მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 11:3

2. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი3. და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ:
სახარებაჲ მათესი თავი 11
3. და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ვ̂. ღმრთისმეტყუელებისათჳს ძისა დიდებითა მამისაჲთა და ძლევისათჳს ბოროტისა, სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ცხორებად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ, და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან (5,2-3).:

...ალსა საქმენიცა სათნოებისანი წარჰმართნენ, ესევითარნი იგი ღმრთისაგან იშვებიან, და ღმრთისაგან შობილნი იგი ამით საყუარელ იქმნებიან, რაჲთა სიყუარულითა მათითა ცხად ვყოთ სიყუარული მშობელისა მის მათისა ღმრთისაჲ, რომლისა სიყუარულ არს დამარხვაჲ მცნებათა მისთაჲ, რომელი ჴმობს: "უღელი ჩემი ტკბილ არს და ტჳრთი ჩემი — მცირე" (), რამეთუ არა ბრპენის სახედ ქუე-დამზიდველ არიან სათნოებანი, არამედ ფრთე ექმნებიან სულსა, აღმყვანებელ ზეცად. გარნა ჩუენ ჴორცთ-მოყუარებაჲ მძიმედ აღგჳჩენს მათ, რომელთა შინა რაჲ სიმძიმე არს, რაჟამს გუეტყოდინ შეყუარებად ღმრთისა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და შეყუარებად ძმათა ჩუენთა. რამეთუ არა გამოყვანებასა საპყრობილით, არცა აღდგინებასა სნეულისასა, არამედ მისლვასა ოდენ გუამცნებს ხილვად მათდა. არცა მრავალფერთა სანოვაგეთა მიცემად მშიერისა, არამედ პურსა — საჭიროა საზრდელსა, და ამას აღიარებს დღესა მას საშჯელისასა მადლობით ჩუენთჳს: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასჳთ" () და შემდგომი ამისი. ამას ყოველსა თანა ესე არს უმეტესი არა-სიმძიმე მცნებათა მისთაჲ, რამეთუ ჩუენგან გულსმოდგინებასა ხოლო ეძიებს და დაწყებასა მოქმედებისასა, და იგი თავადი შეგუეწევის და სრულ ჰყოფს საქმით გულსმოდგინებასა ჩ...

სრულად ნახვა