მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:9

8. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით.9. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა,10. ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა.
სახარებაჲ მათესი თავი 10
9. ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

...ხოლო თავადმან ჰრქუა: კმა არს“.

გამოვიძიოთ, ამათცა სიტყუათა ძალი ვითარ-ძი არს. რამეთუ არა თუ ქრისტემან წინააღმდგომი თჳსთა მცნებათაჲ განაწესა; რამეთუ პირველ ეთქუა: „ნუ მოიღებთ... ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კუერთხსა“, და შემდგომი ამისი, და აწ იტყჳს: „რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი“. არამედ ჯეროვნად იტყოდა, ყოველსავე თჳსსა ჟამსა.

რამეთუ დაწყებასა მას ქადაგებისასა, ვიდრეღა იგი თავადი სოფელსა შინა იქცეოდა, და წარავლინნა იგინი ქადაგებად ქალაქთა მათ ჰურიასტანისათა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“; მაშინ უბრძანა იგი მცნებაჲ, რაჲთა არცა ოქროჲ აქუნდეს, არცა ვეცხლი, არცა რვალი, არცა ვაშკარანი გზასა, არცა ორი სამოსელი, არცა ჴამლნი, არცა კუერთხი; და თჳნიერ ამის ყოვლისა წარავლინნა და თჳსითა განგებულებითა ესრეთ ყო, რომელ არარაჲ სადა დააკლდა მათ, რაჲთა საქმით ცნან ძალი განგებისა მისისაჲ, უნაკლულევ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პ ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...ბისა მისგან, ესევითარსა მთხრებლსა შთავარდა, რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, უმეცართა ამათ, რომელნი მარადის ამის საწუთროჲსადა შემსჭუალულ ვართ? იგი უბადრუკი იქცეოდა მარადის ქრისტეს თანა, რომელსა არა აქუნდა ადგილი მიდრეკად თავისა, და ესმოდა მისგან მარადღე, ვითარმედ: „ნუ მოიგებთ ოქროსა, გინა ვეცხლსა, ნუცა ორსა სამოსელსა“, და არავე შეიგონა.

რამეთუ ბოროტ არს მჴეცი ესე და მძჳნვარე, და უკუეთუ ვინ განსცეს თავი თჳსი, მყის შთაჰჴდის მას ქუესკნელთა ქუეყანისათა. ხოლო უკუეთუ ვინებოთ წინააღდგომად მისა, ადვილად იძლიოს და იოტოს. რამე-თუ ბრძოლაჲ იგი არა ბუნებითი არს, არამედ უდებებისა და დაჴსნილობისაგან ჩუენისა იქმნების. ხოლო ვინაჲთგან ეუფლოს კაცსა, სრულიად გარეგან წესთა ბუნებისათა ჰყოფს. უმეცარ-ჰყოფს მეგობართა თჳსთა და ძმათა, ვითარ-იგი იუდას შეემთხჳა, უარ-ყო უფალი და მეუფე და მოძღუარი და განმცემელ იქმნა სახიერისა მის. თქუას ვინმე, თუ: რად ესევითარი იქმნა წოდებული იგი ქრისტეს მიერ მოწაფე-ყოფად მისა? ესე ნუ გიკჳრს, ძმაო, რამეთუ წოდებაჲ ქრისტესი არა იძულებით იქმნების, არცა აიძულებს გონებასა მათსა, რომელთა არა ენებოს სათნოებაჲ. ასწავებს ყოველთა და კეთილისა გზასა უჩუენებს და ყოვლით კერძო აწუევს კეთილისა მიმართ, ხოლო რომელთა არა ენებოს, იძულებით არა იმჭირავს.

ეგრე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:

...ა წარავლენდა რაჲ მოწაფეთა, მარხვისათჳს არაჲ ჰრქუა, რამეთუ წერილ არს: „წინადაგებული თქუენი ჭამეთ“. ხოლო უპოვარებისათჳს და საჴმართა შეურაცხებისა ფრიადი კრძალულებაჲ ამცნო: „ნუ მოიგებთო ოქროსა გინა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელ-თა, ნუცა ვაშკარანსა, ნუცა ორსა სამოსელსა“. ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ მარხვასა ვსძაგებ. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ვაქებ მას და მიყუარს და უწყი მისგან ფრიადი სარგებელი. გარნა ამას გეტყჳ ფრიად: უკუეთუ სხუანი მცნებანი შეურაცხ-ჰყვნეთ, ნუ ჰგონებთ, თუმცა ესე ხოლო კმა იყო ცხორებად თქუენდა. რამეთუ არა უზეშთაესი საზომი უპყრიეს სათნოება-თაჲ მარხვასა, არამედ უდარესი. ხოლო მაღალი იგი საზომი უპყრიეს სიყუარულსა, სიმდაბლესა, სიმშჳდესა, სახიერებასა და მოწყალებასა. ესენი ქალწულებასაცა წარჰჴდეს ფრიად.

აწ უკუე გნებავს თუ სწორ მოციქულთა ყოფად, ძმაო, არარაჲ არს დამაყენებელ. ესე სათნოებანი მოიგენ და არარაჲთა უდარეს იყო მათსა და ნურარას ყოვლადვე ეძიებ სასწაულთა. რამეთუ შეწუხნების ეშმაკი, უკუეთუ ვინ განიოტოს იგი გუამისაგან კაცისა, არამედ ფრიად უმეტესად შეწუხნების, ოდეს იხილოს სული განთავისუფლებული ცოდვისაგან, რამეთუ დიდი იგი ძალი მისი ცოდვასა შინა არს. ამისთჳს განჴორციელდა ქრისტე და ამისთჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი“ (6,34).:

...ედ ვინაჲთგან ერისა მიმართ უგულისჴმოჲსა იყო სიტყუაჲ მისი, განცხადებულებისათჳს სიტყჳსა თჳსისა დღესა მიაჩემებს და ჩუეულებისაებრ მრავალთაჲსა ჰყოფს სიტყუასა მას. რამეთუ აქა ესრეთ თქუა განზრახვისა სახედ, ხოლო ქუემორე მცნებად მისცემს ამას და ეტყჳს: „ნუ მოიგებთო ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა“; რამეთუ ვინაჲთგან საქმით აჩუენა, მერმე სიტყჳთცა უძლიერესად რჩული დაუდვა, რაჲთა კეთილად შეიწყნარონ სიტყუაჲ იგი. და ვითარ აჩუენა საქმით? ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“. და არა თავადმან ხოლო ქმნა ესე, არამედ მოწაფეთაცა ეგრეთვე განუწესა და არა შეუნდო სოფელსა ამას შინა რაჲსავე მოგებად; ეგრეთვესახედ აქაცა ბრძანებს.

და იხილე სახიერებაჲ მისი, რომელ ვითარცა მამაჲ მოწყალე, გჳღუწის ჩუენ ჴორციელად და სულიერად. ჴორციელად მოგუცემს დღითი-დღე ბევრეულთა კეთილთა: მზესა აღმოგჳბრწყინვებს, წჳმასა მოგჳვლენს, მთა-თაგან და ველთა ნაყოფთა სიმრავლესა მოგუანიჭებს, ჩუენთჳს განმზადნა მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი და ყოველნი პირუტყუნი, რომელნიმე საჭმლად და რომელნიმე სამსახურებელად, ჩუენთჳს აღმოაცენა ქუეყანით ყოველი ხე, ნაყოფიერი და უნაყოფოჲ, თივანი და მწუანვილ...

სრულად ნახვა