იხილეთღა, ვითარ ოდეს ესევითარი რაჲმე იქმნის, წარვიდის მიერ ადგილით. რამეთუ აჰა ესერა აღიღეს რაჲ მოწაფეთა იოვანესთა გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს, უთხრეს იესუს, განეშორა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა; და კუალად, „ოდეს ესმა, ვითარმედ იოვანე მიეცა საპყრობილედ, განეშორა მიერო და წარვიდა გალილეად“; და კუალად, იოვანეს თავსა წერილ არს: „ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნა-თელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად“. ესე ამისთჳს, რამეთუ უმრავლესთა საქმეთა მისთა კაცობრივისაებრ გონებისა და წესისა აღსრულებად ენება, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი გამოცხადებად ღმრთეებისა მისისა. ამისთჳს მოწაფეთაცა ეტყოდა არა თქუმად, ვითარმედ იგი არს ქრისტე, რამეთუ შემდგომად აღდგომისა ენება ცხადად ქადაგებაჲ და გამოჩინებაჲ ამის საიდუმლოჲსაჲ.
ხოლო წარ-რაჲ-ვიდა მიერ, არა მივიდა ქალაქად, არამედ უდაბნოსა ადგილსა ნავითა, რაჲთა არავინ შეუდგეს მას. ხოლო იხილეთ მოწაფეთაცა იოვანესთა...