მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 11:6

5. ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების.6. და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.7. და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
სახარებაჲ მათესი თავი 11
6. და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ზეცით მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“ (3,31-32).:

...მეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“ (3,33)? რამეთუ აქა თჳსთაცა მოწაფეთა ამხილებს, ვითარ არა ჰრწმენა, რომელთა-იგი ამისაცა შემდგომად არავე ჰრწმენა. და ესეცა საცნაურ არს მისგან: რაჟამს-იგი იყო საპყრობილესა, მიავლინნა მისა, რაჲთამცა ჰრწმენა, რომელთა ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“. ; და ამისთჳს აქა ჰრქუა, ვითარმედ: „წამებასა მისსა არავინ მიიღებს“, ვითარმცა ეტყოდა: ნუ ჰგონებთ, თუ ტყუვილ რაჲმე არს სიტყუაჲ მისი, და ამისთჳს არა ჰრწამს მრავალთა. რამეთუ მას ყოველი რაჲ უხილავს, მას იტყჳს ჭეშმარიტსა. ხოლო ამას სიტყუასა სამხილებელადცა ჰურიათა იტყოდა, ვითარცა-იგი მახარებელმანცა დასაბამსა სიტყჳსა თჳსისასა თქუა: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“ (3,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: შეაშინებს მათ და გულისხმა-უყოფს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, არა თუ მას ოდენ, არამედ მამასაცა განარისხებს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“ (3,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან „სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“,...

სრულად ნახვა