მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:2

1. მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა იგი ზღჳს-კიდესა.2. და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა.3. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად.
სახარებაჲ მათესი თავი 13
2. და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა დგა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმდიდრის საცთური და დინას შეურაცხყოფა (34:1–12):

...კს შეუძლია კი სიწმიდეზე ფიქრი, გარყვნილების თავიდან აცილება, სათნოების რაიმე ღვაწლის აღსრულება ან რაიმე სხვა სულიერზე ზრუნვა?

2. სიმდიდრის საცთური და დინას შეურაცხყოფა (34:1–12)

არ გესმის, რას ამბობს ქრისტე: „ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის" (), — რასაც ეკლადაც უწოდა? როცა თქვა, რომ ერთი თესლი ეკლებში ჩავარდა, და მოწაფეებს უხსნიდა, რა არის ეკალი, უფალი ამბობს: „ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის". და კარგად შეადარა ამ სოფლის ზრუნვები ეკალს: როგორც ეკალი თესლს არ აძლევს აღმოცენების საშუალებას, არამედ თავისი სიხშირით თესვას ახშობს, ასევე ამქვეყნიური ზრუნვები არ აძლევს სულიერ თესლს ნაყოფის გამოღების საშუალებას, როცა იგი სულში ჩადებულია, არამედ, ეკლის მსგავსად, ახშობს და აღგვის მას, სულიერი თესვის აღმოცენების საშუალებას არ იძლევა. „საცთურმან სიმდიდრისამან", ამბობს: კარგად მიაწერა სიმდიდრეს მოტყუება, რადგან იგი მართლაც მოტყუებაა. რა სარგებელია ტალანტების ასეთ სიმრავლეში, ფულის ასეთ სიჭარბეში? „მათი შეძენა ბევრ სიამოვნებას ანიჭებსო", — იტყვიან. მაგრამ რა სიამოვნება? რა სიამოვნებაზე ლაპარაკობ? ნუთუ ეს არ აჩენ...

სრულად ნახვა