...ესრეთ არს, რამეთუ რომელი ძემან მოიზიდოს, მას მამაჲ მოიზიდავს. ხოლო „მოვიზიდნეო“, ვითარცა მძლავრისა მიერ შეპყრობილნი და თავით თჳსით ვერშემძლებელნი მოსლვად. და საქმესა ამას სხუასა ადგილსა „წარტაცებად“ უწესს, ვითარმედ: „ვერვინ შემძლებელ არს ჭურჭელთა ძლიერისათა წარტაცებად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი“. ; ; ხოლო ამას ყოველსა იტყჳს მძლავრებისა მისისა გამოჩინებად; და რომელსა მუნ „წარტაცებად“ უწოდა, აქა „მოზიდვად“ უწესს.
სწავლაჲ ჲზ მოწყალებისათჳს
ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი ვიცით, აღვდგეთ და ვადიდებდეთ უფალსა ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა. უკუე-თუ არა, არღარა დიდებაჲ არს, არამედ გმობაჲ, უკუეთუ მცნებათა მისთა შეურაცხ-ვჰყოფდეთ, რამეთუ არცა ესრეთ იგმობვის ღმერთი წარმართ-თა ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტეანე თუ ბოროტი იყოს და უკეთური. ამისთჳს უკუე გევედრები, რაჲთა ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „ვაჲ არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღმრთისაჲ იგმოს“. რამეთუ რაჲ წყალობაჲ ვპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, რაჲთა სხუათა მივსცემდეთ, და ჩუე...