...ლნი იტყჳან, ვითარმედ: უფალმან წარმოადგინა შორის კაცი იგი და ჰკითხა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კეთილისა საქმე? ; ხოლო მათე იტყჳს, ვითარმედ: „ჰკითხვიდეს მას და იტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი“.
მსგავს არს უკუე, ვითარმედ ორივე იქმნა. რამეთუ ურჩულონი იგი სავსე იყვნეს შურითა და უწყოდეს, ვითარმედ განკურნებაჲ მისი ეგულებოდა უფალსა; ამისთჳს ისწრაფეს პირველვე კითხვად, რაჲთა არა საქმისაგან ხოლო, არამედ სიტყჳსაგანცა აქუნდეს უმეტესი ძალი შესმენად მისა. ხოლო უფალმან მათდა მიაგდო განჩინებაჲ და ჰკითხა, ვითარმედ: „რაჲ ჯერ-არს შაბათსა შინა: კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხორებაჲ ანუ წარწყმედაჲ?“ და კაცი იგი შორის წარმოადგინა სახიერმან, რაჲ-თამცა იგინი წყალობად მოიყვანნა. ხოლო იხილა რაჲ უკეთურებაჲ მათი, მიმოიხილა მათა რისხვით და მწუხარებითო სიბრმისათჳს გულისა მათისა და ჰრქუა: