომღა წავიდა წარმართთა ქალაქებში - ტვიროსსა და სიდონში, მაშინ, როცა მოწაფეებს წარმართთა გზაზე სიარული აუკრძალა? იცოდე, რომ იქ საქადაგებლად არ მისულა, როგორც ამას მარკოზიც ამბობს: "მე დავფარე თავი ჩემი"; სხვაგვარად: რადგანაც ფარისევლებმა მისი სწავლება საჭმელზე არ შეიწყნარეს, წარმართებთან გადავიდა. იმას კი არ ეუბნება: ასული ჩემი შეიწყალეო, არამედ მე შემიწყალეო, რადგან ის ვერაფერს გრძნობდა. მე შემიწყალეო, რომელიც საშინელებას ვგრძნობ და განვიცდიო. არც იმას ეუბნება: წამოდი და განკურნეო, არამედ შემიწყალეო. უფალმა არ უპასუხა, არა იმიტომ, რომ არად ჩააგდო, არამედ, რათა ეჩვენებინა, რომ უწინარესად იუდეველთათვის მოვიდა; ამასთან, უნდოდა ცილისწამებისთვის შეეზღუდა ისინი და სათქმელად არ ჰქონოდათ: წარმართებს წყალობდაო; და კიდეც იმიტომაც, რომ ამ ქალის მტკიცე რწმენა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის