...ავე სიტყუასა მოვიდეთ, რამეთუ კუალადცა იგავით ეტყჳს უფალი მოციქულთა. და რაჲსათჳს-მე, ვინაჲთგან ერი იგი განიყარა, მოწაფეთა იგავით ეტყოდა? ამისთჳს, რამეთუ ზემოთქუმულთა მათგან ისწავეს მეცნიერებაჲ. ესოდენ გულისჴმა-ჰყოფდეს, ვიდრეღა ოდეს ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი?“ თქუეს მათ: „ჰე, უფალო“. იხილეთ უკუე, რასა ეტყჳს მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა აგარაკსა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარული-თა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილსა მარგალიტსა. და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალსასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი“ (13,44-46).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იგავი იგი მარცულისა მის მდოგჳსაჲ და ცომისაჲ მცირედითა რაჲმე განყოფილ არიან ურთიერთას, რამეთუ ერთსა პირსა მოასწავებენ, ეგრეთვე აქა იგავნი ესე საუნჯისა და მარგალიტისაჲ ერთსა პირსა მოასწავებენ, ვითარმედ ჯერ-არს ქადაგებისა მის პატივ-ცემაჲ და შეყუარებაჲ უფროჲს ყოველთა მონაგებთა ქუეყანისათა; და ზემოთქუმულნი იგი იგავნი ცომისაჲ მის და მდოგჳსაჲ ძალსა მას მოასწავებდეს ქადაგებ...