მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 11:26

25. მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა.26. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.27. ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.
სახარებაჲ მათესი თავი 11
26. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე“ (11,25-26).:

იხილეღა, რავდენი სახე წინაუყო ერსა მას, რაჲთამცა მოიყვანნა იგინი სარწმუნოებად: პირველად, ქებაჲ იგი იოვანესი, რამეთუ გამოაჩინა რაჲ იგი ესრეთ დიდად და საკჳრველად კაცად, დაამტკიცა, ვითარმედ ყოველივე მის მიერ თქუმული სარწმუნო არს. ხოლო მის მიერ თქუმული ყოველი მეცნიერებასა ქრისტესსა მოასწავებდა; მეორედ, რომელ თქუა, ვითარმედ: „სასუფეველი ცათაჲ იძულების, და რომელნი იიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“, რამეთუ სიტყუაჲ ესე განმაღჳძებელ გონებათა მათთა იყო; მესამედ, რომელ გამოაჩინა, ვითარმედ წინაწარმეტყუელებანი აღსრულებულ არიან, რამეთუ ამისგან ჩნდა, ვითარმედ მოვიდა ქრისტე; მეოთხედ, რომელ უჩუენა იგავითა მით ყრმათაჲთა, ვითარმედ ყოველივე, რავდენიცა ჯერიყო ქმნად, მათდა სარგებელად აღასრულა; მეხუთედ, რომელ-იგი აყუედრა ურწმუნოთა მათ ქალაქთა და ყოველთა, რომელთა არა შეიწყნარეს იგი, და უჩუენა, თუ რომლისა საშჯელისა თანამდებ არიან; მეექუსედ, რომელ წარმოთქუა მადლობაჲ ესე მათთჳს, რომელთა ჰრწმენა მისი; რამეთუ სიტყუაჲ ესე - „აგიარებ შენ“ - ამას ადგილსა ესრეთ მოასწავებს, ვითარმედ: გმადლობ შენ.

„გმადლობ შენ, მამაო,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
11:25-27 — მამის გამოცხადება ყრმებისადმი:

25. მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. - რასაც უფალი ამბობს, შეიძლება ასე გადმოიცეს. აღგიარებ (იგივეა, რაც "გმადლობ") შენ, მამაო, რომ იუდეველებმა კი არ ირწმუნეს, რომელნიც თავს ვითარცა ბრძენნი და წმინდა წერილის მცოდნენი, ისე აჩვენებდნენ, არამედ - უსწავლელთა და ყრმათა და შეიცნეს საიდუმლოებანი. ღმერთმა მათგან, რომელნიც თავს ბრძნად წარმოადგენდნენ, საიდუმლოებანი დაფარა, არა იმის გამო რომ შურდა, ან მათი უსწავლელობის მიზეზი იყო, არამედ იმიტომ, რომ უღირსნი იყვნენ, რადგან თავი ბრძნად მიაჩნდათ. ვისაც თავი ბრძნად წარმოუდგენია და იმედს თავის საკუთარ გონებაზე ამყარებს, ის ღმერთს არ მოუხმობს; ხოლო ღმერთი, მას ვინც არ მოუხმობს, არც შეეწევა და არც თავს უცხადებს. მეორე მხრივ, ღმერთი მრავალთ საიდუმლოებებს სწორედ თავისი კაცთმოყვარეობის გამო არ უცხადებს, რათა უფრო მეტად არ დაისაჯონ იმის გამო, რომ საიდუმლოებანი აბუჩად მას შემდეგ აიგდეს, რაც შეიცნეს.

26. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე. - აქ იგი წარმოაჩენს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის