თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად საგონებელ არს სიტყუაჲ ესე, თუ არა შეწყობილ არს პირველთქუმულთა მათ სიტყუათა ძალსა, გარნა ფრიადი აქუს ამასცა მათა მიმართ განუყოფელობაჲ, რამეთუ მასვე პირსა განჰმარტებს, ვითარმედ ყოველივე სიტყუაჲ და საქმე იოვანესი მისსა განგებულებასა ეწამებოდა, დაღაცათუ საგონებელ იყო წინააღმდგომად; რამეთუ მრავლით კერძო და მრავალსახედ ისწრაფა უგუნურთა მათ ჰურიათა სარგებელი, დაღაცათუ მათ არა ინებეს. ამისთჳს, ვითარცა-იგი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „რაჲღა ჯერ-იყო ქმნად სავენაჴისა მის, და არა ვქმენ?“ ეგრეთვე აწ იტყჳს ჭეშმარიტითა მით პირითა თჳსითა:
სახარებაჲ მათესი 11:16
15. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!16. აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა17. და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით, გიგოდებდით, და არა იტყებდით.
სახარებაჲ მათესი თავი 11