მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 14:15

14. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.15. და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.16. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი.
სახარებაჲ მათესი თავი 14
15. და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ. აღიხილნა იესუ და იხილა მრავალი ერი, მოსრული მისა“ (6,4-5).:

...ირედ უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა თანაწარსლვად დღესასწაულთა მათთა, ხოლო ჯდა მოწაფეთა თანა სიმდაბლით, და ვითარ მე ვჰგონებ, საიდუმლოთა რათმე ასწავებდა მათ. ამისთჳსცა შექცეულ იყო მათა, და აღიხილნა თუალნი და იხილა მოსრული ერი. და იტყჳან სხუანი მახარებელნი, ვითარმედ: მოწაფენი მოუჴდეს და ეტყოდეს უფალსა ერისათჳს, ; ხოლო ესე იტყჳს, ვითარმედ: ფილიპეს ჰკითხა უფალმან; და ორივე ესე ჭეშმარიტ არს, გარნა არა ერთსა ჟამსა ქმნილ არს ორივე, ესე და რომელსა იგინი იტყჳან, არამედ იგი იქმნა პირველად, რომელსა სხუანი მახარებელნი იტყჳან, და ესე იქმნა უკუანაჲსკნელ. ხოლო რაჲსათჳს ჰკითხა ფილიპეს? გარნა რამეთუ თავადმან იცოდა, თუ რომელთა მოწაფეთა უჴმს უმეტესი სწავლაჲ. რამეთუ ესე არს, რომელსა ეგულების შემდგომად ამისა თქუმად, ვითარმედ: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“. და ამისთჳს პირველითგანვე განამტკიცებდა მას და ასწავებდა. და აწცა ჰკითხა პირველად, და მან აღიარა უქონელობაჲ მათი, რომელ აქუნდა, და ვითარმედ: „ორასისა დრაჰკნისა პური ერისა ამისთჳს ვერ კმა არს“ (6,7). და ვითარცა აღიარა პირითა თჳსითა საქმისა მის სიდიდჱ, მაშინ ქმნა იესუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“ (15,32).:

...სასწაული ქმნა ხუთთა მათ პურთაჲ, ეგრეთვე პირველ მისა უძლურებანი იგი ერისანი განკურნნა, ვითარცა-ესე აწცა ქმნა: რაჟამს განკურნნა ბრმანი და ყრუნი და მკელობელნი და ღრეკილნი, მაშინღა საქმე ესე აწ აღმოკითხული აღასრულა. გარნა მაშინ მოწაფეთა ჰრქუეს: „განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი“, ხოლო აწ თავადი უფალი მოუწოდს აღსრულებად საქმისა ამის. რამეთუ ერნი იგი კურნებად უძლურებათა მათთა მოსრულ იყვნეს და ვერ იკადრებდეს თხოად პურისა, ხოლო სახიერმან მან და მოწყალემან მეუფემან არა უგულებელს-ყვნა, არამედ იღუაწნა იგინი წყალობით და ჰრქუა მოწაფეთა: „მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“.

ამისთჳს არა პირველსა მას დღესა, არცა მეორესა ქმნა სასწაული ესე, არამედ ოდეს სრულიად მოაკლდა საზრდელი, რაჲთა მათცა უმეტესითა სიხარულითა შეიწყნარონ, და ვერვინ თქუას, თუ იყო პური ერსა მას შორის. რამეთუ უმრავლესნი შორიელნიცა იყვნეს, ამისთჳს თქუა: „ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“. ხოლო რაჲსათჳს მოუწოდა მოწაფეთა და მიუთხრა საქმე ესე? რაჲთა მოაჴსენოს მათ ზემოქმნილი იგი სასწაული, და ჰრქუან მას, ვითარმედ: უფალო, უკუეთუ არა გნებავს უზმათ...

სრულად ნახვა