...დობაში ამყოფებს, მისკენ, ვითარცა ნავსადგურისკენ, სწრაფვას აიძულებს და, ამგვარად, ყოველგვარი სიმშვიდის წყაროდ გვემსახურება. ამიტომაც ქრისტემ, თავისი ღვთიური მოძღვრების წარმოდგენისას, თქვა: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (). მართლაც, ვერაფერი ისე ვერ მიანიჭებს სულს სიმშვიდესა და მოსვენებას, როგორც სიმშვიდე და თავმდაბლობა; ხოლო ვინც ეს სიკეთე მოიხვეჭა, მისთვის იგი ნებისმიერ გვირგვინზე ძვირფასია, ნებისმიერ ბრწყინვალებასა და დიდებაზე სასარგებლო. მართლაც, რა შეიძლება იყოს იმ ადამიანზე ნეტარი, ვინც შინაგანი ბრძოლისგან თავისუფალია? დაე, ჩვენ გარეგანი მშვიდობითა და მოყვასთა მომსახურებით სრულად ვსარგებლობდეთ; მაგრამ თუ შიგნით, ზრახვების აღშფოთებით, ხმაური და ქარიშხალი იბადება, არანაირი სარგებელი არ არის გარეგანი სიმშვიდისგან, ისევე, როგორც არავინ არის უფრო საცოდავი იმ ქალაქზე, რომელიც, თუმცა აურაცხელი კედლებითა და თხრილებით არის მოზღუდული, მაგრამ შიგნით მცხოვრებთა ღალატს განიცდის. მაშ, ამაზე ვიზრუნოთ, გთხოვთ, უპირველეს ყოვლისა — თუ როგორ გავხადოთ ჩვენი სული უშფოთველი, მშვიდ მდგომარეობაში მოვიყვანოთ იგი და ყოველგვარი უსიამოვნო გრძნობისგან თავისუფალნი ვიყო...
სახარებაჲ მათესი 11:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...აიდას ვაის წინასწარმეტყველებს რა: „ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა!... რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის,... მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ" (; 10:15). ხედავ, საყვარელო, როგორ სიტყვით „უმოლხინეს" უფალმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც აქ ასეთ დიდ სასჯელს განიცდიდნენ, ვინც ასეთ უჩვეულო და საშინელ დაწვას გადაიტანეს, თუმცა იქაც მოითმენენ სასჯელს, მაგრამ უფრო მსუბუქს, რადგან აქ უკვე განიცადეს ასეთი რისხვა? ამრიგად, რათა ნოეს თანამედროვეებსაც, ურჯულოებათა მომრავლებით, უფრო დიდი სასჯელი არ დაემსახურებინათ, სახიერმა და კაცთმოყვარე უფალმა, მათი შეუნანებლობა რომ იხილა, შეუმოკლა დრო, რომლის მოთმინებაც აღუთქვა. როგორც მორჩილთა მიმართ თავისი სახიერებისამებრ თავის განაჩენებს აუქმებს, მონანულთ მიღებს და მოსალოდნელი სასჯელისგან იხსნის, ისევე, პირიქით, როცა აღუთქვამს რაიმე კეთილს ან სინანულის დროს, მაგრამ ხედავს, რომ ადამიანები უღირსნი გახდნენ, მაშინ თავის აღთქმებს აუქმებს. ამიტომაც თქვა წინასწარმეტყველის მეშვეობით: **„აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწ...
...ე, როგორ ამბობს თავად ის: „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა" (). ამიტომაც ქრისტემ, (მოწაფეებთან) საუბრისას, თქვა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (). ვინც ნამდვილად იმდაბლებს თავს, ის არასოდეს დაუშვებს თავის თავს გაღიზიანებამდე, არ განურისხდება მოყვასს, რადგან მისი სული დამდაბლებულია და იმით არის დაკავებული, რაც მას თავადვე ეხება. რა შეიძლება იყოს უნეტარესი ასე განწყობილ სულზე! ასეთი (ადამიანი) მუდამ ნავსაყუდელში ზის, ყოველგვარი ქარიშხლისგან უსაფრთხო, და ფიქრთა სიმშვიდით ტკბება. ამიტომაც ქრისტემ თქვა: „და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ". მაგრამ, როგორც ამ ვნებათა დამთრგუნველი დიდ სიმშვიდით ტკბება, ისე, პირიქით, ზარმაცი და უზრუნველი, რომელსაც არ შეუძლია სათანადოდ ალაგმოს მასში წარმოშობილი ვნებები, მუდმივ ღელვაშია, შინაგან ომს აწარმოებს და, მიუხედავად იმისა, რომ არავინ არის, შფოთავს და დიდ ქარიშხალს განიცდის; ხოლო, როცა ტალღები აზვირთდება და ბოროტი სულების ქარიშხალი შემოესევა, ხშირად უფსკრულში იძირება, რადგან მისი ხომალდი მესაჭის გამოუცდელობის გამო იღუპება. ამიტომ საჭი...
...უასა, სთქუა რაჲ, ვითარმედ: "კურთხეულ არს ღმერთი", და ეგრეთღა თქუ: "და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი"; რაჲთა ისწავო, ვითარმედ ჩუენი ღმერთი არს, ხოლო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს — მამაჲ. რამეთუ წმიდასა სახარებასა შინა ამითვე გულისჴმის-ყოფითა თჳთ თავადი იტყჳს: "აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო" (), რომლითა გუასწავებს, ვითარმედ მისი ბუნებით მამაჲ არს, ხოლო დაბადებულთაჲ — ბუნებით დამბადებელი.
მოციქულისაჲ: მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ (1,3).
თარგმანი: ესე ყოველსა ადგილსა ჩუეულებად აქუს წმიდათა, რაჲთა ჟამსა მას მათ ზედა ქმნილისა ქველის-მოქმედებისაებრ სახელ-სდებდენ ღმერთსა, ვითარ-იგი დავით ჟამსა მბრძოლთა ძლევისასა თქუა: "შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო" (), და რაჟამს გონებისა დამაბნელებელთა არმურთაგან იჴსნა, მაშინ თქუა: "უფალი ნათელ ჩემდა" (); ეგრეთვე — აწ მოციქული, გამოიჴსნა რაჲ განსაცდელთაგან, არარაჲსა სხჳსათჳს, არამედ რაჲთა უმეტეს განამრავლოს ქადაგებაჲ ქრისტესი. ხოლო იგი სიმდაბლითა გონებისაჲთა ამას მიზეზსა დაიდუმებს, და წყალობათა ოდენ ღმრთისათა მიაჩემებს მიზეზსა ჴსნისა თჳსისასა, ვითარმედ: არათუ ღირს რ...
...საჲ: რამეთუ სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელსა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოთ დათმენად (10,13).
თარგმანი: ნამდჳლვე ამით სარწმუნო და ჭეშმარიტ არს, რამეთუ აღუთქუამს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (). ამისთჳს შემსგავსებულად ძალისა ჩუენისა მოუშუებს განსაცდელთა; უფროჲსღა ესე ვთქუა, ვითარმედ: ყოველი განსაცდელი ზეშთა ძალისა ჩუენისა არს, არა თუ ქრისტე შეგუეწეოდის. ამისთჳს შეამოკლებს ჟამთა განცდისათა, რაჲთა არა უმეტეს განგრძობითა სრულიად დაჴსნილ ვიქმნნეთ მის მიერ.
...ამისთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, რაჲთა მის მიერ გუასწავოს ჩუენ სათნოებაჲ; რამეთუ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „მსგავსებითა ჴორცთა ამათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ ჴორცითა“; და თავადი იტყჳს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“, და ესე ყოველი არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა ასწავა. რამეთუ „სამარიტელით“ და „მაცთურით“ ჰხადოდეს მას ჰურიანი და ქვასა დაჰკრებდეს, და ოდესმე მსახურთა წარავლენდიან ფარისეველნი მოკლვად მისა, და ოდესმე ეძიებდიან ღონესა შეპყრობად, და თჳთ აგინებდიან მრავალგზის, და ამას ყოველსა უმიზეზოდ, რომელნი ვერცა ერთსა ბრალსა შემძლებელ იყვნეს პოვნად, არამედ ნაცვალად კეთილთა მათ მრავალთა, და ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრებოდა კეთილის-ყოფად მათდა სიტყჳთ და საქმითცა. და რაჟამს-იგი მონამან ვინმე სცა მას ყურიმალსა, მიუგო მან, ვითარმედ: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილად ვიტყოდე, რაჲსა მცემ?“ ხოლო ამათ სიტყუათა მტერთა მიმართ და მკლველთა იტყოდა. არამედ ვიხილოთ, თუ მოწაფეთა თანა რასა იქმს აწ, და უფროჲსად, თუ რასა იქმს მიმცემელისა თანა მისისა, რამეთუ რომლისაჲ-იგი უფროჲს ყოველთაჲსა...
...ვიცი მამაჲ, მამამანცა მე მიცის ეგრეთვე, ხოლო სხუანი ვერ შეესწორებიან ჩემსა ცნობასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“ (10,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ კეთილად ვიცი იგი, ვითარცა მან მე მიცის. ამისთჳსცა იტყოდა: „არავინ უწყის ძჱ, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან“, ; ჭეშმარიტითა მით ცნობითა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს“ (10,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის იტყჳს ამას, რაჲთამცა გამოაჩინა სიყუარული თჳსი, რომელი აქუნდა მორწმუნეთათჳს, რამეთუ რომელ იტყოდა, თუ: „ნათელი ვარ და ცხორებაჲ“, უგუნურთა მათ მიერ და ბრმა-თა ზუაობად შერაცხილ იყო, ხოლო რომელ იტყოდა, თუ: მოვკუდები მათთჳს, დაუყოფდა მათ პირსა, და არღარა აქუნდა სიტყუაჲ თქუმად. ამისთჳსცა ვერღარა იტყჳან, თუ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“, რამეთუ ფრიადსა გამოაჩინებდა სახიერებასა, რომელ მკლველთა მათ მისთათჳს თავს-იდებდა სიკუდილსა. ამისთჳსცა კეთილად და თჳსსა ჟამსა შემოიღებს სიტყუასა წარმართ-თათჳს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგ...
...რაჲთა ერთაცა უმეტესთა ირწმუნონ და მოწაფენიცა უმეტესად განემტკიცნენ, ჰხედვიდენ რაჲ კადნიერებასა მას მოძღურისა მათისასა და რაჲ-იგი თავს-იდვა.
სწავლაჲ მჱ გულისწყრომისათჳს
ვისწაოთ უკუე ჩუენცა ამის ყოვლისა მიერ სახიერებაჲ და სიმშჳდჱ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. ესრეთ ვისწავოთ და აღჳრ-ვასხნეთ ყოველსავე უკე-თურებასა. უკუეთუ ვინმე მაღლოოდის ჩუენ ზედა, ჩუენ დავმდაბლდეთ და ნუ შურისმეძიებელ ვართ და ამისთჳს მოვჰკლავთ სულთა ჩუენთა. რამეთუ გულისწყრომაჲ მჴეცი არს, მჴეცი ბოროტი და ფიცხელი. ვეტყოდით უკუე თავთა ჩუენთა ჟამსა მას რისხვისასა სიტყუათა მათ წერილისათა, ვითარმედ: „მიწა ხარ და ნაცარ“; და კუალად, ვითარმედ: „წამი იგი გულისწყრომისა მისისაჲ დაცემასა მისსა“; (შდრ. ზირ. 1, 22) და ვითარმედ: „კაცი მრისხანჱ უშუერ არს“, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს პირისა განრისხებულისა, არცა უუშუერჱს; ხოლო უკუეთუ პირისა უუშუერჱს არარაჲ არს, სულისა განრისხებულისა უუშუერჱს რაჲ იყოს? რამეთუ სკორესა რაჲ ურევნ ვინ, უფროჲსად აღიძრვინ სული სიმყრალისა მისისაჲ, ეგრეთვე სული გულისწყრომისა მიერ რაჲ შეშფო...
...ა გულისხმის-ყოფასა მას ღმრთისასა, ეგრეთვე უკუე ანგელოზთათჳს გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ სიწმიდისათჳს და მღჳძარებისა ბუნებათა მათთაჲსა მარადის ჰხედვენ ბუნებითა ღმერთსა ძალისაებრ მათისა, და არა თუ ვითარცა არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, ეგრეთ იხილვენ. ამისთჳსცა ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „არავინ უწყის მამაჲ, გარნა ძემან“. რაჲ არს უკუე, ყოველნი უმეცარ მისა ვართა? ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ არავინ იცის იგი, ვითარ ძემან, რამეთუ ვითარცა იხილეს იგი მრავალთა ძალისაებრ მათისა, ხოლო არსებაჲ იგი ბუნებისა ღმრთისაჲ არავის უხილავს, ეგრეთვე ვიცით მრავალთა ღმერთი, ხოლო არსებაჲ მისი თუ რაჲ არს, არავინ უწყის, გარნა მხოლომან, რომელი იშვა მისგან. რამეთუ ცნობად აქა ჭეშმარიტსა ხილვასა და მეცნიერებასა იტყჳს, ვითარ-იგი აქუს მამასა ძისათჳს, რამეთუ იტყჳს: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“. ამისთჳსცა იხილე, მახარებელი ვითარითა ძალითა იტყჳს. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი არასადა ვინ იხილა“, არა თქუა, თუ: ძემან იხილა და მან გამოთქუა, არამედ: „რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუაო“. რამეთუ ხილვისა წიაღთა შინა ჯდომაჲ ფრიად უზეშთაეს არს, რამეთუ რომელი კიდეთა ჰხედვიდეს, თუმცა ყოველსავე გულისხმა-ჰყოფდა, რაჲთ შეუძ...
...ვა, ვითარ სახე იგი გამოჩნდებოდა, ხოლო ჭეშმარიტებაჲ აღესრულა?
კუალად შჯული იტყოდა: „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს წერილსა ზედა ამის წიგნისასა!“ ხოლო ქრისტე რასა იტყჳს? - „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და იქმნა იგი ჩუენთჳს წყევასა ქუეშე.
სწავლაჲ იდ სათნოდ ცხორებისათჳს; განყოფაჲ მადლთაჲ მათ, მოცემულთა ჩუენდა და ჰურიათადა
ვინაჲთგან უკუე ესოდენნი მადლნი მოცემულ არიან ჩუენდა და ჭეშმარიტებაჲ, გევედრები, ძმანო, ნუმცა ვიქმნებით სიდიდისათჳს ნი-ჭისა მის დაჴსნილ, რამეთუ რაოდენ უმეტესი პატივი მოგუეცა, ეგოდენცა უმეტესისა სათნოებისა თანამდებ ვართ, რამეთუ რომელსა მცირედი ქველისსაქმე მიეღოს, დაღაცათუ მცირედი ქველისმოქმედებაჲ აჩუენოს, არა ღირს არს ფრიადისა ბრალობისა, ხოლო რომელი თავსა პატივისასა აღვიდეს და მერმე უნდოჲ და დაჴსნილი ცხორებაჲ აქუნდეს, ფრიადსა საშჯელსა ღირს არს. არამედ ნუ იყოფინ თქუენ ზედა ესევითარი რაჲმე! რამეთუ ვესავ უფალსა, ვითარმედ ზეცად აღგიყვანებიან სულნი თქუენნი და ქუეყანისაგან შორს ქმნულ ხართ; დაღაცათუ სოფელსა შინა ხართ, არამედ არა იქმთ საქმეთა სოფლისათა, გარნა ჩუენ ამასცა ზედა არავე დავსცხრებით ვედრებად თქუენდა, რამ...
...ჯუარს-აცუეს, მრავალნი მათგანნი ყვნა შვილ ღმრთისა. რაჲმცა იყო ამისა უსაკჳრველეს, რაჲმცა იყო ამის სახიერებისა უმეტეს?
აწ უკუე რომელთა ესე ყოველი გუესმის, შევიკდიმოთ და გულისჴმავყოთ, თუ რაჲზომ შორს ვართ გზისა მისგან, რომელსა იგი ვიდოდა. მან თავადმან გჳბრძანა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“; ხოლო ჩუენ ესეზომ უცხო ვართ საქმეთაგან მისთა, ვითარმცა ყოვლადვე არა გუასმიოდა. არამედ ვემტერებით და ძჳრსა ვიჴსენებთ ძმა-თა მიმართ ჩუენთა, რომელთათჳს ქრისტემან სიკუდილი თავს-იდვა. ნუუკუე ძჳრუჴსენებლობასაცა წარგებაჲ საფასეთაჲ უჴმსა, ვითარ-იგი მოწყალებისათჳს ვიტყჳთ? ნუ იყოფინ! ესე სათნოებაჲ სრულიად უშრომელ არს და ადვილ.
გულისჴმა-ყავ, კაცო, რავდენისა ბრალისა თანამდებ ხარ შენ, და არა ხოლო თუ სიმძიმედ გიჩნდეს მიტევებაჲ ბრალთა მათ მოყუსისათა, არამედ უფროჲსად მიისწრაფო შევრდომად მისდა, რაჲთა გექმნას ესე მიზეზ ცოდვათა შენთა შენდობისა.
არა გასმიესა, ვითარმედ წარმართთაცა, რომელთაცა არაჲ აქუს სასოებაჲ მერმისაჲ, მრავალგზის იღუაწეს წარმართებად ძჳრუჴსენებლობისა? და შენ, რომელი მოელი სასოებასა საუკუნესა, უდებ ხარ ამას ზედა და ჰკელობ; და რომელსა იქმს სიგრძე ჟამისაჲ, არა მოსწრაფე ხარა ქმნად მცნებისათჳს ღმრთისა, არამედ უმადლოდ მოელი დაცხრომად გუ...
...თჳსსა ცხორებისათჳს ჩუენისა; სიმართლე იგი საქმისაჲ მის, რამეთუ თჳსთა მათ ნიჭთაგან მცირედსა ითხოვს. გარნა ამას ყოველსა ზედა ვეცხლისმოყუარებამან დააბნელნა გონებანი იგი ანგაჰრთანი. ამის-თჳს დაისაჯნეს, რამეთუ არა მოიჴსენეს სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარ სხუასაცა ადგილსა ესევითართა მათ უძჳრეს სოდომელთასა იტყჳს შემთხუევად; და აქა იტყჳს: „რავდენი არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთა, მე არა მიყავთ“.
- რასა იტყჳ, უფალო, ძმანი შენნი არიანა? და ვითარ მცირედ უწოდ მათ? - ჰე, ამისთჳს არიან ძმა ჩემდა, რამეთუ მდაბალნი არიან და გლახაკნი და შეურაცხნი. რამეთუ ესევითართა უწეს ძმად, - იტყჳს უფალი. არა თუ მონაზონთა ოდენ იტყჳს და უდაბნოჲსა მკჳდრთა, არამედ ყოველთავე მორწმუნეთა; გინა თუ ერისკაცი იყოს, გინა თუ მონაზონი, და ჭირვეული იყოს, თანაგუაც მისი ჴელისა აპყრობაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ, რამეთუ ნათლის-ღებისა მიერ ვიქმნებით ძმა და ზიარებითა წმიდათა საიდუმლოთაჲთა.
პირველად აკურთხნა მართალნი იგი და ქებაჲ მათი წარმოთქუა და მერმეღა მარცხენეთა მიექცა, რაჲთა სრულიად უსიტყუელ იყვნენ, რამე-თუ მოყუასთაცა თჳსთა არა ჰბაძვიდეს. და ვითარცა-იგი სულელნი ქალწულნი ბრძენთა მათგან დაისაჯნეს, და ურწმუნოჲ იგი მონაჲ - სარწმუნოჲსა მისგან, და რომელმან-იგი ქანქარი დაჰფლა - მოყუასთაგან,...
...ყოველსავე ზედა სახჱ მოგცა, რაჲთა ჰბაძვიდე მას. ესრეთ თუ სცხონდებოდი, ნეტარ იყოს შენდა, უკუეთუ მის მიერ დადებული წესი დაიმარხო ჟამსა მწუხარებისასა, ჟამსა ურვისასა, ჟამსა გლოვისასა და ყოველსავე საქმესა შინა.
იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“. უკუეთუ იქმნა მშჳდ და მდაბალ, მეგობარ იყო ქრისტესა, ვითარცა წერილ არს მოსესთჳს, ვი-თარ „იყო უმშჳდეს ყოველთა კაცთა“. ამისთჳს ეწოდა მსახურ და მონა ღმრთისა, და „ეტყოდა მას ღმერთი პირისპირ, ვითარცა ვინ ეტყჳნ მეგობარსა თჳსსა“. უკუეთუ ესე წესი მოიგო, ამასცა სოფელსა სანატრელ იყო და საუკუნეთა მათ სატანჯველთა პირი არა იხილო, არამედ კადნიერებით წარსდგე საშინელსა მას სამშჯავროსა და ზეცისა სასუფეველსა მკჳდრ იქმნა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ დიდებაჲ არს თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...არა თუ მუნ თავი თჳსი უფალმან გარეგან სახიერებისა დააწესა. ნუ იყოფინ! არამედ პირველი იგი მიზეზი სახიერებისაჲ მისცა მამასა, რამე-თუ ესე მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ ყოველივე, რაჲცა არს მამისაჲ, მისი არს. ეგრეთვე სახიერებაჲ, ვითარცა არს მამისაჲ, ეგრეთვე ძისაჲ არს. და კუალად იტყჳს: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან“. არა თუ მუნ უმეცრებასა წამებს სულისა წმიდისასა. ნუ იყოფინ! არამედ მუნცა პირველი მიზეზი მეცნიერებისაჲ მამისაჲ წამა, რამეთუ ესე ცხად იყო, და მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ: „არავინ იცის ღმრთისაჲ, გარნა სულმან ღმრთისამან“.
აწ უკუე ყოველივე ესევითარი დიდებაჲ და პატივი და სიბრძნე და სახიერებაჲ და მეცნიერებაჲ და სხუაჲ ყოველივე კეთილი მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ განუყოფელ არს. თჳნიერ, ვითარცა მიზეზსა, პირველ იტყჳს მამისათჳს, რამეთუ ძე არს საყუარელი და პატივ-სცემს ყოველსავე ზედა დაუსაბამოსა მას მამასა. ეგრეთვე ესე სიტყუაჲ, თუ: „არავინ იცის, გარნა მამამან“, პირველსა მიზეზსა მეცნიერებისასა ყოფილთა და ყოფადთაჲსა მამისა აღამაღლებს და ყოვლითურთ უჩუენებს კაცთა, ვი-თარმედ იგი არს პირველი მიზეზი კეთილთაჲ; და გულისხმა-გჳყოფს, ვითარმედ რაჲ-იგი მამისაჲ არს, ყოველი ძისაჲცა არს და სულისა წმ...
...ვნულისა რისხვისაგან არა შე-შინდეს, ესეცა მიზეზ სატანჯველისა არს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა საშჯელისასა, ვიდრე თქუენ“.
იხილეა წესი განკითხვათა მისთაჲ? ვითარ მათვე ცოდვათა ზედა კაცად-კაცადისა განყოფილებით იქნების საშჯელი. რამეთუ ოდეს სულგრძელ გუექმნას, და ჩუენ არა შევიგონოთ, უმეტესისა სატანჯველისა ღირს ვართ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „სიფიცხისაებრ შენისა და უნანელობისა იუნჯებ თავისა თჳსისა რისხვასა“.
აწ უკუე ესე ყოველი გულისხმა-ვყოთ და ნუ დავბრკოლდებით, ნუცა შევშფოთნებით ნურარას ზედა საქმესა, ნუცა ვეძიებთ, თუ ესე რაჲმე რად ესრეთ იქმნა, ანუ იგი რაჲმე რად ესრეთ განაწესა, არამედ მიუშუათ ყოველი მიუწდომელთა მათ განკითხვათა ღმრთისათა. ხოლო ჩუენ ესე ვი-ღუაწოთ, რაჲთა ცოდვისაგან განვეშორნეთ და სათნოებაჲ შევიკრძალოთ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის დ...
...აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და „მისა ჯერარსო აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“.
მერმე კუალად უწოდა თავადმან ძემან ღმრთისამან, რამეთუ ეტყოდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და კუალად იტყჳს: „რომელსა სწყურის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“. ხოლო ვინაჲთგან ჯუარს-აცუეს იგი, ამისაცა შემდგომად უწოდა პირითა პეტრესითა და სხუათა მათ მოციქულთაჲთა. და რაოდენცა იგი სულგრძელ ექმნა, იგინი უმეტესად განფიცხნეს. და არა თუ ხოლო მოსლვად უდებ იქმნეს და ცუდნი საქმენი იმიზეზნეს, არამედ მჩინებელნიცა იგი მონანი მისნი აგინნეს და მოსწყჳდნეს.
ესე პირველისა მის იგავისა უძჳრეს იყო. მუნ იტყჳს, ვითარმედ: მოვიდეს მონანი იგი ვენაჴისა უფლისანი და ნაყოფთა ეძიებდეს, ამისთჳს მოიკლნეს. ხოლო ესენი წოდებად მოვიდეს ქორწილსა და სიხარულსა და შენდობაჲ აღუთქუეს მოკლვისა მისისაჲ და შეყვანებაჲ უქადეს სასუფეველსა. რაჲსათჳს მოსწყჳდნეს? რაჲმცა იყო ამის სიბორგილისა და უკეთურებისა შემსგავსებაჲ? ამისთჳს პავლე იტყჳს: „რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუო და წინაჲსწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნნეს“....
...იცოდა, ვითარმედ ისმინოს. ეგრეთვე ყოველთა, რომელთა მიიღეს ზეგარდამო წოდებაჲ, კაცად-კაცადსა ოდეს ეგულებოდა მორჩილებაჲ, მა-შინცა მიიღო წოდებაჲ; ხოლო სხუათა მათ ერთა, ესე იგი არს, ყოველსა სოფელსა, დაუცადებელად უწოდს და ჴმითა მაღლითა იტყჳს: „მოედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. გარნა კაცად-კაცადი ნებისაებრ თჳსისა ისმენს წოდებასა მას, რომელნიმე ადრე და რომელნიმე გჳანად; სხუანი ყოვლადვე არა ისმენენ, არამედ უქმობასა მას შინა კეთილისასა აღასრულებენ ცხორებასა თჳსსა და ვენაჴსა მას საღმრთოსა არა შევლენ თჳსითა უბადრუკებითა და დაჴსნილებითა.
ხოლო უფალი ყოველთა ყოვლადვე უწოდს და შეწყნარებად მზა არს ადრეცა მიმავალთა ვენაჴსა მისსა და გჳანადცა. ხოლო რომელ-იგი წერილ არს იგავსა მას შინა, ვითარმედ: „ჰრქუეს მეათერთმეტისა ჟამისათა: არავინ დამიდგინნა ჩუენ“, ესე ნუვის აკჳრვებს, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, იგავთა შინა არა ჯერ-არს ყოველთავე სიტყუათა გამოწულილვაჲ, არამედ პირი ხოლო და ძალი იგავისაჲ მის გულისჴმის-ყოფად. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ იგავსა მასცა შინა არა სახლის უფალი იგი იტყჳს ამას სიტყუასა, არამედ მუშაკნი. ხოლო მან არა ამხილა, არცა შესწამა, ვითარმედ ადრითგან უწოდა, რაჲთა არა შეშინდენ და დაიჴსნენ, არამედ ს...
..., ვითარმედ არა კაცობრივი საქმე არს, არამედ საღმრთოჲ, მეცნიერებაჲ და ჭეშმარიტებაჲ სარწმუნოებისა ჩუენისაჲ. ჰხედავა, ვითარ გამოაცხადებს მამაჲ ძესა და ძე მამასა? ვითარცა თავადმან ბრძანა, ვითარმედ: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“. ;
არა შესაძლებელ არს უკუე სხჳსა ვისგანმე ცნობად ძისა, გარნა მამისა მიერ, არცა მამისა შესაძლებელ არს სხჳსა ვისგანმე ცნობად, გარნა ძისა მიერ, მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა ესრეთ საცნაურ იქმნას ერთობაჲ მათი. ხოლო ვინაჲთგან ნეტარებაჲ იგი მისცა პეტრეს და აუწყა, ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ მამისა მიერ გამოეცხადა მას საიდუმლოჲ იგი და ბარ იონა სახელ-სდვა (რომელ-ესე იოვანე განცხადებულადრე თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელ ითარგმანების: კლდე“, რამეთუ ბარ იონა ძე იონაჲსი გამოითარგმანების), და მეყსეულად შესძინა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვა-შენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (16,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: ვინაჲთგან ღირს იქმენ მოღე...
...ავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს“, ხოლო კაპერნაუმს შინა მრავალნი ქმნნა სასწაულნი. ამისთჳსცა იტყოდა: „ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცამდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომას თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღედმდე“. ესრეთ უკუე საცნაურ არს, რამეთუ აქა მამულად მისა ნაზარეთსა იტყჳს.
ხოლო მო-რაჲ-ვიდა მუნ, სასწაულთა საქმესა დროება-სცა, რაჲთა არა უმეტესად შურად აღეტყინნენ იგინი და უმეტესისა სასჯელისა ღირს იქმნენ ურწმუნოებისა მისთჳს. ხოლო სწავლაჲ მოძღურებისაჲ შეჰმატა, რომელნი-იგი არარაჲთა უდარეს სასწაულთასა საკჳრველ იყვნეს. გარნა ყოვლით კერძო უგუნურნი იგი და უმადლონი, სარგებელისა წილ და საკჳრველებისა სწავლათა მათგან, უფროჲსღა შეურაცხ-ჰყოფდეს მას, ვითარცა იტყჳს ესერა მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი? ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ არს ამისა ესე ყოველი? და დაბრკოლდებოდეს მისთჳს“ (13, 54-57).
თ ა...
...-ჰყვნე საფასენი და საჴმარნი, ვითარცა ჯერ-არს უგულებელს-ყოფაჲ მათი; მერმე, რაჲთა იყო სახიერ, რაჲთა სცემდე გლახაკსა პურსა შენსა, რაჲთა მძლე ექმნე გულისწყრომასა, რაჲთა განიოტო შენგან ზუაობაჲ, რაჲთა მოაკუდინო შური, რაჲთა იყო მშჳდ და მდაბალ, ვითარცა იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. არა თქუა, თუ: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ ვიმარხე ორმეოც დღე და ყოვლადვე მარხვით აღვასრულებ დღეთა, თჳნიერ ოდეს სადა განგებულებით ჯერ-იყოს ჭამაჲცა, არამედ არარაჲ თქუა ესევითარი, გარნა ესე ხოლო: „მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. და წარავლენდა რაჲ მოწაფეთა, მარხვისათჳს არაჲ ჰრქუა, რამეთუ წერილ არს: „წინადაგებული თქუენი ჭამეთ“. ხოლო უპოვარებისათჳს და საჴმართა შეურაცხებისა ფრიადი კრძალულებაჲ ამცნო: „ნუ მოიგებთო ოქროსა გინა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელ-თა, ნუცა ვაშკარანსა, ნუცა ორსა სამოსელსა“. ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ მარხვასა ვსძაგებ. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ვაქებ მას და მიყუარს და უწყი მისგან ფრიადი სარგებელი. გარნა ამას გეტყჳ ფრიად: უკუეთუ სხუანი მცნებანი შეურაცხ-ჰყვნეთ, ნუ ჰგონებთ, თუმცა ესე ხოლო კმა იყო ცხორებად თქუენდა. რამეთუ არა უზეშთაე...