მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:26

25. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს.26. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი?27. და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ.
სახარებაჲ მათესი თავი 12
26. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იცნოდა იესუ ზრახვანი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განასხამს, თავსა თჳსსა განევლთა; ვერ მტკიცე არს მეუფებაჲ მისი“ (12,25-26).:

პირველ ამისაცა თქუეს გმობაჲ ესე მგმობართა მათ და ყოვლითურთ ეშმაკეულთა, ვითარმედ: „მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამსო ეშმაკთა“, და სახიერმან მან არა შეჰრისხნა, არამედ დაუტევნა, რაჲთა სასწაულთა მიერ ცნან ძალი მისი და სწავლათა მისთაგან გულისჴმა-ყონ დიდებულებაჲ მისი. ვინაჲთგან უკუე თჳსსავე უკეთურებასა ზედა დაადგრეს და ბოროტსა მასვე გმობასა იტყოდეს (დაღაცათუ, ერთად, შიშისათჳს ერისა მის, და მეორედ, ფრიადისა უპირულობისათჳს გმობისა მის, ჴმამაღლად ვერ იკადრებდეს თქუმად, არამედ გონებათა შინა თჳსთა, და რომელნიცა იყვნიან მორჩილ მათა, იტყოდეს), ამისთჳს აწ ამხილებს მათ უფალი; ერთად, რამეთუ ამით სახითა აჩუენებს ძალსა ღმრთეებისა თჳსისასა, რომელ დაფარულთა გულისა მათისათა გამოუცხადებს; მეორედ, ესრეთ ჴელმწიფებით განსხმითა ეშმაკთაჲთა. დაღაცათუ იგინი გმობდეს ფრიადისა მის შურისაგან, არამედ უფალმან კუალადცა ჴელ-ყო მხილებითა ამით კურნებაჲ მათი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ სიმშჳდე მტერთა მიმართ და კეთილის-ყოფაჲ მათი, რაოდენცა უცხოთა ჩუენგან ბოროტთა გუწამებდენ.

ესრეთ უკუე ინება რაჲ კუალადცა ჴელ-ყოფად კურნებისა მათისაჲ,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:22-30 — ბელზებულის ცილისწამება:

22-23. მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა. და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი? - დემონმა გზა რწმენისაკენ - თვალები, სმენა და ენა გადაუკეტა, მაგრამ იგი იესომ განკურნა და ხალხისაგან დავითის ძედ იწოდა, რადგანაც ქრისტეს დავითის თესლისაგან მოელოდნენ. ახლაც, უკეთუ ვინმეს იხილავ, ვინც სიკეთეს ვერც თვითონ იაზრებს და არც სხვის სიტყვებს იწყნარებს, იგი ბრმად და ყრუდ ჩათვალე; შეეხება რა მის გულს, დაე იგი ღმერთმა განკურნოს.

24. ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა. - თუმცა უფალი მათ განშორდა, მაგრამ ესენი, შორიდან ესმოდათ რა მისთა საქმეთა შესახებ, ცილს სწამებენ სწორედ მაშინ, როცა იგი ადამიანებისათვის ქველმოქმედებს. ამგვარად, ფარისეველნი მისი მტრები, ვითარცა ეშმაკი, ბუნებით იყვნენ.

25-26. იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის