თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ გარდამატებული უშჯულოებაჲ! რაჲ სავნებელი შეემ-თხჳა, რომელ მოკლვასა მისსა განიზრახვიდეს? ესოდენ ბოროტ არს შური, რომელ თჳსისაცა კეთილისა მტერ არს.
ხოლო მშჳდმან მან და სახიერმან ესე გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და დაუტევნა იგინი, ვინაჲთგან ყოველივე, რაჲცა ჯერ-იყო, საქმით და სიტყჳთ აჩუენა მათ ზედა, რაჲთამცა მოიყვანნა ცხორებად, და მათ ნეფსით შეიწყნარეს წარწყმედაჲ; მერმე დაუტევნა იგინი და განე-შორა.
სადა არიან, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: უკუეთუმცა აწ იქმნებოდეს სასწაულნი, სარგებელმცა იყოო? აჰა ეგერა გამოჩნდა, ვითარმედ ოდეს სული უმადლო იყოს და უკეთური, არარაჲ სარგებელ ეყოფის, ვითარცაიგი ბოროტთა მათ არარაჲ ერგო, არამედ მარადის ცხორებისა და სარგებელისა კაცთაჲსა მტერნი იყვნეს; ცხორებისა მისთჳს მეძვისა აბრალებდეს, მოქცევისათჳს მეზუერეთაჲსა ძჳრსა უზრახვიდეს, კურნებისათჳს უძლურ-თაჲსა მოკლვასა განიზრახვიდეს. ამისთჳს დაუტევნა იგინი სამართლად და განეშორა.
„და მისდევდა მას ერი მრავალი“. რამეთუ ერი იგი მარადის მისდევდა და განკჳრვებულ იყო, ხოლო ურჩულონი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი უმეტესად შეიწუებოდეს შურითა. ხოლო უფალი არავე...