თ ა რ გ მ ა ნ ი: მეოთხესა საჴუმილავსა მოვიდა, რომელ არს მეათე ჟამი, რაჲთა ასწაოს არა ძიებად ადრე განრომად განსაცდელთაგან, არამედ თავს-დებად მოწევნულთა მათ ზედა ჭირთა ახოვნებით. ხოლო იყვნეს რაჲ ღელვასა მას შინა, დაერთო შიშიცა იგი უცნებისაჲ მის, რამეთუ ვერ იცოდეს, თუ უფალი არს. და თავადი დუმნა, რაჲთა, ვითარცა ვთქუ, განიწუართნენ ყოველსავე შინა მოთმინებად. ხოლო ოდეს-იგი ესოდენ აღემატა შიში იგი, ვიდრე ღაღატ-ყვეს, მაშინ ჰრქუა მათ უფალმან: „კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!“ ამან ჴმამან მეყსეულად შიში იგი განაქარვა, რამეთუ იცნეს ჴმაჲ მისი და კადნიერ იქმნეს.
ხოლო ყოველსავე ადგილსა მჴურვალემან პეტრე აქაცა აჩუენა მჴურვალებაჲ თჳსი: