მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:42

41. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.42. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.43. ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის.
სახარებაჲ მათესი თავი 12
42. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დედოფალი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნისა სოლომონისსა; და აჰა ესერა უდიდესი სოლომონისა არს აქა“ (12,42).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე პირველისა მის უმეტესი დასასჯელი იყო, რამეთუ იონა ნინევად მივიდა, ხოლო დედოფალი იგი არა სოლომონისსა მიელოდა მისსა მისლვასა, არამედ იგი მოვიდა, დედაკაცი უცხოჲ და ესოდენ შორიელი, თჳნიერ შიშისა და თანანადებისა რაჲსმე, სურვილისათჳს ხოლო სიტყუათა სიბრძნისათა.

„და აჰა ესერა უდიდესი სოლომონისა არს აქა“. იგი კიდეთაგან ქუეყანისათა მოვიდაო, ხოლო მე არა თქუენ გაიძულე შორს წარსლვად, არამედ მე მოვედ თქუენდა და მოვჰლი ქალაქთა და სოფელთა. სოლომონ ხეთათჳს და მცენარეთა სიბრძნისმეტყუელებდა, რომელ-იგი მოსრულსა მას არას სარგებელ ეყოფოდეს, და მე მიგითხრობ საიდუმლოთა შესაძრწუნებელთა და წინაგიყოფ ცხორებასა სულთა თქუენთასა და წარწყმედისაგან განგაკრძალებ. ამისთჳს უკუე დიდ არს დასჯილებაჲ თქუენი, რომელ ამას ყოველსა ზედა არავე გრწმენა.

ესრეთ უკუე უჩუენა რაჲ ყოვლით კერძო, ვითარმედ შეუნდობელად ცოდეს, და ვითარმედ მიზეზი წარწყმედისა მათისაჲ მათგან არს და არა სხჳსა ვისგან, და გამოაცხადა დასჯილებაჲ მათი ნინეველთაგან და დედოფლისა მისგან და სხუათა მრავალთა სახეთაგან, ამიერითგან მოასწავებს მოწევნადსა მას მათ ზედა რისხვასა იგავით და იტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:38-42 — იონას სასწაული:

38. მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად. - გაკვირვებული მახარებელი სიტყვას მაშინ უმატებს, რადგან სასწაულს მაშინ ითხოვენ, როცა უკვე მომხდარ სასწაულებს უნდა დამორჩილებოდნენ. როგორც სხვა მახარებელი ამბობს, სასწაულის ხილვა ზეციდან სურდათ, რადგან ეგონათ, რომ დედამიწაზე სასწაულებს ეშმაკის ძალით აღასრულებდა, სამყაროს მპყრობელი ხომ ეშმაკია. ხოლო მაცხოვარმა რა უპასუხა?

39-40. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ. რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე. - ამ ხალხს ვითარცა პირმოთნესა და ცბიერს, ბოროტ მოდგმას უწოდებს, ხოლო ვითარცა ღმრთისაგან განდგომილსა და დემონებთან შეერთებულს - მრუშს; სასწაულს - თავის აღდგომას, როგორც უჩვეულო მოვლენას, რადგანაც შთახდა რა გულსა ქუეყანისასა, ქვესკნელს ანუ ჯოჯოხეთს ვგულისხმობ, მესამე დღეს აღდგა. სამ დღესა და სამ ღამეში ნაწილები...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სტიქიონთა გარდაქმნა და რჯულის ნიჭი:

...: თუ დანარჩენ ადამიანებს არ გამოუცხადა, როგორ სჯის მათ? რომ ის სჯის როგორც რჯულამდე მცხოვრებთ, ისე ყველგან, მთელ მსოფლიოში, შემცოდეებს, ცხადია იმ სიტყვებიდან, რომლებსაც ქრისტე ამბობს: „დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა“ და „დასაჯოს იგი“ (). და კვლავ: „კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა“ და „დასჯიდენ მათ“ (). უთუოდ სწორედ ამისთვის ითქვა ასე: რადგან ისინიც პასუხს აგებენ, ზოგნი ქებას იღებენ, ზოგნი კი ისჯებიან. ხოლო თუ მათთვის გასაკეთებელი საქმეები ცხადი არ იყო, როგორ განიკითხავდნენ ისინი ამათ? ან კვლავ როგორ ამბობდა, რომ „სისხლი შურისგებულ იქნება აბელ მართლის სისხლიდან ზაქარიას სისხლამდე“ (; )7? ან კიდევ როგორ...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...„კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ“ (); და კვლავ: „სამხრეთის დედოფალი აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად“ (). იერემიაც კვლავ ამბობს: „წადით ქეტიმის კუნძულებზე და იხილეთ; კედარში გაგზავნეთ და გაიგეთ, შეცვლიან თუ არა წარმართნი თავიანთ ღმერთებს; ჩემმა ერმა კი თავისი დიდება შეცვალა იმით, რისგანაც სარგებელს ვერ მიიღებს“ ()4. ასე აჩვენებს, რომ სჯულდება მძიმე არ არის, და იმასაც, თუ რა საზომს ითხოვს ადამიანებისგან: იმას, რისი აღსრულებაც უგონო არსებებისთვისაც ადვილია და თვით უგონოთა შორის უფრო უგუნურთათვისაც. მაგრამ ვინმე იტყვის, რომ იმ არსებებს პატრონის ცნობა ბუნებით აქვთ. მაგრამ რაც მათში ბუნებით აღესრულება, ჩვენ შეგვიძლია არჩევანით აღვა...

სრულად ნახვა