...ი ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ მართლის სათნოება კიდევ უფრო გამოაჩინონ და ჩვენ ყველას ენახა, რა დიდი იყო მისი სტუმართმოყვარეობა), იგი აღარ კმაყოფილდება სიტყვიერი თხოვნითა და დარწმუნებით, არამედ ძალასაც კი მიმართავს. ასევე ქრისტემაც თქვა: „სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (). რასაკვირველია, სადაც სულიერი შეძენა იგულისხმება, იქ დაჟინება სათანადოა და მოშურნეობა საქებარი. „და აიძულა მათ", ნათქვამია (). მგონია, რომ იგი მათ თითქმის ძალით მოათრევდა. შემდეგ, როცა სტუმრებმა დაინახეს, რომ მართალმა ასე გადაწყვიტა და არ მოეშვება, სანამ თავის განზრახვას არ აისრულებს, „მოაქციეს მისსა მიმართ, — როგორც ნათქვამია, — და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა" (დაბ 19:3–4). ხედავ, რომ აქაც სტუმართმოყვარეობა არა გამასპინძლების სიმდიდრით იხსნება, არამედ სულიერი მოშურნეობის სიუხვით? აიძულა რა ისინი თავის სახლში შესვლა, მაშინვე შეუდგა სტუმართმოყვარეობის საქმეს: თავად ემსახურებოდა მათ წინაშე, სთავაზობდა საჭმელს, ყოველნაირ პატივსა და მომსახურებას უწევდა მოსულებს, რადგან ჩვეულებრივ მგზავრებად მიიჩნევდა მათ. **„და კაც...
სახარებაჲ მათესი 11:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...რა გჳჴმს მეტყუელებაჲ (149ირგ) ენათაჲ და წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რაჲთა გულსავსე გუყვნეს, არამედ უხილავი იგი ჴელის დადებითა მღდელისაჲთა მოცემაჲ სულისა წმიდისაჲ უეჭუელად და მტკიცედ გურწამს. ამისთჳს არღარას ხილულსა ვეძიებთ.
აჰა ესერა აღესრულა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ "უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს იოვანესსა არს" (). რამეთუ არა ხოლო თჳთ თავადი ქრისტე, არამედ მოწაფენიცა მისნი ჴელის დადებით მისცემენ სულსა წმიდასა, რომელი-იგი ვერ ეძლო მიცემად იოვანეს, ეზეშთაესსა მას ყოველთა შორის ნაშობთა დედათასა. კეთილად უკუე ითქუა რიცხჳცა ათორმეტთა მათ კაცთაჲ, რაჲთა სცნა სიმდიდრე ნიჭთა სულისათაჲ, არა ერთისა ხოლო ანუ ორისა, არამედ ათორმეტთა კაცთა ზედა მიფენილი ჴელის დადებითა პავლესითა.
შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე. ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა. და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს, წინაშე სიმრავლისა მის განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე, და ესე იყო ორ წელ, ვიდრემე ყოველთა დამკჳდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაჲ უფლისა იესუჲსი ჰურიათა და წარმართთა (19,8-10).
თარგმანი: ჰნებავს მოციქულსა, რაჲთა განაშორნეს...
...იდე, მაშინ მოფენითა სულისაჲთა ისწაოთ, თუ რაჲ არს სიყუარული სულიერი, არა-მოქენე ჴორცთა მახლობელობისაჲ.
რამეთუ იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელიღოთ სულითა წმიდითა, არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად (1,5).
თარგმანი: არღარა მიფარულად იტყჳს, ვითარმედ: "უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისსა არს" (), არამედ განცხადებულად გამოაჩინებს, თუ რაოდენ უმეტეს არს იოვანესსა, რამეთუ იგი წყლითა ნათელ-სცემდა, და წყლისაჲ იგი ნათლის-ღებაჲ მოციქულთა მიეღო ჟამად-ჟამად, ვითარ-იგი ცხად ჰყოფს უფალი, პეტრეს რაჲ ჰრქუას: "განბანილსა მას არა უჴმს განბანად, გარნა ფერჴნი ხოლო" (), გარნა წყალსა, რომელსა ზედა არა სახელ-ედვას "მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", იგი ნათლის-ღებაჲ სინანულისაჲ არს; ხოლო რომელსა ზედა სახელ-ედვას, იგი შვილებისაჲ არს. აწ უკუე ვითარ-იგი მოციქულთა იოვანესგან ნათელეღო წყლითა, ეგრეთვე უკუანაჲსკნელ ნათელ-იღეს სულითა წმიდითა ქრისტეს მიერ. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე უფლისაჲ სახედ ჩუენდა მოცემული, რამეთუ არა ეტყჳს, ვითარმედ: "მე ნათელ-გცე სულითა წმიდითა", არამედ —"ნათელ-იღოთო". გარნა ესე მოციქულთა წინაჲთვე ესწავა იოვანესგან, ვითარმედ: "მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო მან, ესე იგი არს —ქრისტემან,...
...ნი ანუ სამნი იტყოდედ". უფროჲსღა ყოველთა ეკლესიათა იყვნეს ეგევითარნი წინაჲსწარმეტყუელნი, უმრავლესნი რიცხჳთა უფროჲს ძუელთა მათსა, რამეთუ არა ათთა გინა ოცთა ანუ ასთა მიმართ დაადგრა სიმდიდრე იგი მადლისაჲ. ხოლო უკუეთუ გესმის ქრისტესი, ვითარმედ: "შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესდამდე წინაჲსწარმეტყუელებდეს" (), გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ესე ძუელთა მათთჳს უთქუამს, წინამომასწავებელთა მოსლვისა მისისათა. ხოლო მესამედ მოძღუარნი ამისთჳს დაიწესნეს შემდგომად წინაჲსწარმეტყუელთა, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელი ყოველსავე სულისა მიერ წინაჲსწარმეტყუელებს, ხოლო მოძღუარი ოდესმე თჳსისაგანცა გონებისა გინა სწავლულებისა განავრცობს მოძღურებათა მითვე მადლითა სულისა წმიდისაჲთა. და კუალად, ამისთჳს მყის შემდგომად მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთასა მესამე დასი მიეცა მოძღუართა, რამეთუ ურიცხუთა სულთა მარგებელ ექმნნეს სიტყჳთა სწავლათა თჳსთაჲთა.
გრიგოლი ღმრთისმეტყუელისაჲ: პირველად სახელ-ედვა მოციქულთა, ჭეშმარიტებისა ქადაგებისათჳს; ხოლო მეორედ —წინაჲსწარმეტყუელთა, აჩრდილთა შინა მყოფობისათჳს; ხოლო მესამედ — მოძღუართა, საზომისათჳს სარგებელისა და გამობრწყინვებისათჳს მადლთაჲსა.
მოციქულისაჲ: მერმე ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი (12,28).
თარგმანი: იხილე, ვითარ ზემოცა დ...
..., ვი-თარმედ ანგაჰრებაჲ ბოროტ არს, მან ვითარ გულისხმა-ყოს უზეშთაესი რაჲმე? რომელი არა განეშოროს ცოდვასა, ოდეს იწყოს მან ქმნად სიმართლესა?
კეთილ არს მოტაცებაჲ, არამედ არა წარწყმედადთა ამათ და წარმწყმედელთა საქმეთაჲ, არამედ სასუფეველისა ცათაჲსაჲ. რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: „მაიძულებელნი მოიტაცებენ მას“, ; გარნა არა იქმნების მისი უდბებითა და დაჴსნილობითა მოგებაჲ, არამედ მოსწრაფებითა ფრიადითა. ხოლო რაჲ არს „მაიძულებელი“? ესე იგი არს, რამეთუ იძულებაჲ ჯერ-არს თავთა თჳსთაჲ ფრიადი, რამეთუ იწრო არს გზაჲ იგი მუნ მიმყვანებელი, და სული უჴმს ახოვანი. რამეთუ მტაცებელნი ისწრაფიან, რაჲთამცა ყოველთა წარუსწრეს, არავის მიმართ ხედვენ, არა ბრალობისა მიმართ, არცა შესმენისა, არცა ტანჯვისა, არამედ ერთი არს მოსწრაფებაჲ მათი, - რაჲთამცა მოიტაცეს სასურველი იგი მათი, - და ყოველთავე თანაწარჰჴდებიან. მოვიტაცოთ უკუე სასუფეველი ცათაჲ, რამეთუ ამისი მოტაცებაჲ არა საბრალებელ არს, არამედ საქებელ, ხოლო საბრალებელ ამის სოფლისა საქმეთა მოტაცებაჲ არს, არამედ მისი იგი მოტაცებაჲ არა ესრეთ არს, რამეთუ მეორისა დაგლახაკებითა იქმნების ჩუენი განმდიდრებაჲ.
ვისწრაფოთ უკუე მოტაცებად მისა, დაღაცათუ გუაჭირვებდეს გულისწყრომაჲ, ან...
...ი განაქარვა პირველ, რამეთუ ჰკითხეს რაჲ, ვითარმედ: „ვინ ხარ?“ „აღიარა და არა უარ-ყო; და აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე“ (1,20). ხოლო მათ სხუასა სიტყუასა იწყეს კითხვად, ვითარმედ: „ელია ხარა? და მან თქუა, ვითარმედ: არა ვარ“ (1,21), რამეთუ ელიაჲსსაცა მოელოდეს მოსლვასა, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილ არს. ; (17,10); და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. რამეთუ იგი ქრისტე იყო. ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: წინაჲსწარმეტყუელი ხარა? ვითარცა ერთი სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგანი, არამედ ესრეთ ჰრქუეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა?“ იგი, რომელი მოსე თქუაო? ამისთჳს ამან თქუა, ვითარმედ: „არა ვარ“, არა თუ წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, არამედ იგი წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, რომელსა მოსე იტყოდა. ხოლო მათ ჰრქუეს მას: „გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა“ (1,...
...მცემელისათჳს ჰრქუა მათ“ (17,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დღითი-დღე აღორძნდებოდა მათ შორის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ. ამისთჳსცა კეთილად გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ „იოვანეს ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ“. რამეთუ მოიჴსენეს სიტყუაჲ მისი, რომელი სხუასა ადგილსა ჰრქუა მათ, ვითარმედ: „იგი არს ელია, რომელი მომავალ არს“, ვითარმედ იოვანე მსგავს არს მომავალისა მის ელიაჲსა. ხოლო ესე ნუ ცთომილად ვის ჰგონიეს სიტყუაჲ, რომელ ოდესმე იტყჳს, ვითარმედ: „ელია მოვიდეს“, და კუალად იტყჳს: „ელია აწვე მოვიდა“. რამეთუ ოდეს თქუას, თუ: „ელია მოვიდეს და კუალადაგოს ყოველი“, ელიას თეზბელსა იტყჳს; ხოლო ოდეს თქუას, თუ: „ელია აწვე მოვიდა“, იოვანეს იტყჳს ნათლისმცემელსა, რომელსაცა ერთობისა მისთჳს მსახურებისა ელიად სახელ-სდებს. ესე იგი არს, ვითარცა იგი მეორისა მის მოსლვისა ყოფად არს წინამორბედ, ეგრეთვე ესე პირველისა ამის იქმნა წინამორბედ. და კუალად, რაჲთა ამით სახითა აჩუენოს, ვითარმედ ახალი ესე შჯული და ძუელი ერთსა ზედა ქადაგებასა ურთიერთას ეწამებიან. ამისთჳს იტყჳს: „ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა“. ესე იგი არს: საპყრობილედ შეაწყუდიეს, შეურაცხ-ყვეს, მოკლეს, თავი მისი ლანკნითა შორის მოსუმურთა შემოიღეს, ჴელთა ბორგნეულისა მის მროკველისათა მ...
...ი თავს-იდებს ამას? გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მაშინცა თავს-იდვა მეუდაბნოჲსა მისთჳს, შემოსილისა სამოსლითა თმისაჲთა და მორტყმულითა სარტყლითა ტყავისაჲთა, წინაჲსწარმეტყუელისა და წინაჲსწარმეტყუელთა უმეტესისა, რომლისათჳს წამა ქრისტემან, ვითარმედ: „არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲსა უფროჲს იოვანესა ნათლისმცემელისა“.
ამისი თავს-იდვა ჰეროდესგან შეპყრობაჲ და შებორკილებაჲ და ქალისა მიერ, შეგინებულისა მეძვისა, წარკუეთაჲ თავისაჲ და არარაჲ მოაწია მა-შინ მათ ზედა, რაჲთა ყოველივე მას საუკუნესა მიეჴადოს. ამას იგონებდით და ყოველსავე ახოვნად თავს-იდებდით. რამეთუ მაშინ რავდენცა სუროდა უშჯულოსა მას მეძავსა შურის-გებაჲ იოვანესი, ესოდენცა ექმნა, და გულისწყრომაჲ თჳსი განაძღო უსამართლოდ და უშჯულოდ. არა თუ მისდა ემხილა იოვანეს, არამედ ჰეროდეს ამხილებდა, ხოლო იგი შეიწუებოდა, რამეთუ ეშინოდა, ნუუკუე უსმინოს ჰეროდე და განეშოროს მას. ამის უჯეროსა ტრფიალებისათჳს სირცხჳლეულ-ყო თჳსიცა სული და ასულისაჲცა და ქმარიცა იგი წარსრული და მეორეცა იგი, მემრუშე, ვითარმცა ეტყოდა ნათლისმცემელსა, ვითარმედ: უკუეთუ მწუხარე ხარ მრუშებისათჳს ჰეროდესა, მე ვყო იგი კაცისმკლველცა, და უფროჲსღა შენდა მკლველ ვყო, მამხილებელო ჩუენო.
ამისთჳსცა დღესა მას სიხარულისა ჰეროდესსა მიავლინა ასული თ...
...ველად, ქებაჲ იგი იოვანესი, რამეთუ გამოაჩინა რაჲ იგი ესრეთ დიდად და საკჳრველად კაცად, დაამტკიცა, ვითარმედ ყოველივე მის მიერ თქუმული სარწმუნო არს. ხოლო მის მიერ თქუმული ყოველი მეცნიერებასა ქრისტესსა მოასწავებდა; მეორედ, რომელ თქუა, ვითარმედ: „სასუფეველი ცათაჲ იძულების, და რომელნი იიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“, რამეთუ სიტყუაჲ ესე განმაღჳძებელ გონებათა მათთა იყო; მესამედ, რომელ გამოაჩინა, ვითარმედ წინაწარმეტყუელებანი აღსრულებულ არიან, რამეთუ ამისგან ჩნდა, ვითარმედ მოვიდა ქრისტე; მეოთხედ, რომელ უჩუენა იგავითა მით ყრმათაჲთა, ვითარმედ ყოველივე, რავდენიცა ჯერიყო ქმნად, მათდა სარგებელად აღასრულა; მეხუთედ, რომელ-იგი აყუედრა ურწმუნოთა მათ ქალაქთა და ყოველთა, რომელთა არა შეიწყნარეს იგი, და უჩუენა, თუ რომლისა საშჯელისა თანამდებ არიან; მეექუსედ, რომელ წარმოთქუა მადლობაჲ ესე მათთჳს, რომელთა ჰრწმენა მისი; რამეთუ სიტყუაჲ ესე - „აგიარებ შენ“ - ამას ადგილსა ესრეთ მოასწავებს, ვითარმედ: გმადლობ შენ.
„გმადლობ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა“.
რაჲ არს სიტყუაჲ ესე? წარწყმედისა და არასწავლისა მათისათჳს მოხარულ არსა? ნუ იყოფინ! არა მოხარულ არს ამისთჳს, არამედ ესე გზაჲ არს ჭეშმარიტის...
...ლ-თა მიერ სახელოანი (რამეთუ განვიდოდესო მისა ყოველი იერუსალჱმი და ჰურიასტანი და ნათელს-იღებდეს და აღიარებდეს ცოდვათა თჳსთა, და ჰყვა იგი ყოველსა ერსა, ვითარცა მოძღუარი; ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს: „არა ესე არსა ძე იოსებისი?“ და „აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღჳნისაო“; და შეურაცხად საგონებელ იყო უგუნურთა მათ მიერ), ამისთჳს მათისა სიტყჳსა და გულისსიტყჳსაებრ თქუა თავი თჳსი უმცირესად, ვითარმედ: რომელი-ესე თქუენ მიერ უმცირეს საგონებელ არს, უფროჲს მისსა არს სასუფეველსა ცათასა, რამეთუ მეუფე არს და დამბადებელი მისი და ყოველთაჲვე.
თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს ესე სიტყუაჲ? და შემსგავსებითა იოვანესითა ხოლო არსა სიდიდე მისი? ნუ იყოფინ! არცა იოვანე, იტყოდა რაჲ: „მოვალს უძლიერესი ჩემსა“, შემსგავსებასა იქმოდა მისსა თავისა თჳსისა თანა; არცა პავლე, ოდეს მოსესთჳს აჴსენა და თქუა: „უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო, ვიდრე მოსე“, შემსგავსებასა მათსა ჰყოფს, არამედ ესე წეს არს წერილთა შინა და მრავალგზის გულისჴმისსაყოფელად უგულისჴმოთა იქმს შემსგავსებასა შეუმსგავსებელთასა, ვითარცა იტყჳს: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა...
...კაცი: ჴელ-ეწიფების ანგელოზ-ყოფაჲ და ჴელეწიფების მჴეც-ყოფაჲ. არა აღმოგიკითხავსა წერილთა შინა: რომელთამე კაცთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „ანგელოზი არს უფლისაჲ, და სამართალი ბაგეთა მისთაგან იძიოს“; და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა“, ; - ნათლისმცემელისა იოვანესთჳს არს სიტყუაჲ ესე. კუალად სხუათა კაცთათჳს თქუმულ არს: „გუელ და ნაშობ იქედნეთა“.
აწ უკუე ჴელმწიფებასა შინა კაცისასა არს ესე, და ძალ-უც გინა თუ მჴეც-ყოფაჲ, გინა თუ ანგელოზ-ყოფაჲ. და რად ვიტყჳ ანგელოზ? შვილ ღმრთისა ძალ-უც ყოფად, უკუეთუ ენებოს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხარ-თო და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი“. და კუალად წერილ არს: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“. - ვითარითამე სახი-თა? სიწმიდითა და შიშითა ღმრთისაჲთა და აღსრულებითა მცნებათა მის-თაჲთა და ყოვლითურთ მისგან განუშორებელობითა გონებისაჲთა. ამას ესევითარსა წესსა ეწოდების სათნოება, ამისი ჴელმწიფებაჲ ჩუენდა მოცემულ არს მოგებად, უკუეთუ გუენებოს, ეს...
...ლი წუთხსა და წალასა, ვითარ უძლოს განკურნებად წყლულებისა მის? ეგრეთვე სახიერმან მკურნალმან სულთა და ჴორცთამან თავს-იდვა შესლვად ცოდვილთა და მეზუერეთა თანა, რაჲთა აცხოვნნეს იგინი. დაღაცათუ მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი აბრალობდეს და იტყოდეს: „აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ“, ; გარნა თავადი არა მათსა მას უჯეროსა ბრალობასა ზრუნვიდა, არამედ საქმესა მას ჭეშმარიტებისასა აღასრულებდა.
ისმინეთ, მაჩუენებელნო, რომელნი მოსწრაფე ხართ, რაჲთა სახელი მმარხველობისაჲ მიიღოთ და ამის მიერ იდიდნეთ; ისმინეთ, ვითარ მეუფესა ჩუენსა მჭამელ და ღჳნისმსუმელ უწოდეს, და არა ჰრცხუენოდა მას, არცა ზრუნვიდა ამისთჳს, არამედ ენება ცხორებაჲ მრავალთაჲ, და ეგრეთცა იქმნა. რამეთუ აჰა ესერა ერთი ესე მეზუერე მოინადირა და განიყვანა მეზუერეობისაგან და ანგელოზთა თანამოდასე-ყო და ზიარებითა მით ტაბლისაჲთა არა იგი ხოლო, არამედ სხუანიცა აცხოვნნა. და ისმინეთ სიტყუაჲ ზაქესი, სხჳსა მის მეზუერისაჲ, რამეთუ ესმა რაჲ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: „დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“, აღივსო სიხარულითა და იტყოდა: „აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთ...
...მისი იხილე, თუ სადა მიმყვანებელ არს, რამეთუ აღსასრული მისი ცხორებაჲ საუკუნოჲ არს; ნუცა კუალად წინააღმდგომისა მის გზისა სივრცესა და ფართოებასა განიცდი, არამედ აღსასრული მისი გულისჴმა-ყავ, წარსაწყმედელი იგი ჯოჯოხეთისაჲ.
ხოლო სხუასაცა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „რომელნი იიძულებდენ, მათ მოიტაცონ სასუფეველი ცათაჲ“. და ესე ყოველი ამისთჳს შორის შემოიღო, რაჲთა გულსმოდგინებაჲ ჩუენი განაძლიეროს, რამეთუ ყოველმან მჴედარმან იხილის რაჲ, ვითარმედ მეფე ბრძოლასა მისსა ხედავს და განიცდის, გულსმოდგინედ შევალნ და ეწყვებინ მბრძოლთა და არა ჰრიდის მახჳლსა, არცა წყლულებასა.
აწ უკუე ჩუენცა, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ მეუფე ჩუენი, სახიერი იგი და ტკბილი, ყოველსავე ჭირსა და შრომასა ჩუენსა ხედავს და განიცდის და აღსწერს ცათა შინა. ნუმცა უკუე მწუხარე ვართ, ნუცა - მო-შიშ და მოწყინე იწროებასა მას შინა და შრომასა ღმრთისმსახურებისასა; რამეთუ დაღაცათუ „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ“, არამედ ქალაქი იგი, რომელსა შემავალ ვართ, ვრცელ არს და კეთილ და შუენიერ. ამისთჳს ნუცა გზასა ზედა ვეძიებთ განსუენებასა და შუებასა, ნუცა ქალაქსა მას შინა მოველით რას შრომასა ანუ ჭირსა, რამეთუ რომელნი ღირს იქმნენ მუნ შესლვად, ვერ შესაძლებელ არს მოგონებად ანუ თქუმად, რაბამი აქუს შუებაჲ, რა...
...ქუნდეს ურცხჳნოთა მათ და მედგართა ჰურიათა, ვითარცა უფალმან ბრძანა, ვითარმედ: „მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“.
და კუალად შუენიერცა იყო და ჯეროვან სხჳსა მიერ წამებაჲ და ქადაგებაჲ მისთჳს, და უფროჲსად ესევითარისა საკჳრველისა კაცისაგან, რამეთუ უკუეთუ ესოდენთა და ესევითართა წამებათა ზედა ეტყოდესვე ურჩულონი იგი, ვითარმედ: „შენ თავისა შენისათჳს სწამებ, წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ“, უკუეთუმცა ყოვლადვე არარაჲ ეთქუა იოვანეს, არამედ თავადსამცა ეწყო პირველითგანვე თავისა თჳსისათჳს ქადაგებად, რავდენ უმეტესიმცა და უძჳრესი თქუეს სავსეთა მათ ყოვლითავე საეშმაკოჲთა საქმითა.
ამისთჳს არა ქადაგა პირველ მისა, არცა სასწაული ქმნა, ვიდრემდის მიეცა იგი საპყრობილედ, რაჲთა არა იქმნას განწვალებაჲ ერისაჲ, არამედ ყოველნი მივიდოდინ იოვანესა და ისმენდენ ქადაგებასა, რომელსა ქადაგებდა და წამებდა უფლისათჳს და ეტყოდა ყოველთა, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რაჲთა უკუანაჲსკნელ არა აქუნდეს სიტყუაჲ თქუმად, ვით...