თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა ზემოსა მას თანა? ჰე, ჭეშმარიტად ფრიადი აქუს ერთობაჲ, რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ ეწამების იოვანეს მიერ თქუმულთა და მოიზიდავს მსმენელთა სარწმუნოებად თჳსად, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ამით საცნაურ იყავნ თქუენდა, რამეთუ მე ვარ მომავალი იგი, რომელ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი წინაჲსწარმეტყუელებდეს იოვანესამდე. ხოლო მო-რაჲ-ვიდა ესე წინაშე პირსა ჩემსა მოვლინებული წინაჲსწარმეტყუელი, დადუმნეს ყოველნივე. ამისთჳს დადუმნეს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი, რამე-თუ მოვედ მე, რომლისათჳს იყო წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგებაჲ. უკუე-თუმცა არა მოსრულ ვიყავ, არამცა დაყენებულ იყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ; ნურარას უკუე მოელით და ჰგონებთ სხუასა ქრისტესა მოსლვად ჩემსა გარეშე, არამედ დადუმებისაგან წინაჲსწარმეტყუელთაჲსა და დღი-თი-დღე მაიძულებელთა მათგან ბუნებისათა, რომელნი სარწმუნოებითა ჩემითა მიიტაცებენ სასუფეველსა, ცანთ, ვითარმედ მე ვარ ქრისტე; რამეთუ ვინაჲთგან ნათლისმცემელმან იოვანე იწყო ქადაგებად, მიერითგან სარწმუნოებაჲ ჩემი განცხადებულ არს, რომელსაცა სასუფეველად ჭეშმარიტად ეწოდების, რამეთუ მომატყუებელი არს...
სახარებაჲ მათესი 11:12
11. ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა. - დარწმუნებით აცხადებს, რომ არავინ არის ისეთი, ვინც იოვანეზე დიდი იქნებოდა. ხოლო როცა ამბობს - დედათა ნაშობთაგანო, თავის თავს გამორიცხავს, რადგან თვითონ ქრისტე არა ქალისგან, ანუ ქორწინებაში მყოფისაგან, არამედ ქალწულისაგან იშვა.
ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. - რადგანაც იოვანეს შესახებ მრავალი ქება თქვა, რომ არ ეფიქრათ, იგი მასზე დიდიც არისო, აქ უფრო გარკვეულად ამბობს; მართალია მასთან შედარებით მე ასაკითაც და თქვენი აზრითაც უფრო პატარა ვარ, მაგრამ ცათა სასუფეველში, ანუ სულიერთა და ზეციურთა სიკეთეთა მიმართებით, მასზე დიდი ვარ. აქ შედარებით მცირე ვარ, რადგან იგი უწინარეს ჩემსა დაიბადა და თქვენს მიერაც დიდადაა მიჩნეული, მაგრამ იქ მასზე დიდი მე ვარ.
12. რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი. - ისე ჩანს, თითქოს ეს ნათქვამი კავშირში არაა იმასთან, რაც ადრე ითქვა, მაგრამ არა! მიაქციე ყურადღება! როცა ქრისტემ თქვა, რომ იოვანეზე დიდი...
...ი ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ მართლის სათნოება კიდევ უფრო გამოაჩინონ და ჩვენ ყველას ენახა, რა დიდი იყო მისი სტუმართმოყვარეობა), იგი აღარ კმაყოფილდება სიტყვიერი თხოვნითა და დარწმუნებით, არამედ ძალასაც კი მიმართავს. ასევე ქრისტემაც თქვა: „სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (). რასაკვირველია, სადაც სულიერი შეძენა იგულისხმება, იქ დაჟინება სათანადოა და მოშურნეობა საქებარი. „და აიძულა მათ", ნათქვამია (). მგონია, რომ იგი მათ თითქმის ძალით მოათრევდა. შემდეგ, როცა სტუმრებმა დაინახეს, რომ მართალმა ასე გადაწყვიტა და არ მოეშვება, სანამ თავის განზრახვას არ აისრულებს, „მოაქციეს მისსა მიმართ, — როგორც ნათქვამია, — და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა" (დაბ 19:3–4). ხედავ, რომ აქაც სტუმართმოყვარეობა არა გამასპინძლების სიმდიდრით იხსნება, არამედ სულიერი მოშურნეობის სიუხვით? აიძულა რა ისინი თავის სახლში შესვლა, მაშინვე შეუდგა სტუმართმოყვარეობის საქმეს: თავად ემსახურებოდა მათ წინაშე, სთავაზობდა საჭმელს, ყოველნაირ პატივსა და მომსახურებას უწევდა მოსულებს, რადგან ჩვეულებრივ მგზავრებად მიიჩნევდა მათ. **„და კაც...
..., ვი-თარმედ ანგაჰრებაჲ ბოროტ არს, მან ვითარ გულისხმა-ყოს უზეშთაესი რაჲმე? რომელი არა განეშოროს ცოდვასა, ოდეს იწყოს მან ქმნად სიმართლესა?
კეთილ არს მოტაცებაჲ, არამედ არა წარწყმედადთა ამათ და წარმწყმედელთა საქმეთაჲ, არამედ სასუფეველისა ცათაჲსაჲ. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: „მაიძულებელნი მოიტაცებენ მას“, ; გარნა არა იქმნების მისი უდბებითა და დაჴსნილობითა მოგებაჲ, არამედ მოსწრაფებითა ფრიადითა. ხოლო რაჲ არს „მაიძულებელი“? ესე იგი არს, რამეთუ იძულებაჲ ჯერ-არს თავთა თჳსთაჲ ფრიადი, რამეთუ იწრო არს გზაჲ იგი მუნ მიმყვანებელი, და სული უჴმს ახოვანი. რამეთუ მტაცებელნი ისწრაფიან, რაჲთამცა ყოველთა წარუსწრეს, არავის მიმართ ხედვენ, არა ბრალობისა მიმართ, არცა შესმენისა, არცა ტანჯვისა, არამედ ერთი არს მოსწრაფებაჲ მათი, - რაჲთამცა მოიტაცეს სასურველი იგი მათი, - და ყოველთავე თანაწარჰჴდებიან. მოვიტაცოთ უკუე სასუფეველი ცათაჲ, რამეთუ ამისი მოტაცებაჲ არა საბრალებელ არს, არამედ საქებელ, ხოლო საბრალებელ ამის სოფლისა საქმეთა მოტაცებაჲ არს, არამედ მისი იგი მოტაცებაჲ არა ესრეთ არს, რამეთუ მეორისა დაგლახაკებითა იქმნების ჩუენი განმდიდრებაჲ.
ვისწრაფოთ უკუე მოტაცებად მისა, დაღაცათუ გუაჭირვებდეს გულისწყრომაჲ, ან...
...ველად, ქებაჲ იგი იოვანესი, რამეთუ გამოაჩინა რაჲ იგი ესრეთ დიდად და საკჳრველად კაცად, დაამტკიცა, ვითარმედ ყოველივე მის მიერ თქუმული სარწმუნო არს. ხოლო მის მიერ თქუმული ყოველი მეცნიერებასა ქრისტესსა მოასწავებდა; მეორედ, რომელ თქუა, ვითარმედ: „სასუფეველი ცათაჲ იძულების, და რომელნი იიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“, რამეთუ სიტყუაჲ ესე განმაღჳძებელ გონებათა მათთა იყო; მესამედ, რომელ გამოაჩინა, ვითარმედ წინაწარმეტყუელებანი აღსრულებულ არიან, რამეთუ ამისგან ჩნდა, ვითარმედ მოვიდა ქრისტე; მეოთხედ, რომელ უჩუენა იგავითა მით ყრმათაჲთა, ვითარმედ ყოველივე, რავდენიცა ჯერიყო ქმნად, მათდა სარგებელად აღასრულა; მეხუთედ, რომელ-იგი აყუედრა ურწმუნოთა მათ ქალაქთა და ყოველთა, რომელთა არა შეიწყნარეს იგი, და უჩუენა, თუ რომლისა საშჯელისა თანამდებ არიან; მეექუსედ, რომელ წარმოთქუა მადლობაჲ ესე მათთჳს, რომელთა ჰრწმენა მისი; რამეთუ სიტყუაჲ ესე - „აგიარებ შენ“ - ამას ადგილსა ესრეთ მოასწავებს, ვითარმედ: გმადლობ შენ.
„გმადლობ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა“.
რაჲ არს სიტყუაჲ ესე? წარწყმედისა და არასწავლისა მათისათჳს მოხარულ არსა? ნუ იყოფინ! არა მოხარულ არს ამისთჳს, არამედ ესე გზაჲ არს ჭეშმარიტის...
...მისი იხილე, თუ სადა მიმყვანებელ არს, რამეთუ აღსასრული მისი ცხორებაჲ საუკუნოჲ არს; ნუცა კუალად წინააღმდგომისა მის გზისა სივრცესა და ფართოებასა განიცდი, არამედ აღსასრული მისი გულისჴმა-ყავ, წარსაწყმედელი იგი ჯოჯოხეთისაჲ.
ხოლო სხუასაცა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „რომელნი იიძულებდენ, მათ მოიტაცონ სასუფეველი ცათაჲ“. და ესე ყოველი ამისთჳს შორის შემოიღო, რაჲთა გულსმოდგინებაჲ ჩუენი განაძლიეროს, რამეთუ ყოველმან მჴედარმან იხილის რაჲ, ვითარმედ მეფე ბრძოლასა მისსა ხედავს და განიცდის, გულსმოდგინედ შევალნ და ეწყვებინ მბრძოლთა და არა ჰრიდის მახჳლსა, არცა წყლულებასა.
აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ მეუფე ჩუენი, სახიერი იგი და ტკბილი, ყოველსავე ჭირსა და შრომასა ჩუენსა ხედავს და განიცდის და აღსწერს ცათა შინა. ნუმცა უკუე მწუხარე ვართ, ნუცა - მო-შიშ და მოწყინე იწროებასა მას შინა და შრომასა ღმრთისმსახურებისასა; რამეთუ დაღაცათუ „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ“, არამედ ქალაქი იგი, რომელსა შემავალ ვართ, ვრცელ არს და კეთილ და შუენიერ. ამისთჳს ნუცა გზასა ზედა ვეძიებთ განსუენებასა და შუებასა, ნუცა ქალაქსა მას შინა მოველით რას შრომასა ანუ ჭირსა, რამეთუ რომელნი ღირს იქმნენ მუნ შესლვად, ვერ შესაძლებელ არს მოგონებად ანუ თქუმად, რაბამი აქუს შუებაჲ, რა...