თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ არა ხედვიდეს, აღხილვა ჯერ-იყო თუალთა მათთაჲ. ჰე, უკუეთუმცა ბუნებისაჲ იყო სიბრმე, ჯერ-იყო აღხილვაჲ; ხოლო ვინაჲთგან ნეფსითი იყო დაწუხვაჲ თუალთაჲ, ამისთჳს არა თქუა, თუ: არა ხედვენ, არამედ: „ხედვენ და არა ხედვენო“. რამეთუ მათისა უკეთურებისაგან იყო სიბრმე იგი.
ხედვიდეს განსხმასა ეშმაკთასა და იტყოდეს: „ბერზებულითა, მთავრითა ეშმაკთაჲთა, განასხამსო ეშმაკთა“. ; ესმოდა, ვითარ ღმერთსა შეაწყნარებდა მათ და დიდი იგი აქუნდა მისა მიმართ ერთობაჲ, და იტყოდეს: „ესე არა ღმრთისაგან არსო“. ვინაჲთგან უკუე კეთილსა ხედვიდეს და ესმოდა, და იგინი ბოროტსა იტყოდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ხილვაჲცა იგი და სმენაჲ მიეღოს, რამეთუ არარას ერგების, არამედ უფროჲსად დასასჯელ არს მათა. რამეთუ არა ხოლო თუ ურწმუნო იყვნეს, არამედ წინა აღუდგებოდესცა და შეასმენდეს და მოკლვად განიზრახვიდეს.
რამეთუ თავადი პირველითგან არა ესრეთ ეტყოდა მათ, არამედ ფრიადითა განმარტებითა იყო სიტყუაჲ მისი, ხოლო ვინაჲთგან...