...და სიმართლის მზე დაინახა, ბნელში მსხდომთათვის გამობრწყინებული, — რა მოშურნეობით, რა მხურვალე გულმოდგინებით მიეახლა მას; და არც ის, რომ ქალი იყო, არც ის, რომ უცხოტომელი — არაფერი შეუშლია, არამედ ყველა ეს დაბრკოლება უგულებელყო, მიეახლა და თქვა: „შემიწყალე მე, უფალო,... რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (). მაგრამ ფარული ზრახვების მცოდნე დუმს და არ პასუხობს, არ აღირსებს სიტყვით და არ გამოხატავს თანალმობას ქალური უძლურების მიმართ, ხედავს რა მასთან ასეთი ღაღადებით მოსულს. ყოვნებს, სურს რა ყველას წინაშე გახსნას მის შინაგანში დაფარული საუნჯე. ხედავდა დაფარულ ძვირფასეულობას და არ სურდა, ის ჩვენთვის უცნობი დარჩენილიყო; ამიტომაც ყოვნებს და პასუხს არ აღირსებს, რათა ამ ქალის დიდი სიმტკიცე ყველა მომავალი თაობისთვის დარიგება გამხდარიყო. და შეხედე, რა გამოუთქმელია ღვთის სახიერება: „ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ" (), — ამბობს წერილი. ხოლო მოწაფეებმა, რომლებიც თავს მასზე თანამლმობელნი და კაცთმოყვარენი ეგონათ, ვერ გაბედეს პირდაპირ ეთქვათ: შეუსრულე თხოვნა, შეიწყალე, მოიწყალე, არამედ რა თქვეს? „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ" ()...
სახარებაჲ მათესი 15:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...რამედ ყოველთვის მიმღებთა გადიდებაც, შეხედე, როგორ მოიქცა ქანანელ ქალთანაც, თითქოს აყოვნებდა და თავს არიდებდა მისი თხოვნის შესმენას, მაგრამ ეს სწორედ იმისთვის, რომ იგი მთელს ქვეყნიერებაში ცნობილი გაეხადა. როცა ის მოვიდა, ევედრებოდა და ამბობდა: „შემიწყალე მე, უფალო,... რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (), კაცთმოყვარე და გულმოწყალე, ყოველთვის ჩვენს თხოვნებს წინმსწრები უფალი პასუხსაც კი არ აღირსებდა. და მისი მოწაფეები, არ იცოდნენ რა, თუ რა მოხდებოდა და როგორ ზრუნავდა თავად უფალი ამ ქალზე, და მხოლოდ იმიტომ არ პასუხობდა, რომ არ სურდა მისი ღირსება უცნობად დარჩენილიყო, მოწაფეებმა, ვამბობ, თითქოს მეტი თანალმობა ჰქონდათ, „მოუჴდეს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ", თითქოს ამით გამოხატავდნენ, რომ მისი შეუპოვრობა მათთვის უკვე აუტანელი იყო. „განუტევე ესე", ამბობენ, არა იმიტომ, რომ ასე უბედურია ან მისი თხოვნა სამართლიანი, არამედ იმიტომ, რომ „ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ". რა თქვა უფალმა? სურდა რა თანდათანობით ქალის ღირსების გამოვლენა და მოწაფეთათვის სწავლება, რა ნაკლებად ესმოდათ მისი კაცთმოყვარეობა, ისეთი პასუხი გასცა, რომელიც ქალის გულსაც შეარხევდა, სულის სიმტკიცე რომ არ ჰქონოდა, მხურვალე სურვილი და ძლი...
...ხილა მისი მოშურნეობა და დიდი შეუპოვრობა ვედრებაში, ჯერ შეაქო იგი და, ასე ვთქვათ, ქების გვირგვინით შეამკო, მთელი ქვეყნიერებისთვის სახელოვანი გახადა და მხოლოდ ამის შემდეგ აღუსრულა თხოვნა დიდი სახიერებით. რაკი თქვა: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი", შემდეგ დაუმატა: „გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (). და თუ საღვთო წერილში ყველა ამგვარ მაგალითს გადავხედავთ, ყველგან მეუფის დიდ გულუხვობას დავინახავთ. ამაში სრულიად დარწმუნებული და იმის მცოდნე, რომ ვინც მცირედს დათმობს, უფრო მეტს მიიღებს, პატრიარქმა, როგორც გუშინ გესმოდათ, ლოტს დაუთმო საუკეთესო ნაწილი, თავად კი უარესი აიღო, რომ დავის მიზეზიც აღმოეფხვრა, საკუთარი სათნოებაც გამოეჩინა და მთელ სახლში მშვიდობა ემეფა. მაგრამ ვნახოთ დღევანდელი საკითხავიდან, რა ჯილდო მიიღო მან უფლისგან ასეთი სიმშვიდისთვის. „ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად. რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე". შეხედე, როგორ ახლოსაა ღვთის განგება და რა სწრაფად მიაგებს მართალს. რადგან საღვთო წერილს სურს, გვაჩვენოს,...
...5,27).
თარგმანი: განაცხადებს ვითარმედ არა ხოლო ვითარცა მოწყალებისა, არამედ ვითარცა თანამდებისა მოვალე არიან მიცემად მათდა. ხოლო რაჲ-მე არიან სულიერნი იგი? — ცხად არს, ვითარმედ ჰურიათათჳს მოვიდა ქრისტე, ვითარ-იგი იტყოდა, ვითარმედ: "არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), და რამეთუ "ცხორებაჲ ჰურიათაგან არს" (). რამეთუ მიერ იყვნეს მოციქულნი, მიერ წინაჲსწარმეტყუელნი, მიერ ყოველნი კეთილნი და დასაბამნი ღმრთისმსახურებისანი, ვინაჲცა უკუეთუ სულიერთა ამათ მათთა ეზიარნეს წარმართნი და სერობისა მათთჳს დაგებულისა მეინაჴე იქმნნეს მებოძირნი გზისანი, რაჲ საკჳრველ არს, ჴორციელთა შინა, რაჲთა არა ეზიარნენ, არამედ, ვითარცა მონათა მეუფესა ხარკი, ეგრეთ მიუძღუანონ წმიდათა მათ საჴმარი ჴორცთაჲ. უფროჲსღა, რამეთუ ჴორციელნი საჴმარნი არავის განეკუთნვიან, არამედ საზოგადოდ საჴმრად ყოველთათჳს ღმრთისა მიერ მოცემულ არიან.
მოციქულისაჲ: ესე უკუე აღვასრულო, და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა, და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად (15,28).
თარგმანი: ვითარცა წარუპარველ...
...აჲ არა იქმნებოდაა?" —არა ვიტყჳ, ვითარმედ ყოვლად არა იქმნებოდა, არამედ არა ესრეთ მსწრაფლ იქმნებოდა, რაჲთამცა ვიქმნენით უკუანანი წინა, შემდგომნი —პირველ, მებოძირთანი — მეინაჴე, მეათერთმეტისანი — სწორ პირველთა; რამეთუ ჩუენ ზედა აღესრულებიან ყოველნი ესე იგავნი სახარებისანი; ვინაჲთგან "არა ვიდრემე მოვლინებულ ვარო" (), და "მივედით, — ნუ ლიტონითა მისლვითა, — არამედ უფროჲსღა მივედით ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), რამეთუ მათდა მოვიდა უფალი, მათ მიუვლინნა მოციქულნი, ხოლო იგინი რაჲ ჯუარის-მცუმელ იქმნნეს, მათ წილ ჩუენ გჳწოდა, და აწ ჩუენ ვართ პირმშო პირმშოთა მათ, ოდესცა მოიქცენ; დაღაცათუ მოციქული მითვე პირველითა ჩუეულებითა ჰურიასა პირველად იტყჳს, და მერმე — წარმართსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი! (11,12).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჟამერთ დაყოვნებამან ჰურიათა რწმუნებისამან და ჰურიასტანით განსხმამან ქადაგთამან განამდიდრა სოფელი მრავალთესლთა წარმართთა მიერ, რაოდენ არა უფროჲს სავსება ექმნეს სოფელსა შემდგომად წარმართთასა მოქცევაჲ ჰურიათაჲცა. ხოლო ამას ყოველსა ი...
...ათვე სიტყუათა სწავლისათაჲ, რომელთა მრავალგზის წარმოთქუმაჲ უცონელობა არს მოძღურისა, და კრძალულება - მოწაფეთა.
მოციქულისაჲ: ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან; ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა (3,2).
თარგმანი: ძაღლ ოდესმე წარმართთა ეწოდებოდა, ვითარმედ: "არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (), ხოლო აწ — წინაუკუმო; ვინაჲთგან შვილებისაგან განვარდეს ჰურიანი, მათ ძაღლ უწოდს, რამეთუ იყვნეს ვინმე მათგანნი, რეცა მოქცეულნი სარწმუნოებად, რომელნი კუალად ძაღლ იქმნებოდეს მიქცევითა ნათხევარსა მას ჰურიაობისასა. ამისთჳს, ვითარცა არა ხოლო თავისა თჳსისა, არამედ სხუათაცა მავნებელთა ბოროტად მუშაკად სახელ-სდვა, რამეთუ მოქმედებდეს კეთილად დანერგულთა სულთა აღმოფხურად სარწმუნოებისაგან ქრისტესისა და მიზიდვად მათდა კუალად მათვე ძუელთა წესთა ჰურიაობისათა.
მოციქულისაჲ: ჰხედევდით განკუეთილებასა მას, რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმერთსა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ (3,2-3).
თარგმანი: კეთილად უწოდს მათ, რომელნი შემდგომად ქრისტეს მოსლვისა წინა-დაიცუეთდენ განკუეთილებად, რამეთუ წინადაცუეთილებაჲ იგი ძუელისა შჯულისაჲ სახე იყო ჩუენი ქრისტეს მიმართ მოქადულთა ამათ მორწმუნეთაჲ, რომელნი მოვიკუეთთ ნამეტავსა ჴორცი...
...ცხორებაჲ ჩუენი, ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან ყოველივე შექმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ამისსა შემდგომად იტყჳს "ზრახვისაებრ ნებისა მისისასა", ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ქრისტე ჰურიათა ეტყოდა აღსაშენებელად მათდა, ვითარმედ: "არა ვიდრემე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), არამედ ნუვინ ჰგონებს თუ ჰურიათა განდგომისათჳს იქმნა ცხორებაჲ წარმართთაჲ, რომელი-იგი წინა-განჩინებულ იყო ნებითა ღმრთისაჲთა, ხოლო იქმნა თჳსსა ჟამსა, ოდეს-იგი ჯერ-იყო ქმნად.
მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელნი-ესე წინაჲსწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესსა (1,12).
თარგმანი: თავსა თჳსსა წარმართთა თანა შეჰრთავს, ვითარცა ქადაგი მათი, და იტყჳს, ვითარმედ: ჩუენ წარმართთათჳს, რომელნი-ესე, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, წინაჲსწარ მოსავ ვიქმნენით ქრისტესსა; ესე იგი არს, ვითარმედ: რომელთა წინაჲსწარ გურწმენა ქრისტესი, ჩუენ მიერ ჯერ-არს საქმით დიდებაჲ მისი, რაჲთა ესრეთ ვმოქალაქობდეთ, რომელ ყოველნი მხედველნი წესიერებისა ჩუენისანი ჩუენ ძლით ადიდებდენ მამასა ჩუენსა ზეცათასა, რომელმან ესრეთ მიშვილნა წარწყმედულნი ესე, რომელ სახილველადცა საწადელ და სარგებელ ვართ მრავალთა, რომელნი-ესე პირველ ვიყვენით წარმართ და კერპთმსახურ....