იხილეღა, რავდენი სახე წინაუყო ერსა მას, რაჲთამცა მოიყვანნა იგინი სარწმუნოებად: პირველად, ქებაჲ იგი იოვანესი, რამეთუ გამოაჩინა რაჲ იგი ესრეთ დიდად და საკჳრველად კაცად, დაამტკიცა, ვითარმედ ყოველივე მის მიერ თქუმული სარწმუნო არს. ხოლო მის მიერ თქუმული ყოველი მეცნიერებასა ქრისტესსა მოასწავებდა; მეორედ, რომელ თქუა, ვითარმედ: „სასუფეველი ცათაჲ იძულების, და რომელნი იიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“, რამეთუ სიტყუაჲ ესე განმაღჳძებელ გონებათა მათთა იყო; მესამედ, რომელ გამოაჩინა, ვითარმედ წინაწარმეტყუელებანი აღსრულებულ არიან, რამეთუ ამისგან ჩნდა, ვითარმედ მოვიდა ქრისტე; მეოთხედ, რომელ უჩუენა იგავითა მით ყრმათაჲთა, ვითარმედ ყოველივე, რავდენიცა ჯერიყო ქმნად, მათდა სარგებელად აღასრულა; მეხუთედ, რომელ-იგი აყუედრა ურწმუნოთა მათ ქალაქთა და ყოველთა, რომელთა არა შეიწყნარეს იგი, და უჩუენა, თუ რომლისა საშჯელისა თანამდებ არიან; მეექუსედ, რომელ წარმოთქუა მადლობაჲ ესე მათთჳს, რომელთა ჰრწმენა მისი; რამეთუ სიტყუაჲ ესე - „აგიარებ შენ“ - ამას ადგილსა ესრეთ მოასწავებს, ვითარმედ: გმადლობ შენ.
„გმადლობ შენ, მამაო,...