მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:36

35. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა.36. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.
სახარებაჲ მათესი თავი 10
36. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ სოფელსა საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდენ საცთურნი“ (18,7).:

...იფების სენსა მას უნებლიეთ მოწევნად. რამეთუ ქრისტემან ესე წინაჲსწარ მიუთხრა მოწაფეთა, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ ადვილთა და უჭირველთა საქმეთა მიმართ მიივლინებიან. ამისთჳს აუწყებს, ვითარმედ მრავალნი აღუდგებიან მბრძოლნი და წინააღმდგომნი, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“; და მოციქული ღაღადებს: „ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნა-თესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნო-თა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათამტყუართაგან“; და მელიტონს შინა ეტყოდა ხუცესთა ეფესოჲსათა, ვითარმედ: „მოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი ბოროტნი, რომელნი არა ერიდებოდინ სამწყსოსა; და თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარ-ძნილსა“. (საქმე 20, 29-30)

ამას ესევითარსა ყოველსა წინაჲსწარ აუწყებდა უფალი სიტყუათა ამათ მიერ. ხოლო ოდეს გესმეს, თუ: „უნებლიადცა მომავალ არიან საც-თურნი“, ნუ ჰგონებ, თუ დაჴსნასა მოასწავებს თჳთმფლობელობისასა, არცა აზნაურებასა მას განაქარვებს გონებისასა, არცა იძულებით მორ-ჩილებასა ჩუენსა საცთურთა მიმართ გამოაჩინებს. ნუ იყოფინ! არამედ უეჭუელად ყოფადსა მას წინაჲსწარ გუაუწყებს, ვით...

სრულად ნახვა