თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ მიმსგავსებულნი და მრავალსახენი მიზეზნი მიუთხრნა დაჴსნისათჳს შაბათისა. ოდეს-იგი ბრმასა აღუხილნა თუალნი, არარაჲ ჰრქუა მათ, რამეთუ კმა იყო წესი იგი სასწაულისა მის ჩუენებად მეუფესა მას შჯულისასა; ხოლო განრღუეულისა მისთჳს ოცდაათრვამეტისა წლისასა ჰრქუა მათ, ვითარცა ღმერთმანცა და ვი-თარცა კაცმანცა; ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“; ხოლო ვითარცა კაცმან, რაჟამს ჰრქუა: „უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მიიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს შჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა?“
და კუალად, ოდეს მოწაფეთა აბრალებდეს, საქმე იგი დავითისი წინაუყო; და კუალად აქა ჰკითხა, თუ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა, კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ?“ და ვითარმედ: „ვინ არს თქუენგანი, რომელმან არა აღმოიქუას ცხოვარი თჳსი ჯურღმულისაგან დღესა შაბათსა?“ გარნა იგინი ამას ყოველსა ზედა უკურნებელ იყვნეს და უკეთურებითა სავსე. ვინაჲთგან უკუე იხილნა, რამეთუ არა შეიწყნარებდეს კურნებასა სულთა...