მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 15:1

1. მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს:2. რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ.
სახარებაჲ მათესი თავი 15
1. მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა?“ (15,1-3).:

„მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი“. ოდეს „მაშინ“? ესე იგი არს, ოდეს ბევრეულნი იგი სასწაულნი ქმნა, ოდეს სნეულნი განკურნნა შეხებითა ფესუსა სამოსლისასა, ოდეს ხუთითა მით პურითა ხუთ ათასნი განაძღნა, ოდეს ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა, ვიდოდა; მაშინ სავსენი იგი ყოვლითა უკეთურებითა მოუჴდეს და ესრეთ ეტყოდეს. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი“?

ყოველსა მას ტომებსა განთესულ იყვნეს და ათორმეტად ნაწილად განყოფილ იყვნეს მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი, გარნა რომელნი-იგი დედაქალაქსა მას იერუსალჱმსა მკჳდრ იყვნეს, უმეტესი პატივი აქუნდა; ამისთჳსცა უმეტესითა ამპარტავანებითა და უკეთურებითა სავსე იყვნეს. ესევითართა მათგანნი იყვნეს ესენიცა, რომელნი აწ მოუჴდეს და სიტყუათა ამათ ეტყჳან უფალსა.

და იხილე, ვითარ სიტყჳსა მებრ მათისაგან სირცხჳლეულ იქმნებიან, რამეთუ არა თქუეს, თუ: რაჲსათჳს გარდაჰვლენ შჯულსა მოსესსა, არამედ: „რაჲსათჳს გარდაჰვლენო მოძღურებასა ხუცესთასა?“ ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსა მღდელნი იგი მათნი თავით თჳსით მოძღურიდეს ახალთა მოძღურებათა, დაღაცათუ მოსე დიდითა შიშითა და შეჩუენებითა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:1-9 — ფარისევლების მხილება გადმოცემისა და თვალთმაქცობის გამო:

1-2. მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. - თუმცა ფარისევლები და მწიგნობარნი ყველა მხარეში იყვნენ, მაგრამ ყველაზე დიდი პატივით იერუსალიმელები სარგებლობდნენ. ამიტომაც, ვითარცა დიდების უფრო მეტად მოყვარეებს, განსაკუთრებით შურდათ მისი. ძველი გადმოცემის მიხედვით, იუდეველებს ჩვევად ჰქონდათ, არ ეჭამათ დაუბანელი ხელებით. დაინახეს რა, რომ მოწაფენი ამ ადათს უგულებელყოფდნენ, ეს მათ მიერ უხუცესების არად ჩაგდებად მიიჩნიეს. ხოლო მაცხოვარმა რაღა თქვა? მათ საპასუხოდ - არაფერი, მაგრამ თავის მხრივ ჰკითხა:

3-6. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა? რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ. ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან თქუას მამასა თჳსსა გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა დაუმტკიცებელ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. ძმის ავადმეტყველება და საცდურის განკურნება:

...ილნი უგულებელყო, რადგან ქადაგების ნაყოფი უფრო დიდი იყო. ასევე იქცევა ქრისტეც. როდესაც საჭმელების შესახებ ელაპარაკებოდა მათ და ისინი საცდურში ჩავარდნენ, როცა მან თქვა: „არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი“ (), მაშინ ამბობს: „უტევენით ეგე“ (); „ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას“ (). ხოლო როდესაც მისგან ხარკს ითხოვდნენ, თუმცა იცოდა, რომ გადახდა არ მართებდა, მაინც, რადგან ჟამი ჯერ არ ითხოვდა მისი ღირსების გამჟღავნებას, ამბობს: „ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს“ (). რადგან, როდესაც დიდი სიბრძნით სავსე რჯულს ადგენდა და ისინი განუკურნებლად იყვნენ, სამართლიანად არ იზრუნა მათზე და რჯული გააუქმა; ხოლო როდესაც ჯერ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა:

...თქვენ, „აღღებულთა მუცლითგან“ და სიბერემდე დამოძღვრილნო (), თქვენ, ბრმებო, რომლებიც ერთმანეთს ორმოში აგდებთ. რადგან ამბობს: „ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (). თქვენ, ვინც ყოველდღე წინასწარმეტყველებით სარგებლობდით და არასოდეს ხდებოდით უკეთესნი, სხვათა მოძღვრები უნდა ყოფილიყავით? ნუთუ არ შეწყვეტთ ასეთ ბოდვას და შეიცნობთ თქვენს ბოროტებას? რადგან სწორედ ეს გაღუპავდათ მუდამ: არ გსურდათ, თქვენი ცოდვების მიზეზიც კი გცოდნოდათ.

ამიტომაც, როგორც მსაჯულები აკეთებენ — შოლტით დასჯილებს თან აყოლებენ შემძახებლებს, რომლებიც დარტყმების მიზეზებს აცხადებენ: „ნუ იქურდავთ, ნუ იტაცებთ“ — ასევე ღმერთმაც, როცა ყველგან საჯაროდ გატარებდათ, ბრძანა, რომ წინასწარმეტყველები თან გამოგყოლოდნენ და სასჯელის მიზეზი ეთქვათ. რადგან ისინი მთელ ქვეყნიერებაზე თქვენთან არიან შეკრულნი და დღემდე შემოგძახიან....

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...მოძღვრებასა და სწავლებას უწოდებს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო“ (). ქრისტეც ამას „ნერგს“ უწოდებს, როცა ამბობს: „ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას“ (). რადგან თუ პავლე „ახალნერგში“ ასაკით ახალგაზრდას გულისხმობდა, მაშინ თიმოთეს, რომელიც ძალიან ახალგაზრდა იყო, იმდენად ახალგაზრდა, რომ მისთვის ეთქვა: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ (), ასეთ დიდ ხელისუფლებამდე არ აღამაღლებდა და ამდენ ეკლესიას არ ჩააბარებდა.

„და დამცინავნი ეუფლებოდიან მათ“ ()2. ხედავ, რომ იგი უბრალოდ ასაკს კი არ აძაგებს, არამედ გახრწნილ განწყობას? რადგან მომდევნო დამატებით ეს უფრო ცხადად გააკეთა. აქ კი „დამცინავებად“ უწოდებს მატყუარებს, თვალთმაქცებს, მლიქვნელ...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სარწმუნოების შევსება და სიყვარულის გამრავლება:

...არულთათვის მოაქვს და არა მათთვის, ვინც უყვართ. მსურს, ამბობს, ეს სიყვარული გამრავლდეს, რათა არავითარი საყვედური არ გაჩნდეს. არ უთქვამს: თქვენ განგამტკიცოთო, არამედ: თქვენი გულებიო; რადგან „გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი" (). შესაძლებელია, კაცი არაფერს აკეთებდეს და მაინც ბოროტი იყოს: მაგალითად, ჰქონდეს შური, ურწმუნოება, მზაკვრობა, უხაროდეს ბოროტებანი, არ იყოს მოყვარული, ჰქონდეს დამახინჯებული მოძღვრებანი; ეს ყოველივე გულის საქმეა; ხოლო ამათგან განწმენდა სიწმიდეა. საკუთრივი აზრით სიწმიდედ უმანკოება იწოდება, როგორც აღმატებული რამ, რადგან სიძვა და მრუშობა უწმინდურებაა; ხოლო ზოგადად ყოველი ცოდვა უწმინდურებაა და ყოველი სათნოება — სიწმინდე; რადგან ამბობს: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ." (). წმინდებს უწოდებს მათ, ვინც ყოვლითურთ წმინდანი არიან.

4. სიყვარულის ძალა და სულის სიწმიდე

რადგან ვიცი, რომ სხვა რამეებიც არანაკლებ ბილწავს სულს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).:

...იტყოდის: და რად სთხოვა უფალმან მას წყალი, ვინაჲთგან შჯული არა უბრძანებდა? გარნა ესრეთ გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ესევითართა მათ არად სარგებელთა საქმეთა დაჰჴსნიდა უფალი, რამეთუ ამისთჳს მოვიდა, რაჲთა აჩრდილნი იგი განაქარვნეს და ჭეშმარიტებაჲ გამოაჩინოს, რამეთუ „არა თუ შემავალი შეაგინებსო კაცსა, არამედ გამომავალი“. ; ხოლო ესეცა საქმჱ არა თუ მცირედ შესმენაჲ არს ჰურიათაჲ, რამეთუ იგინი ესეზომითა სწავლითა ვერ მოდრიკნა, ხოლო დედაკაცი ესე ერთითა ოდენ სიტყჳთა მოიქცა; რამეთუ იგი არა ამისთჳს მოსრულ იყო, არამედ თჳსსა საქმესა ვიდოდა, და უფალმანცა არა იძია ზრახვაჲ მისი, არამედ ვინაჲთგან მოვიდა, არა გამოაჴუა თჳსისა სწავლისაგან. და მოწაფეთა ესრეთ ჰრქუა, ვითარმედ: „ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“, არა თუ ესრეთ თქუა, თუ: დაღაცათუ მოვიდენ, თქუენ გარემიაქციენით, რამეთუ ესე ფრიად არა ღირს იყო მისისა სახიერებისა. ამისთჳსცა ჰრქუა დედაკაცსა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი“ (4,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იცოდა პირველითგან უფალმან წრფელი გონებაჲ დედაკაცისაჲ მის და ვითარმედ ა...

სრულად ნახვა