...არა მისი გულისთვის უნდა აკეთო ის, რაც შენგან მოეთხოვება, არამედ იმის გულისთვის, ვისაც ემსახურება, რათა მისგან უხვი საზღაური მიიღო. ამიტომაც თქვა უფალმა: ვინც ერთს ამ მცირეთაგანს რამე უყო, ჩემთვის უყო, და „რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს" (). ნუთუ უფალი საზღაურს თავისი მსახურების ღირსებისა თუ სისუსტის პროპორციულად გაძლევს? არა, იგი შენი განწყობის შესაბამისად გაჯილდოვებს ან გმსჯის. და როგორც მათი მეშვეობით მიგებული პატივი დიდ კადნიერებას გვანიჭებს (რადგან იგი თავის თავზე მიიღებს იმას, რაც მისი მსახურებისთვის კეთდება), ასევე მათი უგულებელყოფაც ზეციდან დიდ სასჯელს მოგვივლენს. უფალი თავის თავზე მიიღებს როგორც პატივს, ისე შეურაცხყოფას. ამის ცოდნით, არასოდეს უგულებელვყოთ ღვთის მღვდელთა მიმართ მზრუნველობა. ამას ვამბობ, არა მხოლოდ მათთვის მზრუნველი, არამედ უფრო მეტად თქვენთვის, საყვარელნო, მზრუნველი, რადგან მსურს, ყველაფრის მეშვეობით სიკეთე შეიძინოთ. ნუთუ იმდენს აძლევ, რამდენსაც უფლისგან იღებ? რა მსახურებას აკეთებ? თუმცა ამ უმნიშვნელო და ამჟამინდელი ცხოვრებით შეზღუდული მსახურებისთვისაც შეგიძლია უხრწნელი ჯილდო და გამოუთქმელი სიკეთეები მიიღო.
სახარებაჲ მათესი 10:4
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ს მზრუნველობის გამო. ხედავთ (სულიერი) წამლის ძალას, საყვარელნო? მოვიმზადოთ ის ყველამ ჩვენთვის; ძვირი არ არის, თუმცა ასეთი დიდი ძალა აქვს; ის ძალიან იაფიცაა და დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს, რადგან მოწყალების მნიშვნელობა არა (გასაცემი) ფულის სიმრავლით იზომება, არამედ გამცემთა მოშურნეობით. ჭიქა ცივი წყლის მიმცემიც () და ორი მწირე ფულის ჩამდებიც მოწონებულ იქნენ, რათა ვიცოდეთ, რომ ყოველთა უფალი ყოველ შემთხვევაში მხოლოდ სუფთა განზრახვას ითხოვს. ხშირად არამდიდარიც დიდ სიუხვეს იჩენს მოწყალებაში, როცა სრული მოშურნეობით მოქმედებს; და პირიქით, ბევრის მქონე ცოტის მქონეზე უარესი აღმოჩნდება თავისი მწირი განწყობის გამო. ამიტომ, გეხვეწებით, სულიერი გულუხვობით მივცეთ გაჭირვებულებს ის, რაც გვაქვს, რაც უფალმა მოგვანიჭა; იმავე, რაც მან მოგვცა, უკან მივაგოთ, რათა კვლავ მივიღოთ ჩვენი დიდი ნამატით. ის ისე გულუხვია, რომ, ჩვენგან თავისივე ნიჭებს იღებს რა, არ მიიჩნევს, რომ თავის საკუთარს იღებს, არამედ აღგვითქვამს, რომ უფრო დიდი სიუხვით დაგვიბრუნებს, ოღონდ მზადყოფნა გამოვიჩინოთ და ჩვენი ქონება ღარიბებს ისე დავურიგოთ, თითქოს თვით ღმერთს გადავცემდეთ, იმის ცოდნით, რომ ღვთის მარჯვენა არა მხოლოდ ჩვენგან მიღებულს დაგვიბრუნებს, არამედ უფრო მეტადაც მოგვანიჭებს — რადგან ი...
...სწორედ ამგვარად ამ მართლებმაც — მამამთავარმა აბრაამმა და ლოტმა — ეღირსნენ ზეციური მადლის მიღება და ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს იღებდნენ, ანგელოზთა და თავად ანგელოზთა უფლის მიღების ღირსნი შეიქნენ. ჩვენც შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ, ახლაც მივიღოთ იგი, — თავადვე თქვა: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა" (). მაშ, მივიღოთ უცხოები, მათი გარეგნული მდაბალი მდგომარეობის ყურადღების გარეშე. თუ ასეთი სულის განწყობით გამოვიჩენთ სტუმართმოყვარეობას, მაშინ, შეიძლება, ოდესმე ჩვენც ვიმსახუროთ, ადამიანთა სახით, ისეთი სტუმრების მიღება, რომლებიც ანგელოზთა ღირსებას გამოავლენენ. მხოლოდ ნუ გამოვიძიებთ და ნუ ვიცნობისმოყვარეობდეთ მათ შესახებ, რომ საგანძური არ დავკარგოთ. აი, ნეტარი პავლეც, ამ მართლებზე მიუთითებს რა და გვასწავლის, როგორ ეღირსნენ ასეთი სტუმრების მიღება, ამბობს: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (). ის განსაკუთრებით დიდია და საკვირველი მათში, რომ სტუმრებს მომსახურება აღმოუჩინეს „რეცა არა უწყოდეს" მათ შესახებ. მაშ, რწმენითა და კრძალულებით აღვასრულოთ ეს საქმე, რათა მივიღოთ საუკუნო სიკეთეთა საგანძურიც, რომლის ტკბობის ღირსნიც...
...ირგვინით შემოსილი მეფე გამოუვალ მდგომარეობაში იყო — შიმშილის ტყვეობაში, ღარიბი ქვრივი, რომელმაც თავად ყველაფერი მოაკლდა, მუდმივ სიუხვეში ცხოვრობდა, რადგან წინასწარმეტყველი მიიღო. ამიტომ ქრისტემაც ბრძანა: „რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს" (). შენ გუშინ ნახე, რა სიკეთეების ღირსი გახდა მამამთავარი, დიდი გულმოდგინებით უხვი სტუმართმოყვარეობა რომ გამოიჩინა. შეხედე ახლა ამ სიდონელ ქვრივსაც, რომელმაც მოულოდნელად გამოუთქმელი სიმდიდრე შეიძინა, როცა წინასწარმეტყველის სიტყვამ, რომელსაც ცა ჰქონდა თავის ხელისუფლებაში, მისთვის ამოუწურავი გახადა მუჭა ფქვილი და რქა ზეთი.
7. მოწყალების ძალა და ზეციური საუნჯე
მაშ, მივბაძოთ მას ყველამ — მამაკაცებმაც და ქალებმაც! მე მინდოდა, წინასწარმეტყველის მოშურნეობისა და სათნოების მიბაძვისკენ აღგძრათ; მაგრამ ეს, ალბათ, თქვენს ძალებს აღემატება, — თუმცა ისიც ადამიანი იყო, ჩვენივე ხორცით შემოსილი, ჩვენივე ბუნებისა; მაგრამ ზეგარდმო მადლს იმისთვის ეღირსა, რომ მასზე დამოკიდებული ყველაფერი სიჭარბით გააკეთა და სათნოება ყველაზე მეტად შეიყვარა. მაშ, ჯერ ამ ქვრივს მაინც მივბაძოთ; შემდეგ კი, თანდათანობით, წინასწარმეტყველის მიბაძვამდეც მივალთ. მივბაძოთ მ...
...ი ლეპტა შეწირა, დღემდე იდიდება ამის გამო მთელ ქვეყნიერებაზე (). და რას ვამბობ ორ ლეპტაზე? თუ ვინმე მწყურვალს ერთ ჭიქა ცივ წყალსაც კი მიაწვდის, ამისთვისაც ღმერთი დიდ ჯილდოს განუმზადებს, რადგან სათნოების აღმასრულებლებს ყოველთვის გულის განწყობის მიხედვით ანიჭებს გვირგვინს (). იგივეს, როგორც ყველასთვის ცნობილია, აკეთებს იგი ლოცვის ღვაწლის მიმართაც. თუ დაინახავს, რომ ვინმე მოშურნეობით უახლოვდება, მაშინვე ეტყვის: „პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?" (). ხოლო თუ ადამიანი ხანგრძლივ დაჟინებას გამოიჩენს, ღმერთი მის თხოვნასაც დიდი სიყვარულითა და ცხელი მოშურნეობით ასრულებს, თხოვნის აღსრულებამდე კი ქების გვირგვინს ადგამს. ზუსტად ასე მოექცა ქანანელ დედაკაცსაც. როცა იხილა მისი მოშურნეობა და დიდი შეუპოვრობა ვედრებაში, ჯერ შეაქო იგი და, ასე ვთქვათ, ქების გვირგვინით შეამკო, მთელი ქვეყნიერებისთვის სახელოვანი გახადა და მხოლოდ ამის შემდეგ აღუსრულა თხოვნა დიდი სახიერებით. რაკი თქვა: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი", შემდეგ დაუმატა: „გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (
...ც და ამ ღარიბის მოთმინებისთვისაც, მაშინ, თუმცა ვერ შეძლებ მისი შიმშილის დაკმაყოფილებასა და მოგვარებას, მაინც მიიღებ სრულ ჯილდოს შენი კეთილი განწყობისთვის. ამიტომაც თქვა უფალმა: "და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი" (). რა უმნიშვნელოა ერთი ჭიქა ცივი წყალი? მაგრამ კეთილი განწყობა ამისთვისაც იღებს ჯილდოს. იგივეს ვნახავთ საპირისპირო შემთხვევაშიც. ვალად მიმაჩნია ამის შესახებ ლაპარაკი თქვენს სიყვარულთან, რათა ზუსტად შეიტყოთ და სუფთა გულის განწყობა ჩაინერგოთ. მოისმინე, რას ამბობს ქრისტე: "ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (). ხედავ, აქაც კვლავ უწმინდური განწყობა ექვემდებარება განკითხვას, და ავხორცი მზერისთვის სასჯელი იდება, თითქოს მრუშობა უკვე მართლაც ჩადენილიყო? ამრიგად, ეს რომ ვიცით, ყოველმხრივ დავიცვათ ჩვენი განწყობის სიწმინდე, რომ მან ჩვენი შესაწირავი ღვთისთვის სათნო გახადოს. თუ მან (ნოესთან) კვამლი და სიმყრალე სულნელების სურნელებად აქცია, რას არ მოუმოქმედებს ჩვენს სულიერ მსხვერპლს და რა კეთილგანწყობას არ მოგვიპ...
...სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ“ და მსგავსნი ამისნი; არასადა გჳჴმს წარსაგებელი უსარგებლოჲ, არცა ყუედრებანი წარსაგებელსა მას თანა, არამედ დაღაცათუ სასუმელი ერთი გრილისა წყლისაჲ წარვაგოთ ღმრთისათჳს, სასყიდელი მისი არა დაგუ-ჭირდეს, ; არამედ გარდამატებულად მოგუეცეს, და ღმერთი მადლიერ იყოს ჩუენდა. ხოლო ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ უფალსა, უკუეთუ ამას დაუტეობდეთ და წინააღმდგომსა მას მივსდევდეთ და ნეფსით ჩუენით შთავსთხევდეთ თავთა ჩუენთა ცეცხლსა გეჰენიისასა?
ამისთჳს გევედრები: განიფრთხვეთ და განიკურნენით სულნი თქუენნი ამის სენისაგან სულიერისა და ნუვინ წარიკუეთს სასოებასა, რამეთუ შვილმანცა უძღებმან ფრიადი ბოროტი ქმნა, არამედ ვინაჲთგან მოიქცა სახლადვე მამისა თჳსისა, პირველივე პატივი მიეცა. ჩუენცა უკუე ვჰბაძვიდეთ მას და მამისა მისვე სახიერისა მივიქცეთ და განვთავისუფლდეთ ტყუეობისა მისგან, რაჲთა მივემთხჳნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სული...
...არს სერი იგი? მან თავადმან თქუა, ვითარმედ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რაჲთა ვქმნე ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“. ვიხილოთ თუ მშიერი, გამოვზარდოთ იგი, და უკუეთუ წყურიელი, ვასუათ მას. დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემაჲ ჩუენი, შეიწირავს იგი გინა თუ გრილსა წყალსა, ; ანუ თუ ორთა წულილთა, ; რამეთუ ვინაჲთგან არა ეჴმარების მას, ამისთჳს არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა. ოდენ გამოვაჩინოთ, ვითარმედ გჳყუარს იგი და გჳხარის მოსლვაჲ მისი. ვიხილოთ, თუ ვითარ არს იგი ჩუენდა მომართ, რამეთუ სული მისი დადვა ჩუენთჳს და შემდგომად ამისა ჩუენვე გუთხოვს. და უკუეთუ მის მიერ მოცემული მას მივსცეთ, ვითარმცა ჩუენი მიგუეცა, ეგრეთ შეიწყნარებს.
ვიცი, ვითარმედ ყოველნი ქრისტეანენი იტყჳან, ვითარმედ: ვის არა უყუარდეს იგი? და სიტყჳთა და გონებითა არავინ უარ-ჰყოფს მას, არამედ არა სიტყჳთ ოდენ ჯერ-არს სიყუარული, რამეთუ უკუეთუ სიტყჳთ ვიტყოდით, თუ გჳყუარს, და საქმით არა ვიქმოდით, ესე კიცხევაჲ არს არა თუ ღმრთისაჲ ოდენ, არამედ კაცთაჲცა. არამედ საქმით ვაჩუენოთ სი...
...სტე მაღალ-გუყოფს ჩუენ ნივთთაგან ქუეყანისა საქმეთაჲსა და გჳბრძანებს ზრუნვად საუნჯისა მისთჳს ზეცათაჲსა; იგი აქაცა შრომით და ურვით წარაგებს ცხორებასა ჩუენსა და მუნ თანამდებ-გუყოფს ცეცხლისა მის უშრეტისა, ხოლო უფალი სასუმლისათჳსცა ერთისა გრილისა წყლისა მოგუცემს სასყიდელსა მოუკლებელად და უფროჲსად მრავალწილად. ; ვითარ უკუე არა სიცოფე არს ესევითარისა სახიერისა უფლისა წილ ესრეთ უკეთურსა მძლავრსა მონებად, რომელი-იგი არცა აქა რას მოგუცემს სარგებელსა, არცა მუნ, არამედ უფროჲსად ტანჯვასა და ჭირსა ორკერძოვე მორჩილთა მისთა. რამეთუ უმეტესნი ჯოჯოხეთს მიმავალნი ამის მიერ მივლენ, რამეთუ ოქროჲ შეიყუარეს და გლახაკნი არა შეიწყალნეს, რომელი-იგი რაჲთა ჩუენ ზედაცა არა მოიწიოს, განვაბნიოთ და მივსცეთ გლახაკთა, განვათავისუფლნეთ სულნი ჩუენნი აქათა ზრუნვათაგან და მუნ სატანჯველთაგან და დავიუნჯოთ ზეცას სიმართლე; ოქროჲსა წილ ქუეყანისა შევიკრიბნეთ საუნჯენი მოუკლებელნი, რომელნი მოვიდენ ჩუენ თანა ზეცად და ჴელი აღგჳპყრან ჭირსა და მოწყალე-ყონ მსაჯული იგი ჩუენ ზედა, რომლისაცა ღირსმცა ვართ ყოველნი კადნიერებით წარდგომად მის წინაშე და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევად, რომელნი მიეცემიან მოყუარეთა მისთა მადლითა და კაცთმოყუარებითა...