მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 14:2

1. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი,2. და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.3. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა.
სახარებაჲ მათესი თავი 14
2. და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შემდგომად ამისა იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ“ (7,2).:

...და მჭამელთა მათ მიმართ ქმნილი იგი სიტყუაჲ მისი, და სხუაჲ არარაჲ თქუა ხუთთა მათ თთუეთა საქმჱ, რამეთუ ხუთი თთუჱ გარდაჴდების პასექითგან ვიდრე კარვობადმდე. ხოლო იგი არაოდეს დასცხრებოდა ქმნად სასწაულთა, არცა დღისი, არცა მწუხრი, და მრავალგზის ღამითცა, ვითარცა-იგი მივიდა მოციქულთა თანა ზღუასა შინა ღამით, ; ; ვითარცა ყოველნი მახარებელნი იტყჳან. რაჲსათჳს უკუე თანაწარჰჴდების მრავალთა მათ სასწაულთა? ამისთჳს, რამეთუ ყოველ-თავე საკჳრველებათა მისთა თქუმად ვერ ძალ-ედვა, არამედ ისწრაფდა თქუმად საქმეთა მათ, რომელთაგან ბრალობაჲ ანუ სიტყჳს-გებაჲ რაჲმე ქმნილ იყო ჰურიათაგან; რამეთუ მათ საკჳრველებათა, რომელთა იქმოდა, მსგავსნი მრავალნი იყვნეს. რამეთუ ესე მრავალგზის გუასმიეს, თუ სნეულნი განკურნნა და მკუდარნი აღადგინნა და საკჳრველნი ქმნნა, ხოლო სადა უცხოჲ რაჲმე აქუნდეს თქუმად, ანუ რაჲმე ვნებაჲ და ჭირი მის ზედა მოწევნული, მას იტყჳან.

ვითარ არს ესეცა, ვითარმედ ურწმუნო იყვნეს მისა ძმანიცა მისნი? რამეთუ არამცირედი შესმენაჲ არს ამასცა საქმესა შინა, და ღირს არს საკჳრველებისა ჭეშმარიტებისმოყუარჱ იგი საქმჱ მათი, ვითარ ყოლადვე არა ჰრიდებენ თქუმად საქმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად. და შევიდეს ნავსა და მივიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაფარნაუმდ. და შე-ოდენ-რიჟუნებოდა, და არა მოსრულ იყო მათა იესუ, ხოლო ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა“ (6,16-18).:

...დრეცა ვიდოდეს. ხოლო ერსა მას არა უჩუენა, რამეთუ უზეშთაეს უძლურებისა მათისა იყო სასწაული იგი, არამედ მოწაფეთა უჩუენა და მეყსეულად უჩინო იქმნა. ხოლო ესე სხუაჲ არს, და რომელსა იტყჳს მათე, იგი სხუაჲ არს, სადა პეტრეცა ჰრქუა, ვი-თარმედ: „მოვიდე შენდა“. რამეთუ მრავალგზის ერთი სასწაული ერთგზის და ორგზისცა და სამგზისცა ქმნის, რაჲთა არა უცხო-უჩნდეს მხილველთა მათ, არამედ სარწმუნოებით შეიწყნარებდენ. ამისთჳსცა მაშინ უცნებად შეჰრაცხეს საქმჱ იგი და ძლით ჰრწმენა, ხოლო აწ, იხილეს რაჲ, მეყსეულად ცნეს, ვითარმედ უფალი არს. და უფალი არა აღვიდა ნავად, რაჲთამცა უფროჲსად დაუკჳრდა, რამეთუ შეუნდო ზამთრისა მოწევნად, რაჲთა ეძიებდენ უფალსა, და დააცხრვო ზამთარი, რაჲთა ძალი მისი ცნან, და არა აღვიდა ნავად, რაჲთა სასწაული იგი უზეშთაეს იქმნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისაგან ერი იგი რომელ დგა წიაღ ზღუასა, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა მათ თანა იესუ ნავსა მას“ (6,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას მოასწავებს მახარებელი სიტყუათა ამათგან, ვი-თარმედ ერიცა იგი დაღაცათუ არა განცხადებულად, არამედ იჭჳთრე ჰგონებდა საქმესა მას სა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:

...ი დიდად შეაწუხებდა ჰეროდეს, და უპოარი იგი ზედაადგრა მეფესა მას და ურიდად ამხილებდა. ხოლო მეფე იგი და მძლავრი, შემოსილი ყოვლითა დიდებითა, ძრწოდა მისგან და ვერცაღა თუ რაჟამს თავი წარჰკუეთა, განუქარდა მას შიში. ამისთჳსცა ისმინე, რასა იტყჳს: „ესე არსო იოვანე, რომელი-იგი მე მოვკალ, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით“. ; - ესოდენ დიდ იყო შიში მისი.

ესრეთ უკუე წმიდანი შემდგომად სიკუდილისაცა უძლიერეს ცხოელთასა არიან. ამისთჳსცა რაჟამს იგი ნათელს-სცემდა, მოვიდოდეს მისა მდიდარნი და დიდებულნი და ეტყოდეს: „რაჲ-მე ვყოთ ჩუენ?“ ესოდენი გაქუს, კაცნო, და გლახაკისა მისგან ეძიებთა პოვნად ალაგსა ცხორებისა თქუენისასა? მეუდაბნოესა მისგან - სოფლისა გამოცდილნი ეგე? ესრეთ იყო ელიაცა. ამისთჳს კადნიერებით ეტყოდა და ამხილებდა უღმრთოთა. იოვანე ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო!“ ელია იტყოდა: „ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?“ და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“ ამისთჳსცა ჰრქუ...

სრულად ნახვა