მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:41

40. რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.41. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.42. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.
სახარებაჲ მათესი თავი 12
41. კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. წინა სწავლების შეჯამება და ნინეველთა მაგალითი:

...რომ მიიღეს, სათნოებაში მათსავით არ იღვაწეს. ხშირად უთანასწორო მხარეთაც კი ადარებს, რათა უფრო დიდი მსჯავრი დასდოს უზრუნველთ. ამიტომაც თქვა სახარებაში: „კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა" (). თითქოს ასე თქვა: ბარბაროსები, რომლებიც არანაირი განსაკუთრებული ხელმძღვანელობით არ სარგებლობდნენ, არ ისმენდნენ წინასწარმეტყველთა სწავლებებს, არ ხედავდნენ სასწაულებს, არ უყურებდნენ ნიშნებს, არამედ ერთმა კაცმა, გემის დაღუპვიდან გადარჩენილმა, ისეთი სიტყვები უთხრა, რომელთაც შეეძლოთ სრულ სასოწარკვეთილებაში ჩაეგდოთ და უკიდურეს მდგომარეობამდე მიეყვანათ, თვით მისი სიტყვების უგულებელყოფამდე, — ამ ბარბაროსებმა არა თუ უგულებელყვეს წინასწარმეტყველის სიტყვები, არამედ, სამდღიანი ვადა, რომ მიიღეს, ისეთი ძლიერი და გულმოდგინე სინანული გამოიჩინეს, რომ ღვთის განაჩენი აცილეს. სწორედ ისინი, ამბობს, დასჯიან ამ ნათესავს, რომელიც ჩემი ასეთი დიდი მზრუნველობით სარგებლობდა, წინასწარმეტყველურ წიგნებში აღზრდილი, ყოველდღიურად სასწაულებსა და ნიშნებს ხედავდა. შემდეგ, რათა იუდეველთა უკიდურესი ურწმუნოებაც ეჩვენებინა და ნინეველთა გამოუთქმელი მორჩილებაც, უფალმა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუას მარცხენეთა მათ: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთა. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილეს, და არა მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, ანუ წყურიელი, ანუ უცხოვებასა, ანუ შიშულობასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“ (25,41-45).:

...რცა-იგი სულელნი ქალწულნი ბრძენთა მათგან დაისაჯნეს, და ურწმუნოჲ იგი მონაჲ - სარწმუნოჲსა მისგან, და რომელმან-იგი ქანქარი დაჰფლა - მოყუასთაგან, ეგრეთვე მარცხენენი იგი დაისაჯებიან მარჯუენეთაგან, ვითარცა-იგი იტყოდა, ვითარმედ: „კაცნი ნინეველნი და დედუფალი იგი სამხრისაჲ აღდგენ და დაშჯიდენ ნათესავსა მას“. რამეთუ მარადის მსგავსთაგან დაიშჯებიან მსგავსნი, ოდეს უდარეს იპოვნენ. რამეთუ მარჯუენენიცა იგი კაცნი იყვნეს მისვე ბუნებისანი. რად არა მიემსგავსნეს მათ სხუანი იგი, და უფროჲსად ესრეთ ადვილსა საქმესა ზედა - მიცემად პურისა, ანუ გრილისა წყლისა, ანუ სართულისა, ანუ ხილვად სნეულისა, გინა პყრობილისა და ჭირვეულისაჲ, რომელ-ესე თჳთ ბუნებასა წყალობად მოიყვანებენ განსაცდელნი იგი ჭირვეულთანი. ხოლო ვინაჲთგან ყოვლით კერძო უწყალო და ულმობელ იპოვნეს, ამისთჳს მოწყალენი იგი და სახიერნი გჳრგჳნოსან იქმნებიან, და მარცხენენი იგი, უწყალონი და უსახურნი, დაიშჯებიან, ვითარცა ესერა ვისწავეთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარვიდენო ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხოვრებასა საუკუნესა“ (25,46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უბადრუკთა მათ ცოდვილთა ჭირი და სალმობაჲ! მცირედისა და ადვილისა საქმისათჳს რაჲღა შეემთხუევის! ძმანო ჩემნო საყუარელნო, გულისხმა-ვყოთ, ძმანო ჩ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:

...სა, ესევე მოგუთათჳს გულისჴმა-ყავ. ამისთჳს ეტყოდა უფალი ჰურიათა: „კაცნი იგი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მას, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა. და აჰა ესერა უდიდეს იონაჲსსა არს აქა. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი“. ამისთჳს დასაჯონო ნინეველთაცა და დედოფალმან მან სამხრისამან, რამეთუ ფრიად უდარესთაჲ ჰრწმენა მათ, ხოლო ესენი დიდსა ამას საიდუმლოსა და დიდებულსა ურწმუნო ექმნნეს.

კუალად ესეცა შემოვალს ვიეთგანმე საძიებელად, თუ რაჲსათჳს ხილვითა ვარსკულავისაჲთა მოუწოდა მოგუთა და არა სხჳთა სახითა. არამედ რაჲმცა იყო სახე იგი? უკუეთუმცა წინაწარმეტყუელი მიუვლინა, არამცა რწმენა მათ, რამეთუ მოგუნი წინაწარმეტყუელთა არა შეიწყნარებდეს; უკუეთუმცა ზეცით ჴმა-სცა, არაჲვემცა შეჰრაცხეს; უკუეთუმცა ანგელოზი ეტყოდა, განცჳბრდესმცა. ამისთჳს ესე ყოველი დაუტევა ღმერთმან და უძლურებისაებრ მათისა ყო წოდებაჲ იგი საქმითა მით, რომელსა ჩუეულ იყვნეს იგინი ძიებად ჴელოვნებითა მით თჳსითა, და უჩუენა სახე ვარსკულავისა მის საკჳრველისაჲ; და იხილეს რაჲ, რომელ არასადა ეხილვა, ეუწყა გონებათა მათთა მადლითა ღმრთისაჲთა საიდუმლოჲ ქრისტეს შობისაჲ და ცნეს, ვითარმედ მისთჳს ეჩუენა ვარსკულავი იგი,...

სრულად ნახვა