მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:48

47. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.48. ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?49. და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
სახარებაჲ მათესი თავი 12
48. ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა არს აქა“ (2,3).:

...ჳსი, თუ ვინ არს, ანუ ვითარ ჯერ-არს კრძალვაჲ და პატივი მისი. და რაჲთა არა აქუნდეს, ვითარცა სხუათა დედათა ძენი თჳსნი, და რამეთუ სადა არა ჯერ-არნ, არა უსმინოს, ვითარცა-იგი რაჟამს შორის ერსა იყო და ასწავებდა, და მოვიდეს და ეძიებდეს მას, და თავადმან თქუა, ვითარმედ: „ვინ არს დედაჲ ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?“ ; რამეთუ უფალი მარადის უმჯობჱსსა ყოველთასა განაგებდა და კუალად ამისთჳსცა ურჩ ექმნა ამას ადგილსა, რამეთუ არა ენება, რაჲთა დედისა თჳსისა სიტყჳ-თა ქმნას სასწაული იგი, რაჲთა არა იჭუეულ იქმნას მრავალთაგან, არამედ ელოდა, რაჲთამცა სახლისა უფალნი იგი ევედრნეს, რაჲთა ესრეთ უეჭუელ იყოს საქმჱ იგი და საქებელ; და ამის ყოვლისათჳს უკუე მიუგო ესრეთ დედასა თჳსსა, რაჲთა მასცა ასწაოს ჯეროვანი საქმჱ, და რაჲთა სასწაულნი ჯერისაებრ იქმნებოდიან.

სწავლაჲ კა ვითარმედ ჯერ-არს სათნოებისა მოგებაჲ, და ვითარმედ მშობელთა სიწმიდჱ ჩუენ არას გუერგების

ხოლო შენ ესე ყოველი გულისხმა-ყავ და კუალად რაჟამს გესმეს, ვი-თარმედ: „დედაკაცმან ვინმე ღაღად-ყო: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდ! და უფალმან თქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ქმნან ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“,...

სრულად ნახვა