თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იგავი იგი მარცულისა მის მდოგჳსაჲ და ცომისაჲ მცირედითა რაჲმე განყოფილ არიან ურთიერთას, რამეთუ ერთსა პირსა მოასწავებენ, ეგრეთვე აქა იგავნი ესე საუნჯისა და მარგალიტისაჲ ერთსა პირსა მოასწავებენ, ვითარმედ ჯერ-არს ქადაგებისა მის პატივ-ცემაჲ და შეყუარებაჲ უფროჲს ყოველთა მონაგებთა ქუეყანისათა; და ზემოთქუმულნი იგი იგავნი ცომისაჲ მის და მდოგჳსაჲ ძალსა მას მოასწავებდეს ქადაგებისა მის სახარებისასა, ვითარმედ დაღაცათუ მცირედ ჩანს აწ, არამედ ყოველი სოფელი დაიპყრას მან. ხოლო აწ კუალად პატიოსნებასა მას და ბრწყინვალებასა მისსა გამოაჩინებს, რამეთუ აღორძნდების, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, და შესცვალებს სოფელსა უღმრთოებისაგან ღმრთისმსახურებად, ვითარცა შესცვალებს ცომი ყოველსა მას აღსუარულსა აღფუვნებად. პატიოსან არს და მრავალსასყიდლისა უფროჲს მარგალიტისა. არამედ სოფლისა საქმეთაგან არარაჲ იპოვა ჰასაკისა და საზომისა მისისაჲ უპატიოსნეს მისსა, ამისთჳს იგი შემოიღო სახედ. ხოლო შუენიერ არს და განმამდიდრებელ, ვითარცა საუნჯე დიდძალი. ამისთჳს არა ამას ხოლო მოასწავებს, ვითარმედ ჯერ-არს ყოვლისავე დატევებაჲ და მისა გამორჩევაჲ, არამედ რაჲთა...
სახარებაჲ მათესი 13:44
43. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!44. კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.45. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.
სახარებაჲ მათესი თავი 13