თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო განმარტებაჲ სიტყჳსაჲ ამის ესრეთ არს: განყოფილი გზაჲ და ურთიერთას წინააღმდგომი ვიპყართ მე და იოვანე, რაჲთამცა ანუ მით გზითა, ანუ ამით მოვინადირეთ ერი ესე განდგომილი; ვითარცა მონადირეთა ეგულებინ რაჲ ნადირისა ძნიად სანადიროჲსა ნადირებად და სადარნოჲსა მისისაგან გამოყვანებად, ერთმან ერთკერძოჲ გზაჲ იპყრის და ერთმან - ერთკერძოჲ, - რომელმანმე ძნელოვანისა კერძი და რომელმანმე სიადვილისაჲ, - რაჲთა ერთისა ვისმე მიერ შეპყრობილ იქმნას.
ვინაჲთგან უკუე ყოველნივე კაცნი სათნო არიან მოქალაქობასა ზედა მოღუაწებისასა და მარხვისა იგი ფრიადი სიმაღლე საკჳრველად უჩნს სიფიცხისა და სიძნელისა მისისათჳს, ამისთჳს განგებულებით იქმნა პირველითგანვე ჰასაკით იოვანესით მარხვასა შინა ფრიადსა და მოღუაწებასა წარმართებაჲ მისი, რაჲთა სარწმუნო იყვნენ სიტყუანი მისნი. თქუას ვინმე, ვითარმედ: რად არა თავადმანცა იესუ ესევე იპყრა გზაჲ? არამედ უწყოდენ, ვითარმედ თავადმანცა ესევითარივე იპყრა გზაჲ, ამისთჳსცა ორმეოცი დღე იმარხა, და კუალად მიმოვიდოდა და არა აქუნდა ადგილი, სადა თავი მიიდრიკოს, და ყოველნი დღენი ქუეყანასა ზედა მოქალაქობისა მისისანი ესრეთ იწროებით და...