მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:5

4. სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.5. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ,6. არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
სახარებაჲ მათესი თავი 10
5. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

...ს ღმრთისაჲ. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? გამოაჩინებს, ვითარმედ არა ჰურიათა თანა ოდენ შეწყუდეულ არს ქადაგებაჲ იგი, არამედ ყოველსა სოფელსა განეფინების, და მოასწავებს ცხორებასა წარმართთასა, რამე-თუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ წარხუალთ“, და ეგულებოდა ამისა შემდგომად თქუმად, ვითარმედ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, გამოაჩინებს, ვითარმედ მამასა ესრეთვე ჰნებავს; რამეთუ ესე ფრიად დააბრკოლებდა ჰურიათა და მოწაფეთა არა შეუნდობდეს ადვილად ლოცვისა შეხებად მათ თანა, ვიდრემდის მოიღეს სწავლაჲ იგი სულისა წმიდისაჲ. და რაჟამს იერუსალჱმდ მოვიდა პეტრე, ძლით შეუძლო განრომაჲ ამათთა ბრალობათაგან თხრობითა მით ტილოჲსაჲთა.

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? ვჰრქუათ მწვალებელთა, ვითარმედ: ოდეს მიიღო მათ ზედა ჴელმწიფებაჲ, პირველ დაბადებისა მათისა ანუ შემდგომად დაბადებისა? რამეთუ იგი იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად განჴორციელებისა და აღდგომისა“, ;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს წარმართთაგანნიცა აღმოსრულ, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას“ (12,20). და ენება ხილვაჲ იესუჲსი და მოუჴდეს ფილიპეს; ხოლო ფილიპე ჰრქუა ანდრიას, რომელი პირველ მისა მოსრულ იყო, და ესრეთ ჰრქუეს მათ იესუს. (შდრ. იოან. 12,21-22):

...20). და ენება ხილვაჲ იესუჲსი და მოუჴდეს ფილიპეს; ხოლო ფილიპე ჰრქუა ანდრიას, რომელი პირველ მისა მოსრულ იყო, და ესრეთ ჰრქუეს მათ იესუს.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უფალმან პირველ არაოდეს ჰრქუა სწავლად წარმართთა, არამედ ეტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“, რაჲ-თამცა ყოველი მიზეზი მოუწყჳდა ჰურიათა. ვინაჲთგან უკუე იგინი ივლტოდეს მისგან, და წარმართნი მოივლტოდეს მისა, და ჟამი იყო ვნებისა მისისაჲ, და ეგულებოდა წარმართთა მიმართ წარვლენაჲ მოციქულთაჲ შემდგომად ჯუარს-ცუმისა, ხოლო იგინი უწინარჱს ჯუარს-ცუმისა ისწრაფდეს, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ პირველ არა უტევნა იგინი წარსლვად და იტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“; და კუალად თქუა: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა წარწყმედულთათჳს სახლისა ისრაჱლისათა“; და: „არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და მიცემაჲ ძაღლთაჲ“. ; და ესრეთ, ვიდრემდის არა ჯუარს-აცუეს იგი და მოკლეს, არა დაუტევნა იგინი,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).:

...სამარიტელი ვსებად წყლისა“ (4,6-7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ გამოაჩინებს მახარებელი, ვითარმედ დედაკაციცა იგი სხჳსა საქმისათჳს მოსრულ იყო, რაჲთამცა ესრეთ ყოვლით კერძო დაუყო პირი ჰურიათა, და ვერ აქუნდეს სიტყუაჲ, თუ იესუ თჳსსა სიტყუასა წინააღუდგების, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“, აჰა სამარიტელსა ჰზრახვიდა. ამისთჳსცა იტყჳს, ვითარმედ მოწაფენიცა მისნი არღა მოსრულ იყვნეს. და ესრეთ მრავალთა მიზეზთა შემოიღებს მისა მიმართ ზრახვისა მისისათჳს.

ხოლო ისმინე, რაჲ თქუა დედაკაცმან, რაჟამს-იგი ჰრქუა უფალმან, ვითარმედ: „მეც მე წყალი“. ხოლო მან ჰრქუა, ვითარმედ: „შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისაგან დედაკაცისა? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა“ (4,9). იხილა რაჲ სახჱ მისი, იცნა იგი, ვითარმედ ჰურიაჲ არს, თუ არა, სხუაჲმცა სადაჲთ იცოდა, თუ ჰურიაჲ არს? ხოლო იხილე, ვითარ განკრძალულ იყო დედაკაცი იგი, რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ ცოდვისაგან განყენებულ იყო, და კუალად სხუასა ცოდვასა შჯულისა გარდასლვისასა ერიდებოდა; თუ არა, მას რად უნდა თქუმად, რამეთუ არა თუ სამარიტელნი ჰურიათა არა შეეხებოდეს, არამედ ჰურიანი - სამარიტელთა.

და უკუეთუ ვინმე იტყოდის: და რად სთხოვა უფალმან მას წყალი, ვინაჲთგან შჯული არა უბრძანე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

...სავე თჳსსა ჟამსა.

რამეთუ დაწყებასა მას ქადაგებისასა, ვიდრეღა იგი თავადი სოფელსა შინა იქცეოდა, და წარავლინნა იგინი ქადაგებად ქალაქთა მათ ჰურიასტანისათა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, არამედ მივედით ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“; მაშინ უბრძანა იგი მცნებაჲ, რაჲთა არცა ოქროჲ აქუნდეს, არცა ვეცხლი, არცა რვალი, არცა ვაშკარანი გზასა, არცა ორი სამოსელი, არცა ჴამლნი, არცა კუერთხი; და თჳნიერ ამის ყოვლისა წარავლინნა და თჳსითა განგებულებითა ესრეთ ყო, რომელ არარაჲ სადა დააკლდა მათ, რაჲთა საქმით ცნან ძალი განგებისა მისისაჲ, უნაკლულევანებითა მით, და გულსმოდგინედ განვიდენ სოფლისა ქადაგებად მინდობითა ძალისა მისისაჲთა. ამისთჳს ვითარცა ჩჩჳლთა იღუწიდა და თანამზრუნველ ექმნებოდა.

ხოლო აწ, მო-რაჲ-ვიდა აღსასრულსა განგებულებისა მის კაცთა შორის ქცევისაჲსა და ეგულებოდა ამიერ წარსლვად და განავლენდა მათ ქადაგებად წარმართთა, ესე უბრძანა, რაჲთა არა ყოვლადვე უქმებით იყვნენ და ადვილად, არამედ გამოიცადნენ შიმშილითა და სიშიშულითა და სიგლახაკითა და აჩუენონ თჳსი მოთმინებაჲ და სიმჴნე, და ვერვინ უძლოს ამისა შემდგომად თქუმად, თუ: არარაჲ აჩუენეს მათ ახოვნებაჲ თავით თჳსით, არამედ ყოვლითურთ უნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავი-თისო“ (15,21-22).:

...რძალვაჲ განაქარვა, ჯერ-იჩინა აწ განღებად კარი წარმართთა, რომელთა შესლვაჲ ყოფად იყო შემდგომად ამაღლებისა მისისა; ვითარცა-იგი პეტრე, მოიღო რაჲ ბრძანებაჲ არარიდობისა ჭამადთაჲსა, მეყსეულად წარივლინა კორნელიოჲსისა. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, თუ: ვითარ ჰრქუა თავადმან მოწაფეთა, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“, და მერმე თავადივე ვიდოდა ყოველთასა პირველ გზასა მას? პირველად ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: არა თუ ვითარ-იგი მოწაფეთა ამცნო, ეგრეთვე იგი თანამდებ იყო; მეორედ, რამეთუ არა განცხადებულად ქადაგებად მოსრულ იყო. ამისთჳსცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელეწიფა დაფარვად“. ხოლო ესე კუალად არა ღირს იყო კაცთმოყუარებისა მისისა, რაჲთამცა რომელნი-იგი შეუვრდებოდეს, არამცა შეიწყნარნა. რამეთუ იხილეთ, თუ რაოდენისა კაცთმოყუარებისა ღირს არს დედაკაცი იგი, რომელსა ესოდენ უღირსად აქუნდა თავი თჳსი, რომელ არა იკადრა მისლვაჲ იერუსალჱმდ, არამედ იხილა რაჲ უფალი მისრული ქუეყანასა მას, შეუვრდებოდა და ღაღადებით ითხოვდა წყალობასა.

ხოლო ვიეთმე თქუეს ესეცა თარგმანებაჲ, ვითარმედ სახე იყოო დედაკაცი იგი წარმართთა ეკლესიისაჲ. რამეთუ ოდეს გამოვიდა ქრისტე ჰურიასტანით, მაშინ...

სრულად ნახვა