...უბრობდა და მათ ველზე კარგი თესლის მთესველისა და ხორბალს შორის ღვარძლის მთესველი მტრის იგავის აზრი სურდათ შეეტყოთ, მან მთელი იგავი დაწვრილებით განმარტა, უთხრა, ვინ იყო კარგი თესლის მთესველი, რა იყო ველი, რა იყო ღვარძლი, ვინ დათესა ისინი, ვინ იყვნენ მომკელნი და რა იყო მოსავალი, — ყოველივე ეს ნათლად გაუხსნა () და თქვა: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა" (). არა იმიტომ, რომ მართლებს მხოლოდ ისეთი (როგორც მზის) ბრწყინვალება ექნებათ, — არა, ისინი გაცილებით მეტს მიიღებენ; არამედ ქრისტემ ასე თქვა იმიტომ, რომ ხილულ საგნებში უკეთესი ხატის პოვნა შეუძლებელი იყო. ამრიგად, როცა ამის მსგავსს რამეს მოვისმენთ, სიტყვებზე ნუ შევჩერდებით, არამედ გრძნობადი და ხილული საგნებიდან სულიერ საგანთა განსაკუთრებულ უპირატესობაზე ვასკვნათ. ხოლო თუ აქ შეიძლება დიდი სიამოვნებისა და უმაღლესი ტკბობის პოვნა, რადგან ეს საღვთო და სულიერი სიტყვებია და სულისთვის დიდი სულიერი სიხარულის მომტანია, მოვისმინოთ შემოთავაზებული დიდი მოშურნეობითა და მხურვალე გულისყურით, რათა, აქ ჭეშმარიტი სიმდიდრე მივიღოთ და ღვთისთვის სათნო სიბრძნისმოყვარეობისათვის მრავალი თესლი შევკრიბოთ, მათთან ერთად სახლში...
სახარებაჲ მათესი 13:3
2. და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა.3. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად.4. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.
სახარებაჲ მათესი თავი 13