...ბის გზა ეჩვენებინა. მაგრამ, ალბათ, ვინმე იტყვის: რატომ არ გახადა ღმერთმა მართალი ქალდეის მიწის მცხოვრებთა ღვთისმოსაობისკენ მეგზურად? შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ ცხონებაზეც სხვათა მეშვეობით ღმერთმა მზრუნველობა გამოიჩინა; მაგრამ ისმინე, რას ამბობს ქრისტე: „არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა" (). მაშ, ღმერთმა, რომ აესრულებინა აღთქმა, რომელიც მართალს მისცა, როცა უთხრა: „განვადიდო სახელი შენი", — დაუშვა შიმშილი და ამ უკიდურესობით ეგვიპტეში წასვლა, რათა იქაურმა მცხოვრებლებმაც შეიტყონ, რა დიდია ამ კაცის სათნოება. შიმშილი, როგორც რაღაც ჯალათი, ბორკილებით შეკრა იგი, ძალით წაათრია უდაბნოდან ეგვიპტეში. მაგრამ ვნახოთ ბოლოს, რა მოხდა ამის შედეგად და რა უბედურებაში ჩავარდა მართალი, რათა შეიცნოთ მისი მამაცობაც და მისი ცოლის სიბრძნისმოყვარეობაც. როცა მრავალი გზა გაიარეს და უკვე ეგვიპტეს მიუახლოვდნენ, მართალმა შიში იგრძნო და, შეშინებული და თრთოლვით სიცოცხლის, ასე ვთქვათ, გამოც, ცოლთან ლაპარაკს შეუდგა. **„ხოლო იყო, — ნათქვამია, — რაჟამს მიეახლა აბრაამ შთასლვად ეგჳპტედ, ჰრქუა სარას, ცოლსა თჳსსა: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ; იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ისი და მომკლან მე, ხო...
სახარებაჲ მათესი 13:5
4. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.5. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ,6. მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
სახარებაჲ მათესი თავი 13