...რომ მიიღეს, სათნოებაში მათსავით არ იღვაწეს. ხშირად უთანასწორო მხარეთაც კი ადარებს, რათა უფრო დიდი მსჯავრი დასდოს უზრუნველთ. ამიტომაც თქვა სახარებაში: „კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა" (). თითქოს ასე თქვა: ბარბაროსები, რომლებიც არანაირი განსაკუთრებული ხელმძღვანელობით არ სარგებლობდნენ, არ ისმენდნენ წინასწარმეტყველთა სწავლებებს, არ ხედავდნენ სასწაულებს, არ უყურებდნენ ნიშნებს, არამედ ერთმა კაცმა, გემის დაღუპვიდან გადარჩენილმა, ისეთი სიტყვები უთხრა, რომელთაც შეეძლოთ სრულ სასოწარკვეთილებაში ჩაეგდოთ და უკიდურეს მდგომარეობამდე მიეყვანათ, თვით მისი სიტყვების უგულებელყოფამდე, — ამ ბარბაროსებმა არა თუ უგულებელყვეს წინასწარმეტყველის სიტყვები, არამედ, სამდღიანი ვადა, რომ მიიღეს, ისეთი ძლიერი და გულმოდგინე სინანული გამოიჩინეს, რომ ღვთის განაჩენი აცილეს. სწორედ ისინი, ამბობს, დასჯიან ამ ნათესავს, რომელიც ჩემი ასეთი დიდი მზრუნველობით სარგებლობდა, წინასწარმეტყველურ წიგნებში აღზრდილი, ყოველდღიურად სასწაულებსა და ნიშნებს ხედავდა. შემდეგ, რათა იუდეველთა უკიდურესი ურწმუნოებაც ეჩვენებინა და ნინეველთა გამოუთქმელი მორჩილებაც, უფალმა...
სახარებაჲ მათესი 12:4
3. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?4. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?5. ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან?
სახარებაჲ მათესი თავი 12