თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უკუე დაუკჳრდებოდა მათ, რაჲსათჳს არა ქმნნა მრავალნი სასწაულნი, რაჲთამცა უმეტესად დაუკჳრდა? რამეთუ არარას იქმოდა სახილველად კაცთა, არამედ სარგებელად მხედველთა მათ. ხოლო ვინაჲთგან ხედვიდა გულთა მათთა, ვითარმედ სარგებელი მათ თანა არა შევალს, არცა მოვლენ სარწმუნოებად, არა სათნო-იჩინა მრავალთა სასწაულთა ქმნაჲ მათ შორის, რაჲთა არა აღორძნდეს ურწმუნოებისა მათისა სასჯელი. ხოლო კუალად სრულიად არაჩუენებაჲ სასწაულთაჲ არა ჯერ-იყო, ამისთჳს მცირედნი ქმნნა აწცა და ამისა პირველცა, რომლისათჳსცა არა თქუა მახარებელმან, თუ: ყოვლადვე არა ქმნა, არამედ: „არა ქმნნაო ძალნი მრავალნი“, რაჲთა გუაუწყოს, ვითარმედ არცა იგინი დაუტევნა უხილავად სასწაულთა მისთა, რაჲთა ვერ თქუან: უკუეთუმცა გუეხილნეს სასწაულნი, გურწმენამცა. ამისთჳს ქმნაცა და დროება-სცაცა: ერთი იგი ამისთჳს, რაჲთა აჩუენოს, რაჲ-იგი მის მიერ ჯერ-იყო ქმნად, ხოლო მეორე ესე ამისთჳს, რაჲთა არა უმეტესისა სასჯელისა თანამდებ იქმნენ იგინი. ვადიდებდეთ უკუე სახიერებასა მისსა, ვითარ ესოდენსა მას უგუნურებასა და უმადლოებასა მათსა ზედა არა შეჰრისხნა მათ, არამედ თქუა სახიერებით და ტკბილად,...
სახარებაჲ მათესი 13:57
53-54. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ იგავნი ესე, წარვიდა მიერ. და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა. - ესე იგავნიო - იმიტომაც თქვა, რომ მცირე ხნის შემდეგ უფალს სხვა იგავების თქმა ჰქონდა განზრახული. წავიდა კი იმიტომ, რომ მასთან ყოფნით სარგებლობა სხვებისთვისაც მოეტანა. მის მამულში ნაზარეთი იგულისხმება, რადგანაც იქ აღიზარდა, ხოლო სინაგოგებში საჯაროდ და გაცხადებულად ასწავლიდა, რათა შემდეგში სათქმელად არ ჰქონოდათ, - რაღაც სჯულის საწინააღმდეგოს ასწავლიდაო.
54-57. ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი? და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. - უგუნურნი იყვნენ ნაზარეველნი, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ წინაპართა არაკეთილშობილური და უბრალო წარმომავლობა ვინმეს ხელს შეუშლის ღმრთისთვის სათნო იყოს. ვთქვათ და, იესო მართლაც უბრალო კაცი იყო და არა ღმერთი. რამემ შეუშალა ხელი, რომ დიდი სასწაულები...
...ბის გზა ეჩვენებინა. მაგრამ, ალბათ, ვინმე იტყვის: რატომ არ გახადა ღმერთმა მართალი ქალდეის მიწის მცხოვრებთა ღვთისმოსაობისკენ მეგზურად? შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ ცხონებაზეც სხვათა მეშვეობით ღმერთმა მზრუნველობა გამოიჩინა; მაგრამ ისმინე, რას ამბობს ქრისტე: „არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა" (). მაშ, ღმერთმა, რომ აესრულებინა აღთქმა, რომელიც მართალს მისცა, როცა უთხრა: „განვადიდო სახელი შენი", — დაუშვა შიმშილი და ამ უკიდურესობით ეგვიპტეში წასვლა, რათა იქაურმა მცხოვრებლებმაც შეიტყონ, რა დიდია ამ კაცის სათნოება. შიმშილი, როგორც რაღაც ჯალათი, ბორკილებით შეკრა იგი, ძალით წაათრია უდაბნოდან ეგვიპტეში. მაგრამ ვნახოთ ბოლოს, რა მოხდა ამის შედეგად და რა უბედურებაში ჩავარდა მართალი, რათა შეიცნოთ მისი მამაცობაც და მისი ცოლის სიბრძნისმოყვარეობაც. როცა მრავალი გზა გაიარეს და უკვე ეგვიპტეს მიუახლოვდნენ, მართალმა შიში იგრძნო და, შეშინებული და თრთოლვით სიცოცხლის, ასე ვთქვათ, გამოც, ცოლთან ლაპარაკს შეუდგა. **„ხოლო იყო, — ნათქვამია, — რაჟამს მიეახლა აბრაამ შთასლვად ეგჳპტედ, ჰრქუა სარას, ცოლსა თჳსსა: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ; იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ისი და მომკლან მე, ხო...