...მათთაჲსა.
ჰხედავა, ვითარ კუალადცა შეაერთებს ძუელსა მას ახალსა თანა და გამოაჩინებს, ვითარმედ არა ხოლო თუ მეცნიერ იყვნეს წინაჲსწარმეტყუელნი ყოფადთა მათ, არამედ ფრიადცა სუროდა ხილვად. ხოლო ვინაჲთგან ესრეთ ყოვლით კერძო ნეტარებისა ღირს-ყვნა მოციქულნი, მერმე ჰრქუა მათ: „ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ“; და განუმარტებს ყოველსა მას ზემოთქუმულსა: მოსწრაფებისათჳს და დაჴსნილობისა, საჴმართმოყუარებისათჳს და უპოვრებისა, მოშიშებისათჳს და სიმჴნისა.
და მერმე უჩუენნა სათნოებისა იგი თითოსახენი საზომნი, რამეთუ კაცთმოყუარებისა თჳსისათჳს არა ერთი გზაჲ გჳჩუენა სათნოებისაჲ, არცა თქუა: უკუეთუ ასეული ნაყოფი არა გამოიღოთ, არა შეგიწყნარებ, არამედ იტყჳს, ვითარმედ: სამეოცისაცა მომღებელი და ოცდაათისაჲცა შეწყნარებულ არს; რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარ ადვილ-ყო გზაჲ ცხორებისაჲ.
სწავლაჲ მე ვითარმედ ქველისსაქმე და ჭირვეულთა წყალობაჲ ქრისტესა მიიწევის
და შენცა, მორწმუნეო, ნუ სრულიად უნაყოფო იქმნები, არამედ უკუე-თუ ვერ ძალ-გიც ქალწულებაჲ, იქორწინე სიწმიდით; უკუეთუ ვერ იქმნები სრულიად უპოვარ, ნუ უდებ იქმნები ქველისსაქმისა მიცემად; უკუეთუ ვერ დაუტევებ ყოველსავე მონაგებსა შენსა ქრისტესთჳს, მიეც მას ზოგი საფასეთა შენთაჲ, ქმენ იგი თანამონაწილედ შენდა, რომელმან...