მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:44

43. ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის.44. მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული.45. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკუეთურსა.
სახარებაჲ მათესი თავი 12
44. მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მოვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სულნი შჳდნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკეთურსა“ (12,43-45).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ აჩუენებს, ვითარმედ არა მას საუკუნესა ხოლო, არამედ ამასვე სოფელსა მრავალი ბოროტი შეემთხჳოს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, თუ: „ნინეველნი იგი აღდგენ სასჯელსა მას ნა-თესავისა ამის თანა და დასჯიდენ მას“, რაჲთა არა სიგრძისათჳს მომავალისა მის სასჯელისა უზრუნველ იქმნენ, აქავე მოწევნადთა ბოროტთა მიუთხრობს. ხოლო სიტყუაჲ ესე მისი ესრეთ არს, ვითარმედ: შეპყრობილ იყვენით პირველცა მძლავრებითა ეშმაკისაჲთა და იყვენით, ვითარცა კაცნი ეშმაკეულნი და ცნობამიღებულნი, დაუტეობდით ღმერთსა და კერპთა თაყუანის-სცემდით; შვილთა თქუენთა დაუკლევდით მსხუერპლად ეშმაკ-თა; ფრიადსა აჩუენებდით სიბორგილესა და სიცოფესა; ხოლო არავე დაგიტევენ თქუენ, არამედ მრავლით კერძო ვინებე ჴსნაჲ თქუენი მონებისა მისგან ეშმაკისა: წინაჲსწარმეტყუელნი მოგივლინენ, ტყუეობითა გწუარ-თენ, სასწაულნი გიჩუენენ, და აწ მე თავადი მოვედ, რაჲთამცა სრულიად წმიდა-გყვენ თქუენ არაწმიდებათა თქუენთაგან. ვინაჲთგან უკუე არა გნებავს შეწყნარებაჲ ჩემი, არამედ უმეტესსა შეხუალთ უკეთურებასა, - მაშინ წინაჲსწარმეტყუელნი მოწყჳდენით და აწ ჩემი გეგულების მოკლვაჲ, - ამისთჳს ძალიცა იგი ეშმაკისაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:43-45 — უწმიდური სულის დაბრუნება:

43-45. ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკუეთურსა. - უფალი აჩვენებს, რომ, არ შეიწყნარეს რა იგი, მათ დაღუპვის უკანასკნელ ზღვარს მიაღწიეს. ისევე როგორც დემონებისაგან განთავისუფლებულებს, უკეთუ საკუთარ თავზე არ იზრუნეს, უარესის დათმენა მოუწევთ, ასევე თქვენი მოდგმაც, რაჟამს თაყვანს კერპებს სცემდით, დემონს ჰყავდა შეპყრობილი. მე ეს დემონი წინასწარმეტყველთა საშუალებით განვდევნე და თავად მოვედი, რადგან თქვენი განწმენდა მსურდა. მაგრამ რადგანაც ხელი მკარით და უფრო მეტიც, ჩემს დაღუპვას ესწრაფვით, ვითარცა უარესი ცოდვის ჩამდენნი, კიდევ უფრო მეტად დაისჯებით და უკანასკნელი ტყვეობა თქვენი პირველზე უფრო მძიმე იქნება. შენ კი ესეც მოიაზრე, რომ ნათლისღებით უწმინდური სული...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის