...სწორედ ამგვარად ამ მართლებმაც — მამამთავარმა აბრაამმა და ლოტმა — ეღირსნენ ზეციური მადლის მიღება და ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს იღებდნენ, ანგელოზთა და თავად ანგელოზთა უფლის მიღების ღირსნი შეიქნენ. ჩვენც შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ, ახლაც მივიღოთ იგი, — თავადვე თქვა: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა" (). მაშ, მივიღოთ უცხოები, მათი გარეგნული მდაბალი მდგომარეობის ყურადღების გარეშე. თუ ასეთი სულის განწყობით გამოვიჩენთ სტუმართმოყვარეობას, მაშინ, შეიძლება, ოდესმე ჩვენც ვიმსახუროთ, ადამიანთა სახით, ისეთი სტუმრების მიღება, რომლებიც ანგელოზთა ღირსებას გამოავლენენ. მხოლოდ ნუ გამოვიძიებთ და ნუ ვიცნობისმოყვარეობდეთ მათ შესახებ, რომ საგანძური არ დავკარგოთ. აი, ნეტარი პავლეც, ამ მართლებზე მიუთითებს რა და გვასწავლის, როგორ ეღირსნენ ასეთი სტუმრების მიღება, ამბობს: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (). ის განსაკუთრებით დიდია და საკვირველი მათში, რომ სტუმრებს მომსახურება აღმოუჩინეს „რეცა არა უწყოდეს" მათ შესახებ. მაშ, რწმენითა და კრძალულებით აღვასრულოთ ეს საქმე, რათა მივიღოთ საუკუნო სიკეთეთა საგანძურიც, რომლის ტკბობის ღირსნიც...
სახარებაჲ მათესი 10:40
39. რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.40. რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.41. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს.
სახარებაჲ მათესი თავი 10