...და მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა“ (13,53-54).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს წარვიდა მიერ ადგილით? ამისთჳს, რამეთუ ენება ყოველთა ადგილთა თესვად სიტყჳსა მისისა. ხოლო მამულად მისა აწ ნაზარეთსა იტყჳს, რომლისათჳს თქუა ქუემორე, ვითარმედ: „არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს“, ხოლო კაპერნაუმს შინა მრავალნი ქმნნა სასწაულნი. ამისთჳსცა იტყოდა: „ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცამდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომას თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღედმდე“. ესრეთ უკუე საცნაურ არს, რამეთუ აქა მამულად მისა ნაზარეთსა იტყჳს.
ხოლო მო-რაჲ-ვიდა მუნ, სასწაულთა საქმესა დროება-სცა, რაჲთა არა უმეტესად შურად აღეტყინნენ იგინი და უმეტესისა სასჯელისა ღირს იქმნენ ურწმუნოებისა მისთჳს. ხოლო სწავლაჲ მოძღურებისაჲ შეჰმატა, რომელნი-იგი არარაჲთა უდარეს სასწაულთასა საკჳრველ იყვნეს. გარნა ყოვლით კერძო უგუნურნი იგი და უმადლონი, სარგებელისა წილ და საკჳრველებისა სწავლათა მათგან, უფროჲსღა შეურაცხ-ჰყოფდეს მას, ვითარცა იტყჳს ესერა მახარებელი: