მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:37

36. მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ.37. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს;38. ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი.
სახარებაჲ მათესი თავი 13
37. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი საუნჯის ძიება:

...უბრობდა და მათ ველზე კარგი თესლის მთესველისა და ხორბალს შორის ღვარძლის მთესველი მტრის იგავის აზრი სურდათ შეეტყოთ, მან მთელი იგავი დაწვრილებით განმარტა, უთხრა, ვინ იყო კარგი თესლის მთესველი, რა იყო ველი, რა იყო ღვარძლი, ვინ დათესა ისინი, ვინ იყვნენ მომკელნი და რა იყო მოსავალი, — ყოველივე ეს ნათლად გაუხსნა () და თქვა: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა" (). არა იმიტომ, რომ მართლებს მხოლოდ ისეთი (როგორც მზის) ბრწყინვალება ექნებათ, — არა, ისინი გაცილებით მეტს მიიღებენ; არამედ ქრისტემ ასე თქვა იმიტომ, რომ ხილულ საგნებში უკეთესი ხატის პოვნა შეუძლებელი იყო. ამრიგად, როცა ამის მსგავსს რამეს მოვისმენთ, სიტყვებზე ნუ შევჩერდებით, არამედ გრძნობადი და ხილული საგნებიდან სულიერ საგანთა განსაკუთრებულ უპირატესობაზე ვასკვნათ. ხოლო თუ აქ შეიძლება დიდი სიამოვნებისა და უმაღლესი ტკბობის პოვნა, რადგან ეს საღვთო და სულიერი სიტყვებია და სულისთვის დიდი სულიერი სიხარულის მომტანია, მოვისმინოთ შემოთავაზებული დიდი მოშურნეობითა და მხურვალე გულისყურით, რათა, აქ ჭეშმარიტი სიმდიდრე მივიღოთ და ღვთისთვის სათნო სიბრძნისმოყვარეობისათვის მრავალი თესლი შევკრიბოთ, მათთან ერთად სახლში...

სრულად ნახვა